როდესაც ღმერთები განკაცდებიან, ადამიანები განეღმრთობიან
2019 წელი. 18 მარტი. როდესაც ღმერთები განკაცდებიან, ადამიანები განეღმრთობიან
მიქაელი:
- შენ ერთხელ კითხვა დამისვი, როგორ შეიძინა ადამიანის სულიერმა სტრუქტურამ მე-6 ასპექტი, ანუ „ქრისტესეული ცნობიერება“, იგივე უმაღლესი მენტალი, იგივე უმაღლესი მანასი... სანამ მაგას ავხსნით, ჯერ დაბალი განზომილების არსებები განვიხილოთ... „ცხოველების“ კატეგორიის არსებებს მატერიალური სხეულებიდან აქვთ 1. ფიზიკური, 2. ეთერული, 3. ასტრალური სხეულები, ხოლო ზედა ტრიადიდან მე-7 ანუ პირველწყაროს ნაპერწკალი, იგივე სულიწმინდას ასპექტი. რეალურად მათ მე-5 ასპექტიც გააჩნიათ, ანუ ინდივიდუალური უმაღლესი ეთერული სხეული, რომელიც განსხვავდება ადამიანის მე-5 ასპექტისგან, მაგრამ სწორედ ამ ფენაზე ილექება „ცხოველთა“ ტიპის არსებების განსხეულების ინდივიდუალური გამოცდილება. „ცხოველთა“ ტიპის ცოცხალი არსებების მონადები, ამ პლანეტარული ციკლის დასრულებისას სხვა პლანეტაზე „ადამიანთა“ კატეგორიაში გააგრძელებენ ევოლუციას და მათ „მენტალური მატერიალური ასპექტი დაემატებათ“. ანუ დედამიწაზე ცხოველის ბოლოგიურ ფორმაში განსხეულებულ მონადას აქვს ინდივიდუალური ქვედა სამი სხეული, ინდივიდუალური მე-5 ასპექტი და მე-7, რომელიც ყველა დედამიწის ცოცხალ არსებებს აერთიანებს. მაგრამ მე-4 (უმდაბლესი მანასი) და მე-6 (უმაღლესი მანასი) ასპექტების სრული უქონლობის შემთხვევაში სულიწმინდას ანუ „სულის იპოსტასის“ ენერგია ვერ გადმოვიდოდა ამ ცოცხალ არსებაზე, რადგან ამ სიხშირეების ფენების გარეშე ნაკადში წყვეტა მოხდებოდა და ეს არსება უბრალოდ ვერ იარსებებდა. აქ შემოდის სწორედ „კოლექტიური ცნობიერების“ ფენომენი. „ცხოველთა“ ტიპის ანუ მე-3 განზომილების არსებებისთვის მე-6 ასპექტი არის პლანეტარული ლოგოსის 7-ობრივი განშტოების იმ იერარქის მენტალი, რომელმაც მთლიანად პლანეტარული ასტრალური ველი ჩამოაყალიბა და მე-3 განზომილების არსებებს ჩაუყარა საფუძველი, ხოლო მე-4 ასპექტი არის იმ ცხოველთა ჰომოგენული კოლექტიური ცნობიერება, კოლექტიური მენტალი, რომელსაც თავისი იერარქი „ბუნების სული“ უდგას სათავეში. როგორც ფუტკრების შემთხვევაში ეს არის „ფუტკრის სული“, ამ ტიპის მწერების მმართველი იერარქი, რომელიც ამ მწერებს თავის კოლექტიურ მენტალს აძლევს. რადგან ეს „სული“ მენტალური ველის დონეზე ვიბრირებს, მას იერარქიულ ხეში, როგორც ადრე ვახსენე შუალედური, ანუ ნატიფმატერიალური მდგომარეობა უკავია. ის არც ღვთაებრივია, არც ქტონური, არამედ შუალედური. ინდივიდუალური მენტალის არარსებობის გამო „ცხოველთა“ ტიპის ანუ მე-3 განზომილების ცოცხალი არსება ამ „ბუნების სულების“ მენტალითაა მიბმული სიცოცხლის ხესთან და მისი კანონებით იმართება. თქვენ ამას ინსტრინქტებს ეძახით. უმაღლეს ცხოველებში რომელთა ცნობიერება ასტრალური სხეულის ყველაზე მაღალ სიხშირეზე ვიბრირებს, ერთის შეხედვით ინტელექტის ჩანასახი ჩნდება, მაგრამ ეს მოჩვენებითია და მხოლოდ მაღალსიხშიროვან ასტრალურ ველზე მიუთითებს. ყველა მე-3 განზომილების არსება თავისი „ბუნების სულის“ კოლექტიური ცნობიერებითაა პლანეტარული ლოგოსის ცნობიერებასთან მიბმული და სრულყოფილი თავისუფალი ნება არ გააჩნია...
...ადამიანის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. როდესაც პლანეტაზე ლოგოსის 7 სულთაგან ერთ-ერთი განსხეულდა და თავისი „მენტალი“ დანერგა, სულიერ და მატერიალურ განზომილებებს შორის წრედი შეიკრა. ადამიანმა შეიძინა ოთხივე ინდივიდუალური სხეული (და შესაბამისად თავისუფალი ნება), რომელმაც მე-5 ასპექტსაც მეტი ინდივიდუალობა შესძინა, მე-6 სწორედ ეს უმაღლესი 7-თაგანის ცნობიერებაა, ხოლო მე-7 სულის იპოსტასი ანუ პლანეტარული ლოგოსი, პლანეტარული „მზე“, რომელიც თავისმხრივ უფრო დიდი ფრაქტალის „მზის“ ემანაციაა... - მან პაუზა გააკეთა, რომ მე მისი ბოლო აზრი კარგად გამეაზრა და გააგრძელა:
- ამ დროს რა ხდება სულიერ იერაქიულ შტოებში... ბერძნული მითოლოგიის ენით რომ ვილაპარაკოთ ღმერთების ყოველი ახალი თაობა „ამარცხებს“ საკუთარ „მამას“ და ძალაუფლებას ხელში იგდებს. „კრონოსმა“, ანუ ტიტანების თაობამ „დაამარცხა“ „ურანი“ - საკუთარი მამა, „კრონოსი“ დაამარცხა მისმა შვილმა „ზევსმა“. რაც უფრო მეტად დიფერენცირდება სულიერი იერარქების შტო, მით უფრო დაბლა განზომილებაში ეშვება ძალაუფლება (ეს სულიერი შტოს ინვოლუციური ანუ უკუევოლუციური ბუნების შედეგია). ლოგიკური ჯაჭვი რომ გავაგრძელოთ, ბოლო თაობის, ანუ მე-5 განზომილების ღმერთების „შვილები“ ადამიანები არიან.
- 22 И сказал Господь Бог: вот, Адам стал как один из Нас, зная добро и зло; и теперь как бы не простер он руки своей, и не взял также от дерева жизни, и не вкусил, и не стал жить вечно.
23 И выслал его Господь Бог из сада Едемского, чтобы возделывать землю, из которой он взят.
24 И изгнал Адама, и поставил на востоке у сада Едемского Херувима и пламенный меч обращающийся, чтобы охранять путь к дереву жизни.
Адам стал как один из Нас - ნიშნავს 4-ივე ინდივიდუალური სხეულის და შესაბამისად თავისუფალი ნების შეძენას. ამ სტადიაზე მონადა უკვე სრულად დამოუკიდებელია. როგორც ადრე გითხარი „зная добро и зло“ - მენტალური სხეულის ანუ გონის, ინტელექტის შეძენას ნიშნავს, რომელიც დედამიწაზე ცნობილია, რომ მარტივიდან რთულისკენ ევოლუციონირებს. შესაბამისად, ეს ევოლუცია დაბალვიბრაციული მენტალით იწყება სადაც ბოროტება-სიკეთის ცნება ძალიან მძაფრია, ხოლო ტანჯვის ინტენსივობა მაღალი. როდესაც დედამიწაზე პირველი ადამიანების კატეგორია გაჩნდა, რომლებიც იმ დროს სანახევროდ ცხოველები იყვნენ, ამ სხეულებმა დაიწყეს „ადამიანების“ სულების მიღება. ანუ ამ პირველყოფილ ადამიანებში დაიწყეს ინკარნაცია ადამიანთა სულებმა, რომლებიც იქამდე ასტრალურ ველში ცხოვრობდნენ ასტრალური სხეულებით. ამ ასტრალურ „ადამიანთა“ ცივილიზაციას, თუ შეიძლება ასე უწოდო, არ გააჩნდათ ინდივიდუალური მენტალური სხეულები (რადგან ჯერ არ ჰქონდათ დედამიწაზე ინდივიდუალური მენტალის შეძენის ევოლუცია გავლილი) და როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ისევე როგორც „ცხოველთა“ კატეგორიას, ამათაც ჰქონდათ კოლექტიური მე-4 დონე (კოლექტიური მენტალი), ანუ ნათელი იერარქის - „ადამიანთა ღმერთის“ მე-4 დონე, რომელიც ყველას გონს აერთიანებდა... ანუ ისინი, შეიძლება ითქვას, ღმერთში ცხოვრობდნენ... ხვდები ლოგიკას? ხვდები რას ნიშნავს „ედემში ცხოვრება“ ღმერთთან ერთად? როდესაც დედამიწამ დაასრულა ასტრალური ველის ფორმირება „ცხოველთა“ კატეგორიით, რომლებიც ძირითადად რეპტილიების სახით მიმდინარეობდა (არ დაგავიწყდეს ეს მომენტი), დაიწყო შემდეგი საფეხური - პლანეტარული მენტალური ველის ფორმირება. ამისთვის განადგურდა წინა სასიცოცხლო ფორმა თავისი „რეპტილიის ეგრეგორით“ და არჩეულ იქნა პრიმატთა ბიოლოგიური რიგი, რომლიდანაც „ადამიანთა“ კატეგორია უნდა განვითარებულიყო, რითიც შეიკრებოდა წრედი სულიერ ტრიადას და მატერიალურ განზომილებებს შორის, ხოლო მე-4 ინდივიდუალური დონის შეძენით დედამიწა გაზრდიდა ახალი, „ღმერთების“ ანუ დემიურგების თაობას... რომლებიც მოგეხსენება ადრე თუ გვიან ამარცხებენ თავიანთ „მამებს“... გაიხსენე ბერძნული მითები, სკანდინავიური რაგნაროკი... როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? როგორც ადრე გელაპარაკე, როდესაც ვიშნუს დაშავატარებზე ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაშიც საჭირო იყო უმაღლესი იერარქის (რომელიც მენტალური ველის ანუ „ადამიანთა“ მოდგამას კურირებს) განსხეულება პირველყოფილი ადამიანის სხეულში, რომ მისი ინდივიდუალური ცნობიერებით წამოწეულიყვნენ სხვებიც. ყოველი ევოლუციური ნახტომი პირველყოფილი ადამიანების ევოლუციაში, რომელსაც ვერ ხსნიან თქვენი მეცნიერები, იყო დაკავშირებული ავატარების მოვლინებასთან, ანუ იერარქიის წარმომადგენლების განსხეულებასთან. ეს იყო პირველი განსხეულება სინათლის, ცეცხლის, აგნის, მზის ანუ სიბრძნის ღმერთის და მისი ძეების, პირველი „პრომეთეს მიჯაჭულობა კლდეზე“.
გველი, რომელმაც ადამიანს ცოდნის ნაყოფი მისცა და ამით „ღმერთის“ (ღმერთების) მრისხანება გამოიწვია, რის გამოც „ღმერთმა“ იგი დაწყევლა და „მთელი ცხოვრება მიწაზე საცოცად განამწესა“, იგივეა, რაც მითი პრომეთეზე, რომელმაც ადამიანებს „ღმერთის“ ნების საწინააღმდეგოდ საღმრთო ცეცხლი ანუ ცოდნა ჩამოუტანა, რის გამოც „განრისხებულმა“ ზევსმა იგი კლდეზე მიაჯაჭვა... ეს ისტორია იგივეა, რაც ისტორია ამირანზე, იგივეა რაც ისტორია აგნიზე (ცეცხლის, მზის ღმერთი), რომელიც ითვლება შუამავლად ღმერთებსა და ადამიანებს შორის (მენტალური ველის შემქმნელი). ღმერთმა აგნიმ ადამიანებს ღმერთების სასმელი სომა გადასცა, რითიც ასევე მათი „მრისხანება“ გამოიწვია...
ინტერნეტიდან:
„მითოლოგიაში, ღმერთებმა უკვდავება მოიპოვეს უკვდავების სასმელის - სომას საშუალებით, რომელიც ღმერთი ინდრას საყვარელი სასმელი იყო. მისი შენახვა ინდრამ ჩააბარა ერთ-ერთ ღმერთს - განდჰარვას. მაგრამ ერთხელაც ცეხლოვანმა ღმერთმა აგნიმ მოიპარა ეს სასმელი და ადამიანთა მოდგმას გადასცა. ამ სასმელს საკრალური თვისებების გარდა (რადგან მას ქურუმები მიირთმევდნენ), ჰქონდა მკაფიო გონების და სასიცოცხლო ძალის მონიჭების უნარი. ეს სასმელი საღმრთო სუბსტანციად მიიჩნეოდა, რომელიც ადამიანებს ღმერთებთან აახლოებდა.“
ზემოთხსენებული მზის ღმერთები ე. წ. ცეცხლოვან იერარქიას წარმოადგენდნენ, რომელთაგან დედამიწაზე განსხეულებულებიდან ერთ-ერთი უკანასკნელები განდჰარვები იყვნენ, სწორედ ის „ღვთის ძენი“, რომლებმაც მიწიერ ქალებზე იქორწინეს და რომლებზეც ბიბლიაში წერია.
ინტერნეტიდან:
„Гандхарвы, в ведийской мифологии Древней Индии группа полубогов. В "Ригведе" обычно упоминается только один Гандхарва – хранитель сомы, иногда отождествляемый с сомой, супруг апсары, женщины вод; от гандхарвов и апсар рождаются первопредки людей – близнецы Яма и Ями. В той же "Ригведе" Гандхарва, пребывающий в верхнем небе, ассоциируется с солнцем и солнечным светом.“
მე გამახსენდა როგორ დამესიზმრა მიქაელი როგორც მზის შუქი... (იხ. „და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ), გამახსენდა, რომ женщина вод შესაძლოა ყოფილიყო ადამიანი ქალი, რადგან წყალი მატერიის სიმბოლოა და მაშინ არაა გასაკვირი, რომ სწორედ ამ წყვილმა შექმნა პირველი ადამიანი, ანუ განდხარვას ავატარებმა ჩასახეს ადამიანებში ინდივიდუალური მენტალური სხეულები საკუთარი ინკარნაციის შედეგად.
„гандхарвы, а вместе с ними, вероятно, и апсары, согласно древнеиндийским текстам, раскрыли смертным тайны неба и Земли, научили людей обращаться с огнем и лечить друг друга, чем вызвали огромное неудовольствие богов - адитьев. В этом отношении они мало чем отличаются от сынов Божьих книги Бытия, стражей книги Еноха и нефилимов "Тикуней Зохар". Все они, "возлюбив женщин Земли", открыли им тайные знания. А в "Ригведе" и вовсе говорится, что "небесный" Гандхарва есть божество, которое знало и раскрыло тайны неба и божественной истины.“
„Гандхарва (санскр. गन्धर्व विवाह) — историческая традиция бракосочетания у индийцев, основанная на взаимном влечении мужчины и женщины, проходящая без ритуалов, свидетелей и участия семьи. Знаменитый пример этой брачной традиции — брак индийского царя Душьянты и Шакунталы, описанный в древнеиндийском эпосе «Махабхарата» и в знаменитой драме Калидасы «Абхиджняна-Шакунтала». Название традиции происходит от слова Гандхарвы — класса полубогов в индуизме, которые являлись мужьями или возлюбленными апсар.“
„Пита́ры или пи́три (санскр. पितृ, Pitṛ IAST — «праотцы») — души умерших предков в индийской культуре, почитание которых занимает в индуизме одно из ведущих мест. Питри принято поминать ежегодно в ходе ритуала шраддха. В индуистских семьях считается обязательным рождение по крайней мере одного сына, который в будущем проводил бы ритуалы по своим родителям. Описание питри содержится в ряде Пуран. Наиболее детально они описываются в «Ваю-пуране» и «Брахманда-пуране». Согласно этим источникам, существуют различные категории питри, которые имеют разного рода происхождение, формы и места обитания. Большая разница проводится между «девапитарами» (божественными питри) и «манушьяпитарами» (духами умерших людей). Одни питри пребывают в райских мирах, тогда как другие — в низших планах бытия. Питри, обитающие на небесах, почитаются как боги. Питри представляют собой изначальные божества, никогда не прекращающие своего существования. Считается, что манушьяпитары могут достигнуть одного уровня с девапитарами и жить с ними в райских мирах. Затем они заново рождаются в конце каждого периода из 1000 махаюг и возрождают миры. От них происходят Ману и новое потомство во время сотворения Вселенной. Существует семь классов девапитаров, три из которых бестелесны (амуртая), тогда как другие четыре обладают телесной формой (самуртая). Три бестелесных разновидности питаров, это ваджраджасы, агнишватты и бархишады. Четыре телесных категории питри, это сомапы, хавишманы, аджьяпы и шукалины (или манасы).“
დევაპიტრებში როგორც ჩანს სწორედ მე-6 ასპექტის 7 სული იგულისხმება, რომელთაგან 4 მატერიალური ფენების „უმდაბლეს მანასებს“ და სამი სულიერს ანუ უმაღლეს მანასებს აძლევს დასაბამს - გავიფიქრე, მაგრამ ფიქრებმა სხვა მიმართულებით წამიყვანეს.
მიქაელი:
- არ გადავიწყდეს რომ მენტალური ველის ფორმირებისას, ანუ როდესაც „ღმერთები“ ჩამოდიან დედამიწაზე და „ცხოველები“ ანუ ბიოლოგიური ფორმები განღმრთობისკენ მოძრაობენ, პროცესში იშლება წარმოუდგენელი დრამა ანგელოზების დაცემით და ადამიანების ცათამაღლებით, წარმოიქმნებიან და ნადგურდებიან დემონური და ციური არსებები, რომელთაგან თითოეული თავის ადგილს ეძებს სიცოცხლის ხეში, თავის როლს ასრულებს და თავის უკვდავებას ებღაუჭება...
- ღმერთების დაპირისპირება... უკვდავების სასმელი სომა... - მომივიდა შემდეგი აზრი, რომელიც მანდვე გაწყდა, იმიტომ რომ საშინელი ძილიანობა მომაწვა, მიუხედავად იმისა, რომ შუადღე იყო. შევეცადე კონცენტრაცია მომეხდინა, მაგრამ თვალები პირდაპირი მნიშვნელობით მეხუჭებოდა, და გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა წერა შემეწყვიტა.