გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

განზომილებები, პლანეტარული ველები და სულიერი ხედვა

 

2018 წელი. 4 აგვისტო. ბათუმი. განზომილებები, პლანეტარული ველები და სულიერი ხედვა

ბოლო პერიოდში ქალაქგარეთ ყოფნისას ენერგიულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ თბილისსში ჩამოსვლისთანავე ჩემი მდგომარეობა ისევ თავქვე დაეშვა.

მიქაელი:

- ხომ იცი, რომ შენ ვერ იქნები კარგად დიდ ქალაქებში. შენ „წმინდა“ გარემო გჭირდება სადაც სტიქიათა ენერგიები გასაზრდოვებენ. ქალაქები დაცლილია ხუთი სტიქიის ნატიფი ძალებისგან, რადგან მათი ფიზიკური მატარებელი სუბსტანციები (ჰაერი, მიწა, მზე, წყალი, სხვა ცოცხალი არსებები ფლორისა და ფაუნის სახით) ან დაბინძურებულია ან არ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, შენ ზემგრძნობიარე გახდი ადამიანების ფიქრებითა და ემოციებით გამოსხივებული ბნელი ფსიქიური ემანაციების მიმართ. ეს, სამწუხაროდ, შენი ფაქიზი აღქმის, შენი მედალის მეორე მხარეა... შენთვის საუკეთესოა წერაქვისნაირ ადგილას, ქალაქგარეთ და ადამიანებისგან მაქსიმალურად მოშორებულ ადგილას ცხოვრება...

მე ვგრძნობ რომ ეს შეუძლებელია და არაფერს ვეუბნები, რადგან მან ეს თვითონაც იცის. მე ოჯახის კარმა, ოჯახის პასუხისმგებლობა მაქვს აღებული.

დილისკენ მესიზმრება თითქოს მე უხილავად, უსხეულოდ ვუახლოვდები ვიღაც ადამიანს, რომელიც პატარა ბავშვს ბუნებაში ასეირნებს. ეს ადამიანი თითქოს ბროლის კრისტალებითაა დაფარული ისე ბრწყინავს მისი აურა და ფერადოვან სხივებს აქეთ-იქით აფრქვევს. ძალიან ლამაზი შესახედია.

ამაზე მეღვიძება და მიქაელის გვერდზე ყოფნას ვგრძნობ. მისი სულის სითბო და სიყვარული მეხვევა ისევ. ხშირად მეფიქრება და მიკვირს, რატომ ვუყვარვარ ასე ძალიან? მის სიყვარულს ძალიან მკაფიოდ და ძლიერად ვგრძნობ. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ყველა ადამიანი უყვარს ასე ძალიან თავისი აღმატებული ბუნებიდან, თავისი დიდი და კეთილი გულიდან გამომდინარე. ხანდახან კი ეგოიზმი მიპყრობს და მინდა რომ მხოლოდ ჩემ მიმართ იყოს ასე განწყობილი... ამ დროს მაგრძნობინებს, რომ ჩემი ცნობიერება ეცემა, იმიტომ რომ მე სიყვარულის ჭეშმარიტ არსს ვამრუდებ. ხანდახან კი ის მაკვირვებს, როგორ შეიძლება ერთ ცოცხალ არსებაში გაერთიანდეს ბავშვურობა, მოსიყვარულე ფაქიზი გული, მეომრის თვისებები და უაღრესი სიბრძნე? როგორ მინდა რომ მას სხვა ადამიანებიც ისევე იცნობდნენ, როგორც მე...

მიქაელი:

- მე მინდოდა შენ „ჩემი თვალებით“ დაგენახა, თუ როგორც ვხედავთ ჩვენ ადამიანებს... -გავიგონე მისი აზრები სიზმართან დაკავშირებით.

- ეს კარგი ადამიანი იყო, ხო? -ვეუბნები მე, - ძალიან ლამაზი იყო... მისი აურა ისე ანათებდა, თითქოს კრისტალები გარდატეხავდნენ შუქს, მაგრამ შენი ნათება გაცილებით ძლიერია. გაჩახჩახებული მზესავით კაშკაშა! რატომ არის ასე? - ვეკითხები, თუმცა თავადაც ვიცი პასუხი.

- გულზე ხელი დაიდე... - მეუბნება. მე ხელს ვიდებ სადღაც თიმუსის არეში და ვგრძნობ რომ ის თავის ხელს ჩემ ხელზე დებს. ისევ მიჩნდება „ჩაწყდომის“ წამიერი შეგრძნება და გულში სიმშვიდის, ბედნიერების და ჰარმონიის მდგომარეობა მიბრუნდება. დღეს ვიცი რომ კარგად ვიქნები... დღეს კარგი დღე იქნება...

- რთულ საკითხებს მივადექით და მე მთელი შენი გონებრივი და სულიერი მობილიზაცია მჭირდება, მაგრამ გარემო არ გვიწყობს ხელს...

- ვიცი... „იოანეს გამოცხადება“ უნდა განვიხილოთ... აპოკალიფსი...

- მაგრამ იქამდე კიდევ ერთხელ უნდა ჩამოაყალიბო ძირითადი დებულებები. იმიტომ რომ იოანეს გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშიფრო თუ 7-ობრივი და 12-ობრივი ფრაქტალები, ფრაქტალური ალგორითმები ანუ „პრინციპები“ და ასევე ფუნდამენტალური სიმბოლოები აითვისე. ამ ცოდნით ყველაფერი ნათელი გახდება შენთვის.

- მეშინია ამ თემასთან შეხება... რომ შემეშალოს? რომ არ გამომივიდეს?

- შენ თუ არ გამოგივიდა, ესე იგი მე არ გამომივიდა.

ვიცი რომ არ უყვარს ეჭვები და მერყეობა. კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ „საქმეა გასაკეთებელი“ და ამ საკითხს მხოლოდ ასე უნდა მივუდგე.

- რატომ არის საჭირო მაინც და მაინც იოანეს გამოცხადების გაშიფვრა?

- იმიტომ რომ გარდამტეხი დრო ახლოვდება. ადამიანებს ჩვენ დავჭირდებით და ჩვენ კი მათი მხარდაჭერა დაგვჭირდება. სულიერი და ფიზიკური განზომილებების ურთიერთთანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოვა. დროა ბევრ ფარულს ნათელი მოეფინოს.

- რომ არ დამიჯერონ? - არ ვეშვები მე, რადგან ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებულია ქრისტიანობაში.

- შენ არავისთვის არაფრის მტკიცება არ გჭირდება. გახსოვს, რომ გეუბნებოდი, როცა ადამიანი სიმართლეს ამბობს, ამბობს იმას რაც იცის სულით ხორცამდე, რაც მისი სულის უმაღლეს „მე“-შია გატარებული, მისი სიტყვა განსაკუთრებულ ძალას იძენს! სიმართლე თვითონ მოწმობს საკუთარ თავზე. შენი წიგნი თვითონ იპოვის გზას. ისეთ გზას, როგორიც ეხლა ვერც წარმოგიდგენია. შენ ნაწერებში არის მცირედი ცდომილებები, მაგრამ შენ მათ იპოვი და გაასწორებ, ისევე როგორც უკვე იპოვე და გაასწორე რამდენიმე. ეს იმიტომ ხდება, რომ შენ ინფორმაციას არა გამზადებული ვერბალური სახით იღებ, როგორც „ხმების გაგონებას“, არამედ სუფთა იდეების სახით, რომელთაც თავად უკეთებ ფორმულირებას, ვერბალიზაციას და ხშირად შენ ლექსიკონში არც არსებობს ამ იდეების შესატყვისი სიტყვები. გარდა ამისა სხვისი აზრები, სხვადასხვა წიგნებში ამოკითხული იდეები და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები გაბრკოლებენ. ამიტომ გეუბნები ყოველთვის, დაივიწყე ის რაც იცოდი. იყო პერიოდი, როდესაც წიგნების კითხვა კარგი იყო შენთვის, მაგრამ ეხლა ის დროა, რომ რაც წაიკითხე დაივიწყო!.. გაათავისუფლე შენი გონება!

მე ცოტა ხანი ვისვენებ და ისევ მის თანამყოფობას ვგრძნობ.

- დაიწყე... - მეუბნება და ვცდილობ ცუდად ყოფნის მიუხედავად ფიქრებს თავი მოვუყარო.

- ნახაზი 9. ბ... ჩვენი პლანეტა რომ განვიხილოთ, სადაც 4-ივე ტიპის ცოცხალი არსებაა წარმოდგენილი.. - ვამბობ და თან მეხამუშება რომ მინერალებს ცოცხალ არსებებს ვუწოდებ.

მიქაელი:

- დამიჯერე, ის რაც ცნობიერებას შეიცავს, როგორი პრიმიტიულიც არ უნდა იყოს, სიცოცხლის ფორმას წრმოადგენს და წარმოადგენს არა იმიტომ რომ ცილოვანი, დნმ-ზე დაფუძნებული ცოცხალი არსებაა, რომელსაც თვითაღწარმოება შეუძლია, არამედ იმიტომ რომ ცნობიერების შემცველია! დროა წარმოდგენა სიცოცხლის ფორმებზე და ევოლუციაზე, როგორც ეგეთზე, შეიცვალოს!

მე ვაგრძელებ:

- პირველი განზომილების ცოცხალ არსებებს (მინერალებს) მხოლოდ ფიზიკური სხეული აქვთ... მე-2 განზომილების ცოცხალ არსებებს (ფლორა) აქვთ ფიზიკური და ეთერული (ენერგეტიკული სხეული)... ანუ მათი ცნობიერება ამ ორი განზომილების შესატყვისად ვიბრირებს...

მიქაელი:

- როგორც იცი ეთერული სხეული შეიძლება 5-ობრივი ფრაქტალით დაშალო 5 სტიქიად. მცენარეების თვისებები, მათ შორის სამკურნალო, სწორედ ამ სტიქიათაგან რომელიმეს დომინირებითაა განპირობებული. ზოგი მცენარე მეტად მზის ენერგიას შეიცავს, ზოგი, წყლის და ას. შ. ადამიანის ორგანიზმში რომელიმე სტიქიის ენერგიის ნაკლებობა შესაბამისი მცენარის საშუალებით შეიძლება დაკომპენსირდეს. გააგრძელე...

- მე-3 განზომილების ცოცხალ არსებებს (ფაუნა) აქვთ ფიზიკური, ეთერული და ასტრალური (ემოციების) სხეულები და მათი ცნობიერება ამ 3 განზომილებაში ვიბრირებს... ხოლო ადამიანს ამ 3-ის გარდა მე-4, ანუ მენტალური სხეულიც ემატება... სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ მივაქციე ყურადღება რომ ქართულ ლექსიკონში არსებობს სიტყვა „სამშვინველი“, რომელიც როგორც ჩანს სწორედ 3 ნატიფ სულიერ სხეულს გულისხმობს. საინტერესო ფაქტია, რომ ვინც როდესაღაც ეს სიტყვა შემოიღო, იცოდა ნატიფი სხეულების 3-ობრივ ბუნებაზე.

- კი, ბატონო. ამიტომ ვამბობთ რომ ადამიანი მე-4 განზომილების არსებაა... ეხლა წარმოიდგინე დედამიწა და მის გარშემო ფენა-ფენა, სხვადასხვა სიხშირეებზე განლაგებული 4 შრე (სფერო, განზომილება): ფიზიკური (ამჟამად ხილული), ეთერული (ამჯამად თქვენთვის უხილავი), ასტარლური (ასევე უხილავი) და მენტალური (ასევე უხილავი). მცენარეები არსებობენ დედამიწის მხოლოდ 2 ფენაში - ფიზიკურში და ეთერულში, ცხოველები 3 ფენაში

- ფიზიკურში, ეთერულში და ასტრალურში, ხოლო ადამიანი ასევე მენტალურში. ეხლა კარგად გააცნობიერე, რომ ადამიანი, როგორც ინდივიდუმი თავისი ფიზიკური სხეულითა და სამშვინველით (სამი ნატიფი სულიერი სხეულით) შესაბამისად „ცხოვრობს“ დედამიწის ერთ ფიზიკურ და სამ ნატიფ „სფეროში“ ანუ განზომილებაში, რომელთაგან აღიქვავს მხოლოდ ერთს! ფიზიკურს! ეხლა ისიც კარგად გაიაზრე რომ იქიდან გამომდინარე რომ მისი ქცევით განპირობებული კარმული შედეგები „გადმოდის“ ზევიდან ქვევით ანუ მიმართულებით „მენტალური სფეროდან“ „ასტრალისა“ და „ეთერის“ გავლით „ფიზიკურზე“, რამდენად ადექვატურად შეუძლია ადამიანს შეაფასოს თავისი ქმედებები და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე? სწორედ იმისთვის, რომ ადამიანმა მოვლენების ჭეშმარიტი არსი დაინახოს, მას უნდა აეხილოს თვალი 3 ნატიფ სამყაროზე. ამისთვის კაცობრიობის კოლექტიურმა ცნობიერებამ უნდა დაამყაროს კავშირი თავის სულიერ „მე“-სთან რომელიც მე-5 განზომილებაში იმყოფება, რომ 3 ნატიფი და 1 უხეში მატერიის განზომილებები ესე ვთქვათ „ზევიდან“ დაინახოს. სწორედ ეს პროცესებია რაც ახლოვდება და რომლისთვისაც სათანადო მზაობაა საჭირო. როგორც უკვე ვახსენეთ, პლანეტის „მენტალურ“, „ასტრალურ“ და „ეთერულ“ სფეროებში გარდა დედამიწაზე მაცხოვრებელი ცოცხალი არსებების და ადმიანების შესაბამისი ნატიფი სხეულებისა, არსებობენ მე-5 განზომილებიდან „დაცემული“ და სხვა „დემონური ტიპის“ უსხეულო არსებები, რომლებსაც მატერიალური სხეული არ გააჩნიათ, მაგრამ ხშირ შემთხვევში აქვთ 3 დანარჩენი სხეული, რომელთა შენარჩუნებას ისინი შესაბამისი ენერგიის შემოდინების ხარჯზე ახერხებენ, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ადამიანის სენსორულ სტატუსს, მისი 5 გრძნობათა ორგანო შექმნილია 5 მატერიალურ სტიქიაში გატარებული ინფორმაციული ტალღების აღქმისთვის. ეს არის მე-4 დონის ცნობიერების, მე-4 განზომილების ცოცხალი არსების სენსორული სტატუსი. როცა კაცობრიობის კოლექტიური მენტალი ამაღლდება მე-5 დონემდე, ხოლო შემდეგ მე-6 დონემდე (თუმცა ადამიანი რაღაც პერიოდი დარჩება მე-4 განზომილების, იგივე მე-4 სიმკვრივის არსებად). საუბარია, მხოლოდ მენტალური სხეულის 7-ობრივ სიხშირეთა შკალაზე), მას დაემატება შესაბამისი ე. წ. მე-6 გრძნობა, რომელიც თვითონ შედგება შემადგენელი კომპონენტებისგან, მაგრამ ეს მერე. სხვა სიტყვებით ადამიანს მე-3 თვალი ანუ „სულიერი“ თვალი აეხილება რაც მას საკუთარი სულიერი უმაღლესი „მე“-ს და 3 ნატიფი სამყაროს ხედვის უნარს მიანიჭებს. ცნობიერების ამაღლებას თავისთავად და ბუნებრივად ახლავს „სულიერი თვალის“ ახელა. ცალკეულ, სულიერად ამაღლებულ ადამიანებში ეს პროცესი ისედაც ხდება ხოლმე, მაგრამ მაღალი ცნობიერების გარეშე, რაიმე ხელოვნური საშუალებებით, იქნება ეს ფსიქოტროპული ნივთიერებები, თუ ოკულტური რიტუალები, ამ ხედვის გახსნა საშიშია, რადგან დაბალი სულიერების შემთხვევაში ადამიანი ნატიფი სამყაროს დაბალ შრეებთან ამყარებს კავშირს და ხშირად ხდება დემონური უსხეულო არსებების მსხვერპლი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff