გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

მზის იერარქიის ღვთაებრივი და დაცემული სულები

 

2019 წელი. 19 მარტი. მზის იერარქიის ღვთაებრივი და დაცემული სულები

ღამით დავიძინე უსიამოვნო შეგრძნებით, რომ დღის განმავლობაში სულ მეძინებოდა და ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე მიქაელთან დაკავშირება. ბოლო პერიოდში ჩემი გონება უკიდურესი დაძაბულობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ფიზიკური სხეული აშკარად დასვენებას მთხოვდა.

როცა ცობიერებას ვწევდი, თითქოს იქ არავინ მხვდებოდა. ეხლაც შევედი ძილ-ღვიძლს შორის მდგომარეობაში, ცნობიერება ავწიე, მაგრამ მიქაელის თანამყოფობა ვერ შევიგრძენი. მას ფიქრებით მივმართე და ნაცნობ მდგომარეობას წავაწყდი, როდესაც შენ და პიროვნებას შორის თითქოს უხილავი კედელია აღმართული, რომელიც მისკენ მიმართულ ფიქრებსა თუ გრძნობებს უკან გიბრუნებს. წამიერად შფოთვამ ამიტანა, მაგრამ ვიგრძენი, რომ შფოთვა ჩამიქრეს და მაგრძნობინეს, რომ ჩემში არაა საქმე. მე ფიქრებით „ამაღლებულ სულს“ მივმართე, მაგრამ მისი თანამყოფობაც რატომღაც მხოლოდ ბუნდოვნად შევიგრძენი. ამ სიტუაციამ კიდევ უფრო დამძაბა და ჩემს მასწავლებელს, იესოს მოვუხმე. ამჯერად პასუხი მაშინვე მოვიდა და მისი ინდივიდუალობა ძალიან ცხადად ვიგრძენი. დაბნეულობა სიხარულმა შეცვალა. ვიცოდი, რომ უბრალოდ არ მოსულიყო...

მე:
- რატომ ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რომ თქვენ ღამით აზრებს მიგზავნით, მე კონსპექტივით მაშინვე ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს, მაგრამ დღისით, როდესაც საწერად ვჯდები, თითქოს რაღაც მაჩერებს, გონება მებინდება და მეძინება, აზრს ვერ ვაყალიბებ და იძულებული ვარ წერა შევწყვიტო? უკვე რამდენჯერმე მოხდა ასე...

იესო:
- არა. ჩვენ გვირჩევნია, რომ ჯერ ზუსტად აიღო ის ინფორმაცია რასაც გიგზავნით, თუნდაც ამაზე დღეები წავიდეს, ვიდრე, რაღაც არასწორედ გაიაზრო და შეგეშალოს, რადგან ძალიან მნიშვნელოვან თემას მივადექით და ვგრძნობთ რომ ყველაფერში ვერ ერკვევი. თუ შეცდომა დაუშვი მერე იმის მოძებნა და შესწორება შენ თვითონ იცი, როგორი ძნელია.

მე გამახსენდა, რომ წარსულ ჩანაწერებში მიქაელი გამუდმებით მაბრუნებდა ორ კონკრეტულ დღესთან, რომ შეცდომა მეპოვა. ამისთვის ტექსტის ეს ნაწილი წინა და მომდევნო ტექსტებთან ერთად უნდა მეკითხა, სანამ ვიბრაციებში დისონანს არ შევამჩნევდი, დაახლოებით როგორც მუსიკალურ ნაწარმოებში ყალბ ნოტას. როგორც წესი უბრალოდ ზედმეტი აზრის ამოღება მჭირდებოდა, რომელიც როგორც ჩანს ჩემი ინიციატივით დავამატე ისე, რომ ვერ შევამჩნიე. ეს, მათგან ნაკარნახები წიგნი რაღაცნაირ უხილავ ვიბრაციულ სტრუქტურას/კომპონენტს შეიცავს, რომელიც მკითხველის ცნობიერებაზე ზემოქმედებს და ამ სტრუქტურაში დისონანსის შეტანა არ შეიძლება. რადგან ტექსტის შინარსობრივ/აზრობრივ კომპონენტს ღამის განმავლობაში ვიღებ, უკვე დაწერილის შესწორებისას ამ აზრებს ხელახლა ვეღარ მიგზავნიან, რადგან ის „ინფორმაციული დასხივება“ მეორეჯერ ვერ განმეორდება, ის ინფორმაციული ტალღა უკვე წარსულშია. ეს ძნელი ასახსნელია, და კიდევ უფრო ძნელი ასახსნელია, რატომ ხდება ასე, მაშინ როცა ჩვენ სამყაროში აზრი შეიძლება სიტყვიერად იმდენჯერ გადმოსცე, იმდენჯერ გაიმეორო, სანამ არ მოგბეზრდება. მაგრამ ეს ასეა და მე მშვენივრად მივხვდი, რას გულისხმობდა იესო...

იესო:
- მინდა რომ ჩემთან ერთად გააგრძელო ის, რაზეც გუშინ გაჩერდით... როგორც მიხვდი, იყო ისტორიის პერიოდი, როდესაც დაიწყო დაპირისპირება „ღმერთებს“ შორის, რომლებიც ძირითადად მე-5 განზომილების, ანუ უფრო დაბალი რანგის, უფრო „გაადამიანებულ“ არსებებს წარმოადგენდნენ. დაპირისპირება სულიერი განშტოების ცეცხლოვან იერარქიას და სხვა „ღმერთებს“ შორის გამოიხატა სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმოქმნაში, რომლებშიც ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეები ერთმანეთის დემონიზაციას ახდენდნენ. ეს კარგად ჩანს ვედების, ავესტას (ზოროასტერელების წმინდა წიგნი) და ბიბლიის შედარებისას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არსებებს სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში და სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვა სახელები შეიძლება ჰქონოდათ. თუ ვედებში ასურები დემონები არიან, ხოლო დევები ღმერთები, ავესტაში პირიქით მთავარი ასურა ანუ ახურა მაზდა სინათლის და სიბრძნის ღმერთია, შემოქმედი ღმერთის მთავარი იპოსტასი, ხოლო დევები დემონური არსებები. ანალოგიურად, თუ ავესტაში ინდრა დემონური არსებაა, ვედებში ის „ღმერთია“...

მე:
- ქართულ მითოლოგიაშიც სიტყვა დევი დემონურ არსებას ნიშნავს... და აი ასეთ აზრს წავაწყდი ინტერნეტში ზოროასტრელების საიტზე, როდესაც ამ მოსაზრებაზე ინფორმაციას ვეძებდი:

„Indra might have acquired some of the superb qualities of the older ásura, ahûrá cult during the Vedic period. However, he is a demon in essence because of his lust for blood sacrifice. For a true god-being never asks for the killing of innocent animals or other acts of ritual cruelty and sadism.

In Zoroastrianism, godhood is “virtue, excellence, goodness, triumph of spirit and boundless creativity.”
God-beings are NOT tyrannical, sadistic, spiteful, gloomy and arrogant autocrats. If so they are demons.

To be God means to be “good, mindful, wondrous, auspicious and bright.” And that is why devás such as Indra are not gods but demons, because they lack “mindfulness and virtue.

Indra’s special animal symbol was the bull and his name is mentioned during the midday oblation in the Agnishtoma and other sóma rites.“

მე:
-იმ აზრს, რომ ღმერთს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არ უნდა სჭირდებოდეს, მეც შინაგანად ვეთანხმები.

იესო:
-მზის ანუ ცეცხლოვან შტოს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა მონოთეიზმის შემოტანის, რომ „დაცემული ღმერთების“/არქონტების თაყვანისცემის ჩაკეტილი წრიდან გამოეყვანა ადამიანები. არქონტების ერთ-ერთ მახედ ეგვიპტის ცივილიზაციაც იქცა. მაგრამ, გაიხსენე ექნატონი და ატონის ანუ მზის ღმერთის თაყვანისცემის მონოთეისტური კულტი, რომელიც უცხო სხეულივით შემოიჭრა ეგვიპტელების მრავალსაუკუნოვან პოლითეისტურ ტრადიციაში. ეს მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდა, რადგან სიტუაცია გადაძალა ძველმა მსოფლმხედველობამ და ძველი ქურუმების ავტორიტეტმა.

ინტერნეტიდან:
„Если вы думаете, что в Древнем Египте на протяжении всей его истории существовал политеизм, мне есть, чем вас удивить. Точнее не мне, а фараону эпохи Нового царства, правившему в XIV-м в. до н.э., при рождении получившему имя Аменхотепа IV. Именно он попытался впервые в истории ввести монотеизм (то есть веру в одного бога) вместо традиционного египетского политеизма. И поддерживала его в этом его красавица-жена царица Нефертити.

Начать, однако, следует с того, что в Египте всегда особенно почитался бог Солнца, и было у него множество ипостасей: Ра, Амон, Атум и другие. Фараон же отождествлялся с солнечным богом или считался его сыном.

Аменхотеп IV задумал провести настоящую религиозную реформу, которую очень хорошо предварительно подготовил. Во-первых, он выдвинул на первый план почитание древнего солнечного бога Атона. Фараон верил, что Атон в одиночку создал весь мир, что он властен над всеми народами, но любимцы его — египтяне. Сам же фараон — сын Атона, и вся его семья, как и царь, излучает божественный свет.

Аменхотеп IV ввел новый иероглиф — солнечный диск с протянутыми к земле лучами, на концах которых были ладони. Этот иероглиф значит «Атон». Сам фараон, вся его семья (включая царицу Нефертити) и приближенные изменили свои имена. Фараон взял имя Эхнатон — то есть «угодный Атону». Более того, Эхнатон построил новую столицу — город Ахет-Атон и переехал туда вместе с семьей из Фив, которые считались городом Амона. В Ахет-Атоне в честь Атона был выстроен огромный великолепный храм, и буквально создан новый класс жрецов Атона.“

იესო:

- რატომ მოხდა „ღმერთების“ დაცემა და მათი დეგრადაცია მიქაელმა უკვე აგიხსნა. მიწიერ, ანუ მატერიალიურ ვიბრაციებთან სიახლოვემ, დედამიწაზე განსხეულებების გამოცდილებამ, ძალაუფლებისა და მატერიალურ განზომილებაში ყოვლისშემძლეობამ და ამ განზომილებასთან ზედმეტად სიახლოვემ დააგდო მათი სულიერი სიხშირეები. ისინი საკუთარმა ეგომ გადაძალა. ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც მე მამას ვუწოდებდი არ არის რომელიმე მათგანი, არამედ ღმერთის უმაღლესი იპოსტასია, რომელიც დედამიწაზე პლანეტარულ ლოგოსში ვლინდება... ჭეშმარიტი სამყაროს ჭეშმარიტი შემოქმედი... არქონტებს, თავიანთი უმაღლესი იეარარქიით, მართლაც შეიძლება უწოდო ცრუ-დემიურგი, ანუ გნოსტიკოსების იალდაბაოფი... მაგრამ მოვა დრო და „მამას“ „შვილი“ ისევ დაამარცხებს, ოღონდ ღმერთების ის ახალი თაობა, რომელიც წინას ჩაანაცვლებს უკვე თქვენ იქნებით და დადგება ახალი ჟამი და „ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგება“ (იოანეს გამოცხადება. თავი 21.1)... მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ „დაცემულებთან“ ბრძოლა არ არის საჭირო. სულ ერთია რომელი იერარქიული შტოდან მოხდა ეს „დაცემა“. ხომ გახსოვს რა გასწავლა მიქაელმა, ბრძოლის ველი თქვენი საკუთარი სულებია, ხოლო ყველა არსება, თვით დემონურიც კი ადრე თუ გვიან დაბრუნდება იქ საიდანაც მოვიდა - ღმერთში!

მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

...ცეცხლოვანმა იერარქიამ ბევრი მსხვერპლი გაიღო. მათი მისია ყოველთვის სინათლის ჩამოტანა იყო. ისინი სობრძნეს და საღმრთო ნათელს ავრცელებდნენ, რადგან ფიზიკური და სულიერი ცოდნის გარეშე კაცობრიობა ვერასდროს ვერ შექმნიდა ისეთ საზოგადოებას, რომელიც მას განღმრთობამდე მიიყვანდა. ღვთის და ნათლის ძეები ამ შტოდან არაერთხელ მოდიოდნენ განსხეულებაში, რაც მათგან დიდ თავდადებას და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას მოითხოვდა, რადგან მათი მიწიერი ხვედრი ყოველთვის მძიმე და დიდ რისკებთან დაკავშირებული იყო. სამწუხაროდ ბევრი მათგანი ვეღარ დაბრუნდა შინ და თვითონ მოხვდა მატერიის ილუზიის ხაფანგში. დედამიწის რეალობაში განსხეულება საშიშია, ხოლო ანგელოზების ვარდნა ძალიან მძიმე, რადგან მათი ცნობიერება თუ დაეცა, ის შეიძლება მინერალების ან სტიქიების დონეზეც კი ჩამოვარდეს, რის გამოც შემდეგ ინკარნაციაში უბრწყინვალესი ანგელოზის მაგივრად მიწის ან წყლის სტიქიებთან დაკავშირებულ ბუნების სულს მიიღებ. ამაზეა სწორედ განდხარვების ისტორია, რომელთა მისია დედამიწაზე ცოდნის ჩამოტანა და ეგრეგორებით სიხშირეების წამოწევა იყო. სწორედ მათზეა საუბარი, ბიბლიაში სადაც ნათქვამია сыны Божии стали входить к дочерям человеческим.

მე:
- როგორც წავიკითხე, მათი ქორწინება მიწიერ ქალებთან მხოლოდ ორმხრივ თანხმობას ეფუძნებოდა და მშობლების ნებართვას არ საჭიროებდა. სწორედ ამიტომ ინდოეთში ასეთი ტიპის ქორწინებას, ანუ მშობლების ნებართვის გარეშე კავშირს „განდხარვის“ ტიპის ქორწინება ჰქვია.

იესო:
- ამის მიზეზი ისაა, რომ რამდენადაც დედამიწაზე ადამიანების საზოგადოებას უამრავი კანონი არეგულირებს, სულიერი სამყაროს შვილებს მხოლოდ ერთი კანონი მართავს - სულიერი მიზიდულობა! ამ სამყაროებში სულები ერთგვარ კლასტერებად ერთიანდებიან სულიერი მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე, რომელიც მათი ერთობით გარკვეულ ჰარმონიულ სტრუქტურას ქმნის. ეს სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა პრინციპებით, მაგრამ მარტივად რომ მიხვდე, მიქაელი და მისი „ჯარი“ წარმოადგენენ სულების კლასტერს, რომლებიც თვითორგანიზდნენ ასეთი სახით საერთო ვიბრაციის არსებობის და ურთიერთშევსების პრინციპით. ეს კლასტერი ჰარმონიულ სტრუქტურას ქმნის, რომელიც მუსიკალურ ნაწარმოებს შეიძლება შეადარო, სადაც თითოეული ნოტა ინდივიდუალურია, მაგრამ ერთად ეს ნოტები უდიადეს სიმფონიას ქმნიან. ამ სამყაროებში დუალური კლასტერებიც იქმნება, რომელიც ადამიანებში მამაკაცის და ქალის ერთობის ანალოგიურია, და ეს კავშირიც მხოლოდ სულიერი მიზიდულობით, ურთიერთშევსების გზითა და უფრო სრულყოფილი, მეტად ჰარმონიული სტრუქტურის მისაღებად ხორციელდება... განდხარვებს ზეციერ მუსიკოსებსაც უწოდებდნენ, რადგან ის სფერო, საიდანაც ისინი მოვიდნენ, სწორედ მაღალი ჰარმონიის სფეროა, ხოლო დედამიწაზე ჰარმონიის გამოხატვის ყველაზე კარგი საშუალება ხელოვნება და მუსიკაა. მათ თავიანთი თვისებები მატერიალურ რეალობაში გადაიტანეს, სადაც ყველაზე ძლიერი ურთიერთკავშირი სწორედ საპირისპირო სქესთა შორის კავშირია და თავისდაუნებურად მხოლოდ სულიერი მიზიდულობის კანონით იხელმძღვანელეს. მაგრამ შუალედური სამყაროები, თავადაც იცი როგორი მატყუარაა. თქვენ სამყაროში, რომელიც „უკუღმაა“ თავისი გამოვლინებებით, სულიერი კანონების პირდაპირ გადმოტანა არ შეიძლებოდა, რადგან მატერიის ილუზია ძალიან ძლიერია.

მე:
- განდხარვებს მეომრებადაც წარმოსახავდნენ, რომლებსაც ნაგებთან (ადამიანი-გველი) ჰქონდათ დაპირისპირება... როგორც ჩანს გველეშაპთან ბრძოლის არქეტიპიც იქიდან მოდის და ცეცხლოვან იერარქიასთანაა კავშირში...

იესო:
- და ბოლოს, კითხვა მინდა დაგისვა, რომელიც დიდი ხანია მინდოდა მეკითხა, თუმცა კი ვიცი მასზე პასუხი, რადგან შენს სულს ვხედავ... - მას გაეღიმა, - რას გრძნობ, როდესაც ბიბლიის ძველ აღთქმას კითხულობ? განსაკუთრებით მოსეს კანონებს?

მე მივხვდი, რომ ის მოსეს რჯულს გულისხმობდა, არა 10 მცნებას, არამედ იმ დეტალურ კანონებს, რომლებიც ცხოველების გაუთავებელ მსხვერპლშეწირვებს და ადამიანების სხადასხვა დანაშაულისთვის ჩაქოლვებს ითხოვდნენ. ამის გახსენებაზე ჩემ თვალწინ ისევ სისხლის მდინარეები წამოვიდა.

- მტრულ ვიბრაციას... - ვუპასუხე მე და ისევ მომინდა ჰერმეტიკოსის ფორმულის წარმოთქმა, - „ვაფიქსირებ დაბალ ვიბრაციებს“...

იესო:
- ქრისტიანების ბიბლიის ძველი აღქთმა არის ძლიერ რედაქტირებული და სხვადასხვა წყაროებიდან შედგენილი კომპილაცია. ღმერთი, რომელსაც მე მამას ვუწოდებდი და ძველი აღთქმის ღმერთი ხშირ შემთხვევაში (!) არ არის ერთი და იგივე ინდივიდუალობა. შენ ამას უკვე დიდი ხანია მიხვდი... ამას ბევრი ღვთისმეტყველი და სასულიერო პირი გრძნობდა, მაგრამ ეკლესიური დოგმატიკის გადაძალვა არ აღმოჩნდა მარტივი, რომ ეს აზრი პირდაპირ და თამამად გამოთქმულიყო. სწორედ ამიტომ არ გვინდოდა მე და მიქაელს, რომ შენ ზედმეტად მჭიდრო კავშირი გქონოდა ეკლესიასთან..

მე მძიმე გრძნობა მომაწვა..
- ადამიანები თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენ იმაზე რომ ღმერთი ერთია და სხვადასხვა რელიგიებში უბრალოდ სხვადსხავა სახით, სხვადასხვა ინტერპრეტაციითა და სხვადასხვა სახელებით ერთი და იგივე ღმერთზეა საუბარი. ამ აზრმა შედარებითი სიმშვიდე მოიტანა არარადიკალურად განწყობილ მორწმუნეებში და შეასუსტა რელიგიური დაპირისპირება. მაგრამ როგორც ვხედავ ეს აზრი მცდარია და ეს უნდა ითქვას...

იესო:
- როცა ადამიანი ვიბრაციების შეგრძნებას სწავლობს, მას ვერავინ და ვერაფერი შეიყვანს შეცდომაში, რადგან ვიბრაციული ფონი ყველაფერს აქვს დაწყებული ადამიანით და მათ მიერ დაწერილი წიგნებით და დამთავრებული ნივთებით... გულით გარჩევადობას ვერაფერი აღუდგება წინ. დრო უკვე შეიცვალა. ის რაც იყო ვეღარასდროს დაბრუნდება და ვერასდროს განმეორდება.

მე ჩავფიქრდი. ჩემმა მზერამ გარეთ, ახლადაყვავებული ნუშის ხეებისკენ გადაინაცვლა, მაგრამ მათ ნაცვლად ჩემ წინ ჟამთა სვლა ამოძრავდა როგორც ერთმანეთის მონაცვლე კადრები... მე დავინახე მომავალი... დავინახე, როგორ იფიტებიან და კარგავენ ძალას ტრადიციული დოგმატური რელიგიური სტრუქტურები და ვერაფერია რაც მათ ძველ დიდებას და ძალაუფლებას დაუბრუნებს, რადგან აღარაა ის ენერგია, რომელსაც ეს სტრუქტურები ეჭირა... აღარაა დაშინება და რელიგიური აგრესია, შუღლი და დაპირისპირება, ოქროში და სიმდიდრეში შენიღბული ფსევდო-სულიერება. ჭეშმარიტება გამოდის ზედაპირზე, ხოლო ღმერთთან კავშირი იქ ბრუნდება სადაც ყოველთვის უნდა ყოფილიყო - ადამიანების გულებში! ახალი დრო უკვე მოსულია, მაგრამ ის ჯერ არ ჩანს, როგორც ნუშის ყვავილებში და პატარა დაბერილ კვირტებში არ ჩანს მათში ჩასახული მომავალი ყლორტები, რომლებიც შიშველი ხისგან დიდებულ გამწვანებულ და ნაყოფმოსხმულ ვარჯს შექმნიან.

 

ინტერნეტპოსტებიდან:

ღმერთი, გველი, ადამი, ევა და ვაშლი

ნაწილი 1-ლი.

და აი მივადექით ადამს, ევას, გველს და ავად სახსენებელ ვაშლს! ამ ისტორიის ინტერპრეტაცია და შესაბამისად ის ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან, რომელსაც ამ პოსტს მოვაყოლებ მეორე ნაწილში, არის ჩემი „გაჭედვის“ ადგილი. ამ ადგილთან მიქაელმა ასჯერ დამაბრუნა, რადგან როგორც მაგრძნობინებდა რაღაც ინფორმაცია გავამრუდე ან ვერ გავიგე. ეს ადგილი ასჯერ გადავიკითხე და ვერ ვიპოვე „გამრუდების ადგილი“. ძალიან გავწვალდი და ბოლოს მთელი ფრაგმენტები უბრალოდ წავშალე. მაგრამ მერე მივხვდი, რომ არც ეს იყო გამოსავალი და წაშლილი ფრაგმენტები უკან დავაბრუნე. მაშინ, როცა ამ ინფორმაციას ვიწერდი, ბევრი რამე, რაც მერე გახდა ჩემთვის ცნობილი, არ ვიცოდი და სტანდარტულად, ბიბლიური სტერეოტიპებით ვცდილობდი მიქაელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემას. მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ჩემ ნაწერში გამრუდება იყო არა ჩემ მიერ დაწერილ ტექსტში, არამედ ბიბლიურ ტექსტში, რომელსაც განვიხილავდით და რომელზეც მაშინ აზრადაც ვერ გავივლე, რომ შეიძლება მცდარი ყოფილიყო! ჩვენთვის ხომ ბიბლია წმინდა წიგნია და უცდომელი ინფორმაციაა. სინამდვილეში ეს არის ძალიან ძველი თქმულებები, რომელიბიც მრავალსაუკუნოვანი ჯერ ზეპირი და შემდეგ მრავალჯერად გადაწერილი გადმოცემებით გადასხვაფერდა და აზრი იცვალა. მისგან ფაქტიურად შეუძლებელია პირვანდელი იდეის ადექვატურად აღდგენა. მაგრამ მე მაინც შევეცდები, რადგან ბაზალური მოცემულობები უკვე ვიცი. საუბარია ბიბლიის იმ ფრაგმენტზე, სადაც ადამი და ევა ცოდვაში ეცემიან და ღმერთი მათ სამოთხიდან დევნის. ასევე ღმერთის სიტყვებზე, რომ ისინი, იმიტომ იდევნებიან, რომ მათნაირი (ღმერთისნაირი) არ გახდნენ და უკვდავება არ მოიპოვონ, მას მერე რაც სიკეთე და ბოროტება შეიცნეს. ეს სიტყვები ადამიანებში განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს.

3.21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.

3.22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.

3.23 და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.

3.24 და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.

ამ ფრაგმენტში არეულია რამდენიმე ისტორია და სხვადასხვა სულიერი ძალებია ერთ არსებად ანუ „ღმერთად“ მოხსენიებული. ჯერ ღმერთი მხოლობით რიცხვშია ნახსენები, ხოლო შემდეგ, საკუთარ თავზე მრავლობითში ლაპარაკობს: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი...“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

როგორც მიქაელმა შემდგომ ამიხსნა, როდესაც სიცოცხლის ხის სრული სტრუქტურა დამანახა, მატერიის ევოლუცია მიმდინარეობს სულის ინვოლუციით (ანუ დევოლუციით, ანუ უკუევოლუციით). სხვა სიტყვებით, ხდება სულის „ჩაშვება“ მატერიაში და შემდგომ „მატერიის“ ამოწევა, ანუ განღმრთობა სულის მეშვეობით. ეს რთული სქემაა, რომელიც შეძლებისდამაგვარად დავხატე, და თან ვურთავ ფოტოს სახით. სხვა სიტყვებით, როდესაც დედამიწაზე პლანეტის ფორმირების პროცესში ჩამოყალიბდა გეოლოგია (შესაბამისად ფიზიკური ველი), „მცენარეები“ (ეთერული ველი), და „ცხოველები“ (ასტრალური ველი), დრო დადგა „ადამიანის“ (მენტალური ველის) შექმნისთვის. ამისთვის ცხოველურ გარდამავალ ფორმას (პირველყოფილ ადამიანს) უნდა მიეღო ადამიანის სული, რომელიც იქამდე უხილავად არსებობდა პლანეტის ნატიფ ველებში და მასთან ერთად გადიოდა ევოლუციურ ეტაპებს ოღონდ უკუმიმართულებით (ინვოლუციის მიმართულებით). ანუ ჯერ კაცობრიობა იმყოფებოდა სულიერ ტრიადაში (სურვილი/იდეის სახით, ჩვენთვის გაუგებარ აბსოლუტურ ფორმაში), შემდეგ მენტალურ ველში, ოღონდ არა პლანეტის მენტალურ ველში, რომელიც ჯერ არ იყო ფორმირებული, არამედ უფრო გლობალურ წარმონაქმნში - კოსმოსურ ანუ მზის სისტემის მენტალში. ამას ღმერთის მენტალიც რომ უწოდო, არ იქნება უზუსტობა. ამ დროს კაცობრიობა, პირდაპირი მნიშვნელობით ღმერთის ცნობიერებაში (ედემში) იმყოფებოდა. შემდეგ, როდესაც პლანეტა „მცენარეების“ ეპოქაში გადავიდა, სულიერი კაცობრიობის ცივილიზაცია ჩამოქვეითდა უფრო დაბალვიბრაციულ, ანუ ასტრალურ ზონაში. მაშინ ადამიანები ასტრალურ გიგანტებს წარმოადგენდნენ. ეს ჯერ კიდევ „ედემში ყოფნის“ პერიოდი იყო, როდესაც ადამიანებს, როგორც ეხლა ცხოველებს, ღმერთის კოლექტიური გონი მართავდა. მათ არ გააჩნდათ ინდივიდუალური ნება. როდესაც პლანეტამ ინდივიდუალური ასტრალური ველი შეიძინა „ცხოველების“ კატეგორიის ევოლუციით, ადამიანთა სულები კიდევ უფრო ჩაეშვნენ მატერიაში და ეთერული გიგანტების რასა შექმნეს. ესეც ნახევრადცნობიერი ცივილიზაცია იყო, რომელიც კოლექტიური საღმრთო გონით იმართებოდა, მაგრამ უკვე მეტად გამოკვეთილ ჰუმანიოდურ ენერგეტიკურ სხეულებს ფლობდა. ისინი მაშინდელი პლანეტის ფიზიკური განზომილებისთვის (ეხლანდელი „თვალით“) უხილავი არსებები იყვნენ. და მხოლოდ როცა დინოზავრების ეპოქასთან ერთად ასტრალური ინდივიდუალური ველის ფორმირება დასრულდა, პრიმატების გარდამავალმა ფორმამ მიიღო ადამიანთა სულები, რომლებმაც ყველაზე უხეში სხეული - ფიზიკური სხეული შეიძინეს. ანუ მათ შეივსეს ოთხივე ინდივიდუალური სხეული, მენტალური, ემოციური, ეთერული და ფიზიკური. მხოლოდ ფიზიკური ფორმა იყო ჯერ კიდევ ცხოველური, ამიტომ ასეთი ჩაშვება მატერიაში იყო ყველაზე დიდი მოწყვეტა სულიერი სფეროდან, ყველაზე დიდი ვარდნა ვიბრაციებში. ამ მომენტიდან იწყება ადამიანთა სულების ინდივიდუალური (და არა ღმერთთან ცნობიერბაში შერწყმული) ევოლუცია, რომლის დროსაც მენტალურ განვითარებასთან ერთად უნდა განვითარდეს და განეღმრთოს უფრო დაბალი სხეულები და ფიზიკური სხეულიც. ადამიანი უკვე როგორც ინდივიდუალური ნების, დამოუკიდებელი არსება უნდა დაბრუნდეს ღმერთში.

ამ სურათს გლობალურად რომ შევხედოთ დავინახავთ საბაზისო მოტივს, რომელიც მთელ ამ პროცესებს წითელ ხაზად გასდევს: „სული უნდა ჩაეშვას მატერიაში, ხოლო შემდეგ დაბრუნდეს უკან ღმერთში და თან წამოიყოლოს ანუ განაღმრთოს მატერია“. ამ პროცესს ჩვენ ისედაც ვხედავთ ადამიანის ანტროპოგენეზში. ვხედავთ, როგორ განვითარდა პირველყოფილი, ცხოველური ადამიანიდან თანამედროვე ადამიანი, როგორ დაიხვეწა და განატიფდა მისი სხეული და სახის ნაკვთები, დაიხვეწა ინტელექტი. საქმე იმაშია, რომ მთელი ეს პროცესები, ინდივიდუალური მენტალის შეძენა (სიბრძნის ხის ნაყოფის მიღება), სამოთხიდან განდევნა (მატერიაში სულის ჩაშვება) და ფიზიკური სხეულის შეძენა (ტყავის სამოსელით შემოსვა) ბუნებრივი ევოლუციური პროცესებია, რომელიც ასეც უნდა მომხდარიყო. გველი, რომელმაც ევა აცდუნა, ასევე სიბრძნის ანუ მენტალური სხეულის შეძენის სიმბოლოა. ხოდა, აი ახლა ვადგებით იმ სიმბოლოებს, რომელებიც ძალიან ძლიერად იყო გაუკუღმართებული სწორედ იმ ძალების მიერ, რომლებმაც თქვეს: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე“. სანამ ამ ფრაზას დავუბრუნდები და ავხსნი ვინ არიან „ისინი“, ვისაც არ უნდოდა, რომ ადამი და ევა მათნაირი გამხდარიყვნენ და უკვდავების ხის ნაყოფს ზიარებოდნენ, ჯერ „გველზე“ გავჩერდები.

როგორც დავინახეთ პლანეტაზე მიმდინარეობდა ორი პარალელური პროცესი: 1. მატერიის ევოლუცია მეტი და მეტი დიფერენცირებით, ანუ უფრო და უფრო მაღალი ცნობიერების არსებების შექმნით (ანუ გეოლოგიიდან ადამიანამდე). ამ პროცესს მიქაელმა შემდგომში უწოდა „გეას“ ევოლუცია „ადამიანამდე“. და 2. პროცესი: სულის ინვოლუცია ანუ უკევოლუცია ასევე მეტი და მეტი დიფერენცირებით და უფრო და უფრო დაბალი სულიერების არსებების წარმოაქმნით (ანუ პირველწყაროს მე-7 განზომილებიდან ანგელოზების მე-5 განზომილებამდე). ამ პროცესს მოგვიანებით მიქაელმა უწოდა ღმერთების ინვოლუცია ურანიდან ოლიმპიელ ღვთაებებამდე. ამ პროცესებზე მერეც გვქონდა საუბარი, რადგან პლანეტის სხვადასხვა ევოლუციის პერიოდებს შესაბამისაც სხვადასხვა „მორიგე ღმერთები“ ედგნენ სათავეში და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საღმრთო იერარქიაში იყო ორი ძირითადი შტო. მათ პირობითად მზის და მთვარის ღმერთები შეიძლება უწოდო. შეიძლება უწოდო სულის და მატერიის ღმერთები. ანუ საღმრთო ძალების ერთი შტო განაგებდა მატერიის ევოლუციას, ხოლო მეორე შტო სულის ევოლუციას, რომელიც სულის ინვოლუციით ანუ მატერიაში უფრო და უფრო ღრმად ჩასვლით მიმდინარეობდა, ხოლო მატერია პირიქით, ვიბრაციებში იწევდა და ზევით მიიწევდა. რაღაც მომენტში დადგა დრო როდესაც ეს ორი ასპექტი უნდა გადაკვეთილიყო და გაერთიანებულიყო ერთ არსებაში. ეს იყო ადამიანი. სწორედ ადამიანმა შეკრა 7-ობრივი ფრაქტალი და ზედა ტრიადა ქვედა ტრიადასთან საკუთარი თავით დააკავშირა, საკუთარი მენტალური სხეულით! ანუ მე-4 ელემენტით მოხდა ამ 7-ის ერთარსად შეკვრა. სწორედ ამ პროცესზე იტყვის მერე მიქაელი:

„-არ გადავიწყდეს რომ მენტალური ველის ფორმირებისას, ანუ როდესაც „ღმერთები“ ჩამოდიან დედამიწაზე და „ცხოველები“ ანუ ბიოლოგიური ფორმები განღმრთობისკენ მოძრაობენ, პროცესში იშლება წარმოუდგენელი დრამა ანგელოზების დაცემით და ადამიანების ცათამაღლებით, წარმოიქმნებიან და ნადგურდებიან დემონური და ციური არსებები, რომელთაგან თითოეული თავის ადგილს ეძებს სიცოცხლის ხეში, თავის როლს ასრულებს და თავის უკვდავებას ებღაუჭება...“

როგორც ცეცხლია სტიქიებს შორის ყველაზე მაღალი ვიბრაციის ანუ მე-4 სტიქია, ხოლო მენტალი ყველაზე მაღალი ვიბრაციის ნატიფმატერიალური ანუ მე-4 სხეული, შვიდობრივი ფრაქტალის ალგორითმის შესაბამისად, მენტალური ველის ევოლუცია ევალა „ცეცხლოვან იერარქიას“.

თუმცა ნუ გავისწრებთ წინ მოვლენებს. ღვთის ცეცხლოვანი იერარქიის ძეების ქორწინება მიწიერ ქალებზე და „სისხლის ხაზების“ შექმნა, რომელთა შორის ჩვენი კოლხური სამეფო გენეოლოგიური ხაზიცაა, ეს ცალკე ისტორიაა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ცეხლოვანი იერარქია, როგორც მენტალური ველის ევოლუციის ზედამხედველი შტო მუდმივად ინკარნირებდა ფიზიკურ სხეულებში, ხან სრულად, ხან ნახევარავატარების სახით. ეს მათი ვალდებულებაც იყო და დიდ საფრთხესთანაც იყო დაკავშირებული, რადგან ასეთ განსხეულებას ყოველთვის ახლავს სულიერი დაცემის და დემონად გადაქცევის საშიშროება. სწორედ ამ, საღმრთო ძალების დაცემამ შექმნა ბნელი იერარქიის ერთ-ერთი წამყვანი შტო, რომელსაც ჩვენ სიმბოლურად „დაცემულ ანგელოზებს“ ვუწოდებთ.

გველი სიბრძნის სიმბოლოა, ხოლო „ღმერთის მრისხანება“, „პრომეთეს კლდეზე მიჯაჭვა“, „გველის დაწყევლა“ დაკავშირებულია ამ საღმრთო შტოს კარმულ პასუხისმგებლობაზე, მის კავშირებზე, ბმებზე და პასუხისმგებლობაზე ადამიანთა მოდგმის ევოლუციის და მატერიალური სამყაროს წინაშე. ხოლო „დაცემულთა“ მოდგმამ შექმნა ის ძალები, რომლებიც აფერხებენ ადამიანთა განღმრთობის გზას, რომლებსაც არ სურთ რომ ადამიანები გახდნენ ერთ-ერთი მათგანნი და უკვდავების ნაყოფს ეზიარონ. სწორედ მათ ჰქვიათ არქონტები.

ინტერნეტპოსტებიდან:

ზედა განზომილების არსებების განსხეულება დედამიწაზე.

პასუხი ნიკოლოზის კომენტარს „ენოქის წიგნთან დაკავშირებით“:

ენოქის წიგნი ბევრჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ არ ვცნობ როგორც უპირობო ჭეშმარიტების ამსახველ წიგნს. არ ვიცი თავდაპირველად სხვა იყო და სახე იცვალა, თუ თავიდანვე არასწორი ინფორმაციით დაიწერა. სამი წიგნია ენოქის და სამივეში მაგ არქონტების ხელი ურევია. როგორც ნათქვამია "ისტორიას წერენ გამარჯვებულები".   ერთადერთი აზრია მანდ სწორი, ყველაზე ბაზალური აზრი, რომ იყო მომენტი, როცა ღვთის ძეები განსხეულდნენ. რეალურად ეს იმისთვის მოხდა, რომ მათ თავისი სულიერი სხეულის ვიბრაციებით წამოეწიათ კაცობრიობის ვიბრაციები ანუ ჩვენს დასახმარებლად მოხდა ეგ ამბავი, მაგრამ მოხდა ნაწილის ჩარჩენა "სამსარაში", ანუ დაცემა. ამ ღვთის ძეებმა მოგვცეს შთამომავლობა, ნაწილმა ძალიან ბრწყინვალე შთამომავლები (ნახევარ-ღმერთები) და ბიბლიაშიც არის ამაზე ინფორმაცია გაპარული (издревле славные люди, ქართ. გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.). ძველი აღთქმა, მე-6 თავი:

1 და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.
2 ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.
3 და თქუა უფალმან ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.
4 და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.

მაგრამ ნაწილმა, რომლებიც ვიბრაციებში დაეცნენ მისცეს დასაბამი "გოლიათების" რასას (გაიხსენეთ მინოტავრის, ციკლოპების ლეგენდები), რომელიც კარგადაა აღწერილი ქართულ მითოსში. საქმე ისაა, რომ "ანგელოზის" კატეგორიის არსება ატარებს დიდი რაოდენობით ენერგიას პირველწყაროდან (გაცილებით დიდს ვიდრე ადამიანი) და როდესაც ის ინკარნირდება შუალედურ სამყაროში, როგორიცაა დედამიწა, ის ან ძალიან კარგი იქნება ან ძალიან ცუდი. შუალედური ვარიანტი არ გამოდის. უკიდურესობებში ვარდებიან. აი ნაწყვეტი, რომელიც, მგონი ადრეც დავდე:

"მიქაელი: -ჩვენ ღმერთებსაც გვეძახდნენ, ღვთის ძეებს, სიბრძნის ძეებს, ნათლის ძეებს... ჩვენ ბევრი სახელი მოგვანიჭეს და ხო, ჩვენ მამაკაცებად მოვევლინეთ. ხომ გახსოვს, სული „მამაკაცია“, ხოლო მატერია „ქალი“. ასე იყო საჭირო რომ სამყაროთა დაკავშირება ყველაზე ძლიერი ანუ „ინი/იანის“ დუალური ფრაქტალის ალგორითმით მომხდარიყო. Исполины გოლიათებად მოიაზრებიან. ისინი მართლა მაღლები იყვნენ. იმ დიდმა ენერგიამ, რომელიც ჩვენგან ჩვენ შთამომავლობაში გადაედინა ყველა 4 სხეული (ფიზიკური + 3 ნატიფი) ფიზიკურის ჩათვლით უაღრესად გაავითარა. ხოლო „დაცემულების“ შთამომავლობაში მოხდა ენერგიის აკუმულირება მხოლოდ დაბალვიბრაციულ სხეულში ანუ მხოლოდ ფიზიკურ გარსში. მათ შთამომავლებს არ აღმოაჩნდათ დახვეწილი ნატიფი სხეულები. აქედან არის ხალხური წარმოდგენა სულელ დევებზე და ღონიერ, მაგრამ ბრიყვ გოლიათებზე. "

ანუ დაცემულების შთამომავლობამ შექმნა არსებები, რომლებსაც დომინანტურად განუვითარდათ ფიზიკური სხეული და ყველაზე ნაკლებად მენტალური და ემოციური. ამიტომ მერე დიდი ბრძოლები მიდიოდა (ფიზიკურ განზომილებაში), ღვთის შვილებსა და „დევებს“ შორის, რომლებიც ადამიანებს აწუხებდნენ და ეს მოვლენები კავკასიურ მითებშიც შემორჩა როგორც „ღვთისშვილების ბრძოლა დევებთან“. ამასთან პარალელურადაც და კიდევ უფრო ადრეც მიდიოდა ბრძოლები ასევე იმ ღვთის შვილებს, გინდა დაარქვი „ღმერთებს“, გინდა „ნახევარღმერთებს“ შორის, რომლებიც ადამიანების ევოლუციას ხელს უწყობდნენ, და იმათ შორის, რომლებმაც „სათავისოდ მოირგეს“ ფიზიკური განზომილება და არქონტების იერარქია ჩამოაყალიბეს. ეს ისტორია მითებში უკვე ცნობილია, როგორც „ღმერთების ბრძოლა“. იმის გამო, რომ „ღვთის შვილები“ თვითონაც ჩვენი გადმოსახედიდან „უკვდავები“ არიან (რეალურად უბრალოდ დიდი სასიცოცხლო ციკლი აქვთ), მათ შთამომავლებსაც დიდი სასიცოცხლო ციკლი ჰქონდათ. ამ გოლიათების სულების დიდი კატეგორია ფიზიკური სიკვდილის მერე გაიჭედა ნატიფი განზომილების ქვედა შრეებში (როგორც ცოდვილი ადამიანების სულები იჭედებიან) და იქიდან აგრძელებდნენ არსებობას უკვე როგორც დემონური უსხეულო არსებები. ამ დროს ბრძოლამ ღვთისშვილებსა და დევებს შორის გადაინაცვლა უხილავ განზომილებაში (რაზეცაა ჩემი სიზმარი) და ჩვენს თანამედროვე მითოსში ანუ ჩვენს რელიგიაში ცნობილია როგორც „მიქაელის და მისი ლეგიონის ბრძოლა დემონების წინააღმდეგ“. ხედავთ რა ხდება?
ადამიანის სულიც შეიძლება სიკვდილის მერე გაიჭედოს, როგორც მოჩვენება ან „მინუს ნიშანი“ შეიძინოს და „დემონური“ გახდეს. ანუ ცოცხლების ვამპირიზმით გააგრძელოს არსებობა. მოკლედ ეს ცალკე თემაა. ამას არ გავაგრძელებ.

ეს ანგელოზების ე. წ. დაცემა მოხდა მაშინ, როცა „ანგელოზები“ განსხეულდნენ დედამიწაზე იმ პერიოდში, რომელიც მაგათთვის ყველაზე საშიში იყო, ანუ როცა კოსმოსური ციკლი გადავიდა „შემოდგომის“ ანუ „დვაპარა იუგაში“ და უკვე „კალი იუგას“ ესაზღვრებოდა. ანუ ამ დროს თავდაღმართში მიდის სულიერება, იმიტომ რომ პლანეტა შორდება სულიერ გამოსხივებას ცენტრალური მზიდან. ამ გადაწყვეტილებას დიდი ვაჟკაცობა ჭირდებოდა მათი მხრიდან და დიდი თავდადება და სიყვარული კაცობრიობის მიმართ. ენოქის წიგნში ისეა აღწერილი, თითქოს „ანგელოზთა“ განსხეულება ყველა ვარიანტში ცოდვაა და ის, რომ მათ ადამიანებს ცოდნა ჩამოუტანეს და რაღაცეები ასწავლეს, ცუდი იყო. რათქმაუნდა არქონტებისთვის „ანგელოზების“ განსხეულების წარმოჩენა, როგორც გმირობა და კარგი მოვლენა დაუშვებელია. მათთვის ერთი არსების მოვლინება „ზედა განზომილებიდან“ უკვე კატასტროფაა, არამც თუ მთელი ჯარი ასეთი სულებისა. ენოქის წიგნის მიხედვით ანგელოზების მიერ მოცემული ცოდნა საზიანო იყო ადამიანებისთვის. მართლაც, თითქოს ქალებს ასწავლეს ფერუმარილის გამოყენება და თავის გალამაზება, მაშინ როცა მიქაელი თვლის, რომ ყველაზე დიდი სილამაზე ადამიანის შიგნიდან მოდის და როცა ადამიანი, სულ ერთია კაცი იქნება თუ ქალი სულიერად მაღლდება, მას ბუნებრივად უჩნდება ქარიზმა და ჭეშმარიტი მომნუსხველი სილამაზე, რომელიც შიგნიდან ანათებს. ამაზე ცალკე პოსტი მქონდა. ანუ, ეს თითქოს მართლაც ცუდია, თუმცა არა კატასტროფულად ცუდი. ის, რომ მაგალითად, მცენარეებით მკურნალობა ასწავლეს, რა არის ამაში ცუდი? ზოგადად არქონტების მიზანი ყოველთვის იყო მინიმალური ცოდნა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით სულიერ სფეროში. რა ვიცით ჩვენ სამყაროს აგებულებაზე? ჩათვალეთ რომ არაფერი. ანგელოზთა განსხეულება ისეთი ძველი ისტორიაა, რომ მაგაზე ინფორმაცია სრულიად დამახინჯებულია. რაც შეეხება თვითონ ანგელოზთა განსხეულებას, როგორც პროცესს, ეს სულ ხდებოდა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ნათელი იერარქების სხვადასხვა დონეზე (ანუ ხან მაღალი იერარქები ინკარნირდებოდნენ, ხან დაბალი). ეს ძალიან ვრცელი თემაა და მჭიდროდაა გადაჯაჭვული სრულიად პლანეტარულ ევოლუციასთან. ვიშნუს (ანუ უმაღლესი იერარქის) განსხეულებები ხდებოდა ცხოველურ ფორმებშიც კი. ვიშნუს დაშ-ავატარების თემა ცალკე მაქვს განხილული. რაც უფრო მაღალი იერარქია, მით უფრო დაბალვიბრაციულ სხეულებში შეუძლია მას ჩასვლა ანუ განსხეულება. როდესაც ვიშნუს ავატარული მოვლინებები ხდებოდა, დედამიწაზე მკვეთრად იზრდებოდა ხოლმე ვიბრაციები და იწყებოდა ახალი ევოლუციური ეტაპები ბიომრავალფეროვნებაში. ნახტომისებური ცვლილებები. ეგეთი ნახტომისებური ცხვლილება იყო, მაგალითად, როდესაც პირველყოფილი ადამიანი, უცებ გახდა ინტელექტის მატარებელი. ასეთ ნახტომისებურ ევოლუციურ წინსვლებს მეცნიერები ვერ ხსნიან ხოლმე. მერე უკვე როცა ადამიანები გაჩნდნენ და სოციუმი ჩამოყალიბდა, უმაღლესი იერარქები ევლინებოდნენ კრიშნას, ბუდას, იესოს და ას. შ. ანუ კაცობრიობის მასწავლებლების სახით.

ანგელოზები ანუ მე-5 განზომილების იერარქები განსხეულებაში მოდიოდნენ, უკვე როცა ვიბრაციები პლანეტაზე ცოტა მაღალი იყო, ანუ ადამიანთა სოციუმი უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული იყო. მათი გამოჩენა კიდევ ცნობილია, როგორც „ცივილიზატორი ღმერთების“ გამოჩენა. ისინი განსაკუთრებით მაშინ მოდიოდნენ, როცა კაცობრიობას ყველაზე მეტად უჭირდა. ცოდნის გადმოცემაზე მნიშვნელოვანი იყო, უბრალოდ მათი გაჩენა ადამიანებად, იმიტომ რომ უბრალოდ მათი არსებობა უკვე მაღლა წევდა ვიბრაციებს, სულ რომ არაფერი არ გაეკეთებინათ. არქონტები ეხლაც ნადირობენ ასეთ სულებზე. ეხლა უბრალოდ „ღვთის შვილები“ პირდაპირ ვერ მოდიან განსხეულებაში. უფრო ნახევარ-ავატარების სახით. იესო და კიდევ რამდენიმე ვინც საერთოდ კალი იუგის ყველაზე ბნელ პერიოდში მოვიდა, იყვნენ გამონაკლისები. ეს საერთოდ უდიდესი გმირობა იყო და ძალიან დიდი გამარჯვება. იესომ ძალიან დიდი კარმული განმუხტვა გააკეთა, ანუ თავის თავზე აიღო კაცობრიობის ცუდი კარმა, გადაამუშავა თავისი ტანჯვით, რაც კარმულად არ ეკუთვნოდა როგორც უბრწყინვალეს სულს და მე-6 განზომილების ანუ „ქრისტესეული ცნობიერების“ სინათლის ფოკუსი დააყენა „ეკლესიის“ და ქრისტიანული რელიგიის სახით. მისით ადამიანებს შეუძლიათ მე-6 განზომილების ცნობიერებამდე ავიდნენ და მერე მე-7-მდეც. მე-7 დონის ცნობიერება არის „მამის“ ანუ ღმერთის ცნობიერება, ხოლო მე-6 არის „ქრისტესეული ცნობიერება“. ამიტომ ამბობს იესო „რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში“. ეს გამონათქვამი ყველაფერს ამბობს. ყველაზე მთავარია მე რომ მკითხო. ადამიანი გულში ქრისტეს ცნობიერებას უშვებს, რომელიც მე-6 ანუ ქრისტესეულ ცნობიერებას წარმოადგენს და რომელიც პირდაპირი „ძეა“ მე-7 ანუ „მამის“ ცნობიერების. როდესაც იესო განსხეულდა, მისი დამსახურებით წამოიწია ძალიან მნიშვნელოვნად კაცობრიობის ნატიფმა ვიბრაციებმა. არადა, ის სწორედ იმ ადგილას და იმ რელიგიის ტრადიციაში გაჩნდა, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არქონტების ხელი ყველაზე მეტად ერია. იესოც დიდი ცდუნების წინაშე იდგა ან მიწიერი „მეფე“ გამხდარიყო და „ვიბრაციებში დაცემულიყო“, როგორც არქონტების სცენარით და მათი წინასწარმეტყველებების სცენარით (ებრაელები რასაც ელოდნენ და რატომაც არ მიიღეს ქრისტე) იყო გაწერილი, ან თავისი მისია შეესრულებინა და „სულიერი მეფე“ გამხდარიყო, თუნდაც დიდი განსაცდელი გადაეტანა. გაიხსენეთ ცდუნება უდაბნოში. აქაც არ იყო შუალედური ვარიანტი - უბრალოდ წყნარი ცხოვრების. როგორც ხედავთ ან ძალიან ამაღლდები ან ძალიან დაეცემი. ასეთ სულებს ჩვეულებრივი ცხოვრებები არა აქვთ.

როდესაც მე-5 განზომილების არსებები მოვიდნენ განსხეულებაში (რაზეც ბიბლია წერს მიწიერ ქალებზე იქორწინესო), ისინი „ნათლის შვილების“ ანუ იერარქიულად უფრო დაბლა მდგომები იყვნენ, ვიდრე იესო. ამ არსებებს უფრო მეტად გამოხატული „მე“ აქვთ და უფრო „ადამიანურები“ არიან, განსაკუთრებით, თუ ფიზკურ სხეულს იძენენ, ამიტომ მათთვის განსხეულება უფრო საფრთხის შემცველია. მეც ვიყავი მაშინ ინკარნაციაში (ადამიანის ინკარნაცია ადამიანად) და მიქაელიც. როგორც ჩანს ძალიან კვალისდამამჩნეველი იყო ის ცხოვრება ჩემთვის და ის მოვლენები, რაც მაშინ მოხდა.

 

ინტერნეტპოსტებიდან:

ლევან შერმადინი: რატომ აქვთ არქონტებს ამდენის უფლება?! რატომ, რა დამსახურების გამო აძლევენ მილიარდობით ადამიანის ნატიფი სხეულის ჯიჯგვნის უფლებას ?!

მაღალი სული თუ დაეცა მე, კონკრეტულმა ინდივიდმა რა დავაშავე ? თუ ვიღაცა ,,მზის ნატიფ გამოსხივებას'' რაღაცა ქსელების მეშვეობით აღარ ატარებს რა დააშავა ცალკეულმა ინდივიდმა, ვიღაცის არასწორი საქციელის გამო რატომ უნდა შებრკოლდეს დაბალ ვიბრაციული სხეულის განვითარება ?! განა საწყისშვე ძნელი მისახვედრი იყო რას მოიმოქმედებდნენ ეგრედწოდებული დაცემულები თუ არქონტები? რატომ მიუშვეს ნებას?

ადამიანის განსხეულებაში შეტანილი ღვაწლი ზოგიერთებს იმის უფლებას აძლევს რომ რაც უნდა ,,ის უკეთონ'' ფიზიკურ გეგმილში მყოფ ინდივიდებს?

იმმა: ლევან, შევეცდები პასუხი გავცე თქვენს კითხვას.

ჯერ თვითონ არქონტების ანუ „მტაცებლების“ ლოგიკით გიპასუხებთ: -„რატომ გგონიათ ადამიანებს, რომ ბოლო რგოლი ხართ კვებით ჯაჭვში? თქვენთვის თუ შეიძლება თქვენზე ქვემდგომი არსებების ჭამა, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება თქვენი ჭამა?“. რაც მთავარია ამ სიტყვების ლოგიკასთან დაპირისპირება რთულია. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ვამრავლებთ, ვკლავთ და ვჭამთ ცხოველებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც საკმაოდ განვითარებული ცნობიერება აქვთ საიმისოდ, რომ მოკვდინებისას ტანჯვის მაღალი ხარისხი განიცადონ (მცენარის ან ბაქტერიის მოკვდინებისას მათი ტანჯვის ხარისხი დაბალია). ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი კომფორტისთვის შეგვიძლია გავთელოთ და დავამახინჯოთ ბუნება, გავანადგუროთ ცოცხალი არსებები, მაგრამ საკმარისია გავიგოთ, რომ თურმე ჩვენც გვიყენებენ, ეს არ მოგვწონს და ვყვირით, სადაა ღმერთი? ალბათ, დროა ვისწავლოთ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ერთია გარეგანი არსებების მავნე ჩარევა, და მეორეა, რომ ჩვენ ამ ჩარევას ნებას ვაძლევთ და მიყვებით. ჩვენ „მარტივს“ და „სწორს“ შორის „მარტივს“ ვირჩევთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს. ის რომ ჩვენ რაღაც გვაზიანებს, იმიტომ კი არ გვაზიანებს, რომ ღმერთია ცუდი და მან მისცა ვინმეს ამის უფლება, არამედ იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილებები და ამ მავნე ზემოქმედებისთვის საფუძველი შევქმენით. სამყარო არ იმართება „ღრუბლებში მჯდომარე“ ღმერთით, რომელიც ჭოგრიტით ზევიდან იყურება და ვის რას უგზავნის ზევიდან და ვის რას. სამყარო იმართება კანონებით და ჩვენ ამ კანონებით მოთამაშეებში, მხოლოდ ერთ-ერთი პატარა გუნდი ვართ.

ის სურათი, რომელიც მე აღვწერე (არქონტებთან დაკავშირებით), უბრალოდ გაშლილი სურათია იმ დრამის, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება და რომლის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღვიქვავთ ჩვენ, იმის გამო რომ შეზღუდული სენსორიკა გვაქვს. სინამდვილეში ჩვენ არ ვართ სამყაროში ყველაზე მაღალგანვითარებული ცნობიერების არსებები, როგორც მიგვაჩნია. გარდა ამ „დაცემულებისა“, ე. წ. „ბნელ იერარქიაში“ მათთან შეკრულნი არიან უცხოპლანეტური რასები (ასევე მტაცებლის მენტალობის მატარებელი). თითქმის ყველა პლანეტა დასახლებულია სხვადასხვა სიხშირეთა დიაპაზონში, ანუ სხვადასხვა „მანდალებზე“ (ვედური ენა რომ გამოვიყენოთ) და ისინიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთში. ეს რასები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სულიერებით ანუ ცნობიერების ევოლუციური დონით. ზოგი იანტრულ (ტექნოგენურ) განვითარების გზაზეა, ზოგი ტანტრულ (მაგიის ანუ ნატიფი მატერიებით მანიპულაციის გზა) და ზოგიც მანტრულ (ანუ მე-3 გზა, სულიერი, აბსოლუტის სულის იპოსტასთან გაერთიანებული არსებების ევოლუციური გზა, რომელზეც მიქაელი მელაპარაკება ხოლმე) ევოლუციურ გზას გადის. კოსმოსური სურათი წარმოუდგენლად ვრცელია, იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ აღვიქვავთ. მფრინავი ობიექტები და უცხოპლანეტური რასები თითქმის ყოველთვის (თუ არა ყოველთვის) არიან არა უცხოპლანეტური არამედ განზომილებათაშორისი არსებები. ამიტომ ჩნდებიან და ქრებიან ასე სწრაფად. უბრალოდ შემოდიან ჩვენ სიხშირეთა დიაპაზონში, მერე აჩქარებას აკეთებენ და გადიან. სხვათაშორის წყლის სტიქიაა ხშირად მაგათი პორტალი ჩვენს განზომილებაში შემოსასვლელად, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ეხლა სხვაგან გადავუხვიე. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ არქონტების და მტრული უცხოპლანეტური რასების არსებობა (რომელსაც მე ბნელ იერარქიას ვუწოდებ. ზოგი მათ „საპირისპირო ძალებს“ უწოდებს, ზოგი დემონებს, ზოგი მტაცებლებს) ამ სამყაროს არსებობის ნაწილია. არის მაგალითად რასა კოსმოსური არსებების რეპტილოიდები (ისინიც განზომილებათაშორისი არსებები არიან), რომლებიც თვლიან, რომ დედამიწა მათია და მათი პრეტენზიებიც არაა საფუძველს მოკლებული. გაიხსენეთ ადამიანთა ცივილიზაციის გაჩენამდე ვის ეკუთვნოდა ეს პლანეტა მილიონობით წელი? რეპტილიებს! ანუ დინოზავრებს. ასტრალური ველი (ანუ „ცხოველთა“ ეპოქა) დედამიწაზე ვითარდებოდა რეპტილიის ეგრეგორში. ლოგიკური იქნებოდა, რომ ჰუმანოიდური ფორმაც ანუ მენტალური ველის ფორმირებაც დაწყებულიყო და ჩასახულიყო რეპტილიაში. უბრალოდ მერე გეგმები შეიცვალა და მოკლედ სხვა გეზით წავიდა ყველაფერი. მაგრამ რეპტილიის ანუ მითოლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ „დრაკონის“ ეგრეგორი ეხლაც ცოცხალია ჩვენ პლანეტაზე და ამ ეგრეგორით ამ არსებებს ნატიფ განზომილებაში ეძლევათ შემოსვლის შესაძლებლობა.

ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ თავებს და რატომ ვართ მათი გავლენის ქვეშ. რატომაც ცხოველები ბოსელში ან ქათმები საქათმეში არიან ჩვენი გავლენის ქვეშ. იმიტომ რომ ისინი უფრო განვითარებულები არიან და ამას სათავისოდ იყენებენ. მაგრამ აქ არის 2 ფაქტორი. პირველი, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენ თავებზე მინდობილები. ჩვენ გვაყვს მფარველი ძალები ზედა განზომილებებიდან, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან, მაგრამ ამ დახმარებასაც ვერ ვხედავთ ხოლმე, ისევე როგორც ბნელი იერარქიის ხრიკებს. და მე-2, რომ ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ „შემოქმედები“ ვართ და მაღალი გაცნობიერების დონე გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ამ ხაფანგს თავი დავაღწიოთ. სანამ ჩვენ უპასუხისმგებლოდ და მომხმარებლურად ვიყენებთ ჩვენზე ქვემდგომ არსებებს („ცხოველებს“, „მცენარეებს“ და მინერალებს“) ანუ ბუნებას, იქამდე არქონტებს აქვთ „მორალური უფლება“ გაგვიკეთონ იგივე. „მორალურ უფლებაში: იგულისხმება, რომ ეს კარმულად ანუ საღმრთო კანონებით დაშვებულია. ჩვენ თავისუფალი ნების ზონაში ვცხოვრობთ და მენტალურ ევოლუციას გავდივართ, რომელიც მოიაზრებს სწორი არჩევნების გაკეთებას იმისთვის, რომ მენტალმა ვიბრაციულად აიწიოს. არქონტები თვითონ გახდნენ თავიანთი არასწორი არჩევნების მსხვერპლი, იმიტომ რომ თვითონ დაბრკოლდნენ თავიანთ ევოლუციაში, რომელიც „რეალობის დემოურგობას“ მოიაზრებდა. მათაც აქვთ თავისუფალი ნება და მათაც მიიღეს არასწორი არჩევნები. ისინი ბეწვზე კიდიან ამ არასწორი არჩევნის გამო, იმიტომ რომ რაც უფრო ამაღლებული ხარ, მით დიდი სიმაღლიდან შეიძლება დაეცე. მერე, სავარაუდოდ მათ სულებს ხელახლა მოუწევთ ევოლუციური ციკლების გავლა ისევ დაბალვიბრაციეული განზომილებებიდან. ჩვენი ამჟამინდელი რეალობა ისეთია, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველა ცოცხალი არსება ერთმანეთით იკვებება, ამიტომ რომც გავხდეთ ვეგეტარიანელები (იმისთვის რომ არქონტებს წავართვათ მორალური უფლება), ჩვენ მაინც ვერ შევძლებთ ისე ცხოვრებას, რომ არც ერთი ცოცხალი არსება არ მოვკლათ, იმიტომ რომ ელემენტარულად ჩასუნთქვისას ვკლავთ ჰაერში არსებულ ბაქტერიებს და მცენარეებიც (რომელთა მოხმარებაზე გადადის ვეგეტარიანელი) ასევე ცოცხალები არიან. მაგრამ ჩვენ ამ არჩევნით ვირჩევთ იმ რეალობას, რომელშიც არ გვინდა ცოცხალი არსებების სიკვდილი და ტანჯვა! ჩვენში ვაკეთებთ ამ არჩევანს - ჩვენს ცნობიერებაში! თუნდაც ამითი ჩვენი ბიოლოგიური სხეული შესუსტდეს. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს შეცვლა იწყება ჩვენი შინაგანი ცვლილებით! ჯერ იდეების სამყარო, ანუ მენტალური ველი უნდა შეიცვალოს. იმის გამო, რომ ჩვენც შემოქმედები ვართ (პირველკლასელი დემიურგები ესე ვთქვათ), თუ ჩვენი ცნობიერება შეიცვლება არაძალადობისკენ და საყოველთაო ჰარმონიისკენ (ამ დროს აიწევს ვიბრაციები), მთელი რეალობა ჩვენს გარშემო დაიწყებს შეცვლას. ანუ, ის წამოყვება კაცობრიობის კოლექტიური მენტალის გადაწყვეტილებას. ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასეა. ჩვენი მენტალური ძალა ცალკეული ინდივიდის დონეზე სუსტია, მაგრამ კოლექტიურ დონეზე ძალიან მაგრად მუშაობს. ტყუილად არ თქვა ქრისტემ: „სადაც სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მეც ვარ“. სამი კაცის გაერთიანებაც ერთი იდეით უკვე ქმედითია, და რა უნდა თქვა კაცობრიობაზე. საბოლოოდ მთელი პლანეტა შეიძლება გადავიდეს მე-5 ანუ სულიერ განზომილებაში, სადაც არ იქნება ერთმანეთის ჭამით სიცოცხლის შენარჩუნება. ერთმანეთის ჭამით სიცოცხლის შენარჩუნება ყოველთვის არის დაბალვიბრაციული რეალობა. ზედა განზომილებებში ასე არ ხდება, მაგრამ ეს ეტაპი ჩვენი ევოლუციისთვის გასავლელი იყო. უბრალოდ უნდა გავიაროთ ეს საფეხური და გადავიდეთ შემდეგზე.

გამოსავალი? ყველა ამაღლებული რელიგია თუ ფილოსოფიურ-ეთიკური ტრადიცია ერთი და იგივეს გვასწავლის: გინდა შეცვალო ცხოვრება? შეცვალე საკუთარი თავი! მთავარი არ არის დარჩე ცოცხალი (ეს მტაცებლის მენტალიტეტია), მთავარია დარჩე ადამიანად, როგორი რთული არჩევნების წინაშეც არ უნდა გვაყენებდეს ცხოვრება! სიკვდილი არ არსებობს.

პასუხი ლევან შერმადინის კითხვებზე:

გაგრძელება.

იმის დამატება მინდოდა, რომ თუ ცნობიერება კიდევ უფრო ასწიე და სამყაროსეული მოვლენების სურათს გლობალურად შეხედე, დაინახავ, რომ ამ ბოროტება-სიკეთის დაპირისპირებულ ბრძოლებში, რამდენი რეალობაც და არსებაც არ უნდა იყოს ამაში ჩართული, არსებობს უზენაესი გეგმა - გლობალური ქარგი, რომელსაც აბსოლუტის გონი - ზეცნობიერება ქარგავს ერთიან ღვთაებრივ სურათში.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff