ეგრეგორები, რელიგიები და სექტები
2019 წელი. 14 მაისი. ეგრეგორები, რელიგიები და სექტები
კვანტური ფიზიკის გაკვეთილების პარალელურად, რომელიც მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა, ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა რელიგიურ და სექტანტურ მიმდინარეობებში ვიქექებოდი. რატომღაც ვგრძნობდი რომ მას სურდა რომ ამაში გავრკვეულიყავი. ამ აურაცხელი მასალის კითხვამ და გარკვევამ ძალიან დამღალა.
მიქაელი:
- ეხლა ხომ ხვდები, რატომ მინდოდა, რომ ამ ყველაფერში გარკვეულიყავი?..
მე დათრგუნული ვიჯექი და ვფიქრობდი იმ ყველაფერზე, რაც მოვისმინე და წავიკითხე.
მიქაელი:
- მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როცა ვხედავთ რომ ჩვენი სახელით ამდენი სექტა და მიმდინარეობა იხსნება. ამიტომ მინდოდა რომ გარკვეულიყავი როგორც არსებულ სექტებში, რომელებიც თეთრი საძმოს ან ჰელიარების (მზის იერარქიის განშტოების) სახელით მოქმედებენ, ასევე ტრადიციული რელიგიების ეგრეგორების სისტემაში და მათი მოქმედების მექანიზმში. ახლა მოდი თავიდან დავიწყოთ და თანმიმდევრულად მივუყვეთ:
რა არის ეგრეგორი? შენ სწორედ ჩამოაყალიბე შენს წიგნში ეგრეგორის ცნება. ეგრეგორი არის გამოვლენილი სამყაროების მატრიცის ნაწილი და მასში თავასთავად ცუდი არაფერია, მანამ სანამ ის შეუსაბამოდ დაბალვიბრაციული არ ხდება და არ აბრკოლებს სულების ევოლუციას. ისევე როგორც ელექტომაგნიტური ველი თავისთავად ცუდი არ არის, როგორც ეგეთი ფიზიკური სამყაროს გამოვლინება, მაგრამ შეიძლება მავნე გახდეს თუ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველში დიდხანს იმყოფები და ის შენ ნერვულ სისტემაზე უარყოფით ზემოქმედებას იწყებს. ის ეგრეგორები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრებთ ნატიფმატერიალურ ენერგეტიკულ ველებს მიეკუთვნება, რომლებიც გარკვეული ნიშნით აერთიანებენ ადამიანებს (იხ. „რა არის ეგრეგორი“). არსებობს ოჯახის ეგრეგორი, ქვეყნის ეგრეგორი, კაცობრიობის და სხვ. მაგრამ დღეს, სანამ სექტებზე გადავალთ, მინდა კონკრეტულად რელიგიურ ეგრეგორებს შევეხო. დღეს დღეობით ბევრ ეზოთერიკოსს, ე. წ. „განსხივოსნებულს“, მედიუმს თუ მათ მიმდევარ ადეპტებს ეშინიათ რელიგიური ეგრეგორების და მათი გავლენიდან გამოსვლას ცდილობენ. ეს შიში რაღაც დონემდე გამართლებულია, თუმცა ყველაფერი ისე არაა, როგორც მათ ჰგონიათ. რელიგიური ეგრეგორები იყო ჩაფიქრებული და შექმნილი ადამიანთა ორგანიზებისა და მათი სულიერი ევოლუციისათვის. თითოეული რელიგიური ეგრეგორი უკავშირდება მე-5/მე-6/მე-7 განზომილების კონკრეტულ არსებას, რომელიც მას მართავს სულიერი ტრიადიდან. რელიგიური ეგრეგორი მით უფრო მაღალვიბრაციულია, რაც უფრო მაღალვიბრაციულია მასში გაწევრიანებულ ადეპტთა ცნობიერება.
ნახ. 49. ეგრეგორები.
მიქაელი:
- ეგრეგორთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი მინდა ავხსნა. ნებისმიერი ეგრეგორი, და მათ შორის რელიგიური ეგრეგორიც იღებს თავის წევრებისგან ენერგიას, მაგრამ არა იმისთვის რომ ამ ენერგიით კვებოს სულიერ ტრიადაში მყოფი მაღალსულიერი იერარქი, როგორც ზოგს ჰგონია. უმაღლესი ტრიადის არსებებს ქვევიდან კვება მოგეხსენება, არ სჭირდებათ. ეგრეგორის ენერგია მართლაც გადაედინება უმაღლესი იერარქის მე-6 დონის ცნობიერებაში, ანუ უმაღლეს მანასში, მაგრამ იგი იქ ტრანსფორმირდება და ბრუნდება უკან გადანაწილების მიზნით. ეგრეგორში ენერგია გადანაწილდება მის წევრებზე იმისთვის, რომ „მაღლებმა“ წამოწიონ „დაბლები“. ეს მექანიზმი იმისთვის არის შექმნილი, რომ კაცობრიობა შედაარებით თანაბრად, ჰომოგენურად ევოლუციონირდეს, ერთნაირი ნიშნის/მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებში მაინც. შედეგად ისე ხდება, რომ მაღალსულიერი ადამიანები ფაქტობრივად საკუთარ თავს მსხვერპლად წირავენ თავისი დებისა და ძმების „წამოწევის“ მიზნით, რითიც სხვებსაც ეხმარებიან და თავადაც მნიშვნელოვან სულიერ წინსვლას განიცდიან. თვითონ იესოს ინკარნაცია იყო ამის ნათელი მაგალითი. მაგალითად, მაღალსულიერი, ანუ მაღალვიბრაციული ცნობიერების მქონე ქრისტიანს აუცილებლად პრობლემები შეექმნება ქრისტიანების მასასთან, ანუ ქრისტიანულ ეგრეგორთან, რადგან მისი ვიბრაცია საერთო ვიბრაციული ფონიდან ამოვარდნილია და უფრო მაღლა იმყოფება. ამ ადამიანს აუცილებლად დაუპირისპირდებიან და მის ამაღლებულ იდეებს ერესად შერაცხავენ. ასევე დაუპირისპირდება ქრისტიანული ეგრეგორი საშუალოზე მკვეთრად დაბალი ცნობიერების წარმომადგენელს, რომლის ცნობიერება ეგრეგორის ქსოვილზე დაბლა ვიბრირებს. მაგალითად ფუნდამენტალისტ, ან ტერორისტ ქრისტიანს, ქრისტიანების მასა დაუპირისპირდება, გარიყავს, ხოლო მის იდეებს ასევე ერესად შერაცხავს. მექანიზმი ასეთია. ეხლანდელი ეზოთერიკის მიმდევრებში ძალიან მოდაშია რელიგიური ეგრეგორებიდან გასვლის თემა. მათ ეს იმისთვის უნდათ, რომ საკუთარი ენერგია დაზოგონ და ეგრეგორებს არ „აჭამონ“. მათ არ ესმით, რომ სანამ მატერიალურ განზომილებაში არსებობენ, ისინი აუცილებლად იქნებიან ამა თუ იმ ეგრეგორში ჩაფლულნი. ეს მატერიალური სამყაროს ფიზიკაა ნატიფ დონეზე. თუ რელიგიური ეგრეგორიდან გამოხვალ, შეიძლება მიწიერი კატეგორიის ეგრეგორების ისეთი გავლენის ქვეშ მოექცე, რომ შენი სული უარესად დავარდება რხევებში. ეგრეგორებიდან თავის დაღწევა მხოლოდ „ამაღლებითაა“ შესაძლებელი. ამისთვის კი მონადამ მრავალსაუკუნოვანი ინკარნაციების გზა უნდა გაიაროს უფრო მაღალვიბრაციული და უფრო ვრცელი ეგრეგორების თანმიმდევრული დაკავებით, რომ მე-5/მე-6/მე-7 განზომილებამდე აწიოს ცნობიერება. რაც მთავარია, ეს გასვლა სულიერ ტრიადაში განსხეულების, ანუ მატერიალურ განზომილებაში ყოფნის დროს უნდა მოახერხო და არა სიკვდილის მერე, რადგან როგორც ადრე აგიხსენი სიკვდილის მერე სული იმ განზომილებას იკავებს რა დონეზეც ვიბრირებდა მისი ცნობიერება ცხოვრების განმავლობაში და იმ რეალობის მატერიალიზაციას ახდენს რისკენაც მიილტვის მისი სული. თუ მისი ცნობიერება სიცოხლეშივე არ ვიბრირებს სულიერი ტრიადის დონეზე, ის მანდ ვერ მოხვდება. ძალიან, ძალიან დიდი შეცდომაა, და მინდა ამას ხაზი გავუსვა - ძალიან არასწორი იმაზე ფიქრი, რომ მატერიალური ამაღლება სიკვდილის მერე ხდება. ამაღლება ადამიანის სიცოცხლეშივე უნდა მოხდეს! ამიტომ არის ასეთი საშიში ადამიანებისთვის იმის ჩანერგვა, რომ ისინი უსაშველოდ ცოდვილები არიან და ვერაფრის დიდებით და ვერსდროს მიაღწევენ განსხივოსნებას! ამჟამინდელ ქრისტიანობას სწორედ ეს დიდი ნაკლი აქვს, რადგან სინანულის პრაქტიკამ აქ ჰიპერტროფირება მოახდინა და დათრგუნა ადამიანში საკუთარი შესაძლებლობებში რწმენა.
ადამიანის მიზანი ეგრეგორებიდან თავის დაღწევა კი არ არის, არამედ თავისი „ცხოვრებისეული მისიის“ ფარგლებში მაქსიმალურად მაღალვიბრაციული ცნობიერების დაჭერაა! დავუშვათ სამხედრო სტრუქტურის ნაწილი ხარ, მაგალითად, ჯარისკაცი, მაშინ ნაკლებსაალბათოა რომ შენი ცნობიერება მისტიკურ მე-, მე-6 ან მე-7 დონეს მიაღწევს. შენ შენი საქმე, სამშობლოს ძალისმიერი დაცვა კარგად და პატიოსნად უნდა შეასრულო შენი რელიგიის ეგრეგორის ფარგლებში. ხოლო ის ადამიანები, ვის ცნობიერებასაც მე-5/მე-6/მე-7 განზომილებისთვის მიღწევის უნარი გააჩნიათ (რადგან წინა განსხეულებებში მოიპოვეს ამის უფლება) უნდა დაიჭირონ შენი, ჯარისკაცის რელიგიის ეგრეგორი უმაღლესი ვიბრაციის დონეზე, რომელიც თავისმხრივ შენს ცნობიერებას დაიჭერს. მათი პასუხისმგებლობა და „ცხოვრებისეული მისია“ სწორედ ეს იქნება და ისინი სწორედ ამისთვის აგებენ პასუხს.
რელიგიების სისტემა მოგეხსენება, ასე მუშაობს. იმისთვის რომ ეგრეგორების ზემოქმედებას გაცდე და მოვლენებზე დამოუკიდებელი კონტროლი მოიპოვო უნდა აამაღლო ცნობიერება მე-5 გაზომილებამდე მაინც. ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომელსაც მე გასწავლიდი, როდესაც გთხოვდი ცნობიერების აწევას ზედა ეთერულ სივრცემდე. ამ დროს თითქოს მოვლენებს „ზევიდან“ უყურებ და მათში ჩართული, მათი თანამონაწილე არ ხარ. ეს მდგომარეობა ყველა ნატიფმატერიალურ ეგრერგორზე მაღლა დგას. თუ ცნობიერებას მე-6 დონემედე აიმაღლებ შენზე არათუ ეგრეგორები, პლანეტარულ-ასტროლოგიური ენერგიებიც ვერ მოახდენენ გავლენას. მე-7 დონე პირველწყაროს სულის იპოსტასის წმინდა ცნობიერების მდგომარეობაა და უმაღლეს მდგომარეობას, ღმერთთან სრულ ერთობას გულისხმობს.
მიქაელი:
- ეხლა კი მინდა მეორე თემაზე გადავინაცვლოთ და სექტები და რელიგიური მიმდინარეობები განვიხილოთ. ეხლა, როდესაც კაცობრიობის ცნობიერება ამაღლების გზაზე დგას და კაცობრიობას, რომლის კოლექტიური ცნობიერება ინტელექტის განვითარების ეტაპზეა და არსებული ტრადიციული რელიგიების მიერ მოწოდებული ახსნებით ვეღარ კმაყოფილდება, სულ მეტი ფსევდო სულიერი მასწავლებელი და გურუ ჩნდება. თავი დავანებოთ ძალიან მდაბიო დესტრუქციულ სექტებს და ის ნაწილი განვიხილოთ რომელშიც რეალურად არსებობს საკრალური ცოდნა. ასეთი სექტების და მიმდინარეობების მოღვაწეობაში ის არის ღირშესანიშნავი, რომ მათ სწავლებებში ბევრი სიმართლეა. ამ სიმართლეს ადამიანები გულით გრძნობენ. ეს მათში ნდობას იწვევს და სიფრთხილის გრძნობას აბლაგვებს, რის შედეგად ამ სიმართლეს სიცრუის ელემენტებს ისე ოსტატურად ურევენ, რომ სექტის ადეპტი ვერაფერს ამჩნევს. ამ მიმდინარეობებს უმეტესწილად ქმნიან ის ძალები, რომლებიც ადამიანის ევოლუციას აფერხებენ. ზოგიერთის დავალება არის ჩვენი სახელით მოქმედება და ჩვენი რეპუტაციის შელახვა. ასეთი იყო მაგალითად უკრაინაში არსებული „თეთრი საძმოს“ სექტა. ასეთი სექტების ფუძემდებლები ხშირად თვითონ ვერ აცნობიერებენ, ვისი მანიპულაციის შედეგს წარმოადგენს მათი ასეთი თავბრუსდამხვევი წარმატება. არის სულიერი მიმდინარეობები, რომლებიც უფრო დახვეწილი მეთოდებით - ნატიფი ბგერებით და მენტალური კონსტრუქციებით ზემოქმედებენ ადამიანებზე. ეს უკვე კლასიკური მაგიის სფეროა, ოღონდ უფრო ღრმა და ბნელი მაგიის, ვიდრე ის სასიყვარულო შელოცვები და ყავის ჭიქებზე მკითხაობებია, რომელიც ასე უხვადაა გარშემო. გახსოვს, (იხ. „ქრისტეს ენერგია“), როდესაც შენ ლოცვის დროს ქრისტეს ენერგია რუსეთის ქვეყნის ეგრეგორს დაუერთე, შეერთების ადგილიდან ტალღა აგორდა და რაღაცეები დაანგრია. შენ მაშინ შეგეშინდა და ვერ მიხვდი რა გააკეთე, მაგრამ შენმა უმაღლესმა „მე“-მ იცოდა რაც მოხდა, რადგან შენი სულის მეხსიერება მაგიის ცოდნას ფლობს. ის რაც მაშინ დაინგრა, ხალხის მასის ცნობიერებაზე მოქმედი ბნელი მენტალური კონსტრუქციები იყო. ასეთ კონსტრუქციებს უდიდესი ზემოქმედების უნარი აქვს.
მე ჩემი უსიამოვნო შეგრძნებები გამახსენდა, როდესაც ინტერნეტში სხვადასხვა სექტების და მიმდინარეობების წიგნებს და სწავლებებს ვეცნობოდი. თითქოს ჩემი სული ბნელში ეშვებოდა და შემდეგ დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა რომ ამ დაბალვიბრაციული ველებიდან ამოვსულიყავი.
მიქაელი:
-მე ასეთ ჩასვლა-ამოსვლებისთვის სპეციალურად მოგამზადე. ეს მომზადება ჯერ კიდევ შენი დედამიწაზე დაბადებამდე დაიწყო. მერე კი მთელი ეს წლები, თითქმის მთელი შენი ცხოვრება დაწყებული დემონებთან შებრძოლებებით და დამთავრებული მენტალური კონსტრუქციების შექმნით და ჩემამდე ცნობიერების ამაღლებით, ამ მიზანს ემსახურებოდა. იმას, რომ ბნელ შრეებში ჩასვლა და ამოსვლა შეგეძლოს. შენს სიზმრებში უამრავ ვარიაციებს ვქმნიდი და შენს სუსტ წერტილებს ვტესტავდი, რომ ასეთმა „ჩასვლებმა“ სული არ მოგიწამლონ. მე გასწავლე ნატიფი სამყაროების კანონები, ფიქრის ძალით ნატიფი მატერიით მანიპულირება, ეგრეგორების სიტემაში ლოცვის ენერგიის გამოყენება და საკუთარი სულის სინათლის გამოსხივება; დემონური არსებების და ვიბრაციების დადგენა, განდევნა და აღდგენა სხვადასხვა მეთოდებით; ეთერულ სივრცემდე ცნობიერების ამაღლება და ბოლოს მზემდე მისი აწევა. მე გასწავლე რას ნიშნავს იგრძნო საკუთარი მე-5, მე-6 და მე-7 სულიერი შრეები და რას ნიშნავს ზედა განზომილებებში ყოფნის შეგრძნებები. ის, რასაც შენ აკეთებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე შენი „თვალებით“ ვხედავ და შენი ცნობიერებით ვგებულობ იმას რაც ჩემთვის დაფარულია დაშორებულობის გამო.
- Штирлиц нервно курит... - გამეფიქრა ჩემთვის ღიმილით.
მან იგრძნო ჩემი დაღლილობა და მისი სითბო მომეხვია.
- დაისვენე. მერეც შეგიძლია წერა განაგრძო, რადგან შენს მენტალურ ველში უკვე ყველაფერი ჩაწერილია...
მისი სიახლოვე ვიგრძენი ძალიან მძაფრად და დამენანა რომ სულიერი თვალი არ მაქვს საკმარისად გახსნილი, რომ მისი ნატიფი სხეული დავინახო.
- შენ ყოველთვის გაინტერესებდა რომელი განზომილების არსება ვარ მე, მაგრამ სანამ ამის გაგებას შეძლებდი, იქამდე ბევრი რამე უნდა შეგესწავლა და გაგეაზრა საკუთარი შეგრძნებების მაგალითზე. ჩემი ცნობიერება ძირითადად მე-6 დონეზე ვიბრირებს, რომელიც უმაღლეს მანასს, ანუ სხვა სიტყვებით ქრისტესეულ ცნობიერებას წარმოადგენს. ამ დონეზე ცოცხალ არსებებს უდიდესი ერთობის განცდა აქვთ თავისი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ სულებთან, სხვა სიტყვებით თავის ოჯახთან. ჩემთვის ეს მე და ჩემი ანგელოზთა ლეგიონია. ჩვენ ერთ მთლიან ორგანიზმს ვქმნით, რომელიც რაღაცით ფუტკრების სკას ან ჭიანჭველების შეთანხმებულ საზოგადოებას შეიძლება შეადარო. აქ მონადებს გააჩნიათ, მაგრამ მაინც შედარებით წაშლილი აქვთ ინდივიდუალობის შეგრძნება სხვებთან სიყვარულით ერთობის განცდაში. როდესაც შენ ჩემამდე ცნობიერებას წევ, მე გაერთიანებ შენ ჩემს მანასში. ეს ჩემს მე-6 განზომილების ცნობიერებასთან შერწყმაა... შენ ჩემი ნაწილი ხდები, ხოლო მე შენი... ოქროსფერი ნაკადების შეგრძნება და ინდივიდუალური „მე“-ს დაკარგვის განცდა კი ჩემი მე-7 ასპექტით ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმაა. მაგრამ მე მე-5 განზომილებაშიც მაქვს სხეული, რომელიც უფრო ინდივიდუალურია. მას თავისი „გარეგნობა“ აქვს და თავისი კაუზალური ანუ კარმული რეინკარნაციების ისტორია, რომელიც ძირითადად არა დედამიწასთან, არამედ მზესთან და ცეცხლოვანი ბუნების პლანეტებთანაა დაკავშირებული. ესაა ჩემი მშობლიური ციური სხეული. ასევე ჩემი ცნობიერების ნაწილი მუდმივად იმყოფება მე-7 იპოსტასში, სადაც ღმერთთან ერთობის მუდმივ ნეტარებას განიცდის. ეს არასრული ინტენსივობით ხდება, რადგან ჩემი სული ფრაგმენტირებულია როგორც ხედავ უფრო დაბალ განზომილებებში, მაგრამ მე ღმერთს ისევე მუდმივად ვგრძნობ, როგორც შენ შემიგრძნობ მე და როგორც მისი ცნობიერების ნაწილი, მის ნებას ვატარებ... მაგრამ როდესაც შენამდე ჩამოსვლა მიწევს, მე ნატიფმატერიალურ სხეულს ვიძენ, რომელსაც შენ შეიძლება ყოველთვის ვერ ხედავ, მაგრამ ის მე-4 განზომილების ზედა შრეშია და ახლა შენს გვერდით დგას შენი სახლის შენს ოთახში...