ბოროტებასთან ბრძოლოს ჭეშმარიტი არსი
2019 წელი. 24 ივნისი. ბოროტებასთან ბრძოლოს ჭეშმარიტი არსი. ნაწილი 1-ლი
ღამით მესიზმრება, რომ ძველ ბინაში ვარ. ოთახში უსაშველოდ ბნელა. მე ვცდილობ შუქი ავანთო, მაგრამ რატომღაც ყველა ნათურა გადამწვარია. კარი იღება და ვიღაც შემოდის. გარედან შემოსულ მკრთალ ნათებაში ძლივს ვარჩევ რომ ეს ჩემი ბიჭია, „------„. ის უხმოდ და სწრაფად მიახლოვდება. ზედმეტად სწრაფად!.. უნებურად უკან ვიხევ, რადგან ვხვდები, რომ ეს ჩემი შვილი არ არის. ეს ეშმაკია, რომელმაც ჩემი შვილის გარეგნობა მიიღო. მე მას ხელით ვიჭერ და მაგიდაზე ვაყრდნობ. ჩვეულებისამებრ ხმამაღლა იესოს ლოცვას ვამბობ. ეშმაკი იესოს სახელზე იშმუშნება, თავს კონვულსიურად აქეთ-იქეთ იქნევს და თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემს სიტყვებს არასაკმარისი ძალა აქვს!...
მეღვიძება. გული სწრაფად მიცემს, როგორც ყოველთვის ასეთი სიზმრების დროს. მიქაელის ფიქრები მესმის:
- კარგია რომ შიში თითქმის არა გაქვს, მაგრამ არასწორედ იქცევი. ლოცვის ძალა მაშინ რატომ ჩამოგართვით (იხ. „შავი მაგი“), ხომ გახსოვს? როგორ ვერ ხვდები რომ შენგან სხვა რამეს ველოდებით. დაივიწყე ლოცვის გამოყენება. შენგან რაც მინდა სულ სხვა საფეხურია და მინდა, რომ შენ თვითონ მიხვდე რა უნდა გააკეთო. მე მინდა რომ თქვენ, ადამიანებმა გაიგოთ რაში მდგომარეობს ბოროტებასთან შერკინების ნამდვილი არსი! ნუ აზროვნებ მატერიალური კატეგორიებით! შენ შენს თავდამსხმელს თავად ესხმი თავს! ხომ გახსოვს როგორი სავალალო შედეგი მოყვება ასეთ ქმედებებს, როდესაც ძალას ფლობ!
მე ის სიზმარი გამახსენდა, როდესაც შავი მაგის სული მაჩვენეს, რომელიც ლოცვის ძალით ჩემდაუნებურად დავაზიანე. მე მაშინ ჩემი ლოცვის ენერგიას ნაკადის ფორმა მივეცი და მისი დაბნელებული სამშვინველისკენ მივმართე. ჩემმა ქმედებებმა მას რატომღაც სულიერი სხეული დაუშალა. როგორც მერე მივხვდი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ლოცვის ენერგია არასწორი მოტივაციით გამოვიყენე, რადგან ქვეცნობიერად მასზე შურისძიება მსურდა. მაშინ ორი ადამიანის გადალაპარაკება გავიგონე. ეს ჩემი მასწავლებლები იყვნენ და ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი მიქაელი იყო. მათ მაშინ თქვეს, რომ ლოცვის ძალა ჯობია ჩამომერთვას, თორემ საკუთარ თავს ვავნებ. მაშინ, მახსოვს მიქაელი გამომესარჩლა და სწორედ მეორე ღამე იყო, როდესაც სიზმარში მისი ცეცხლოვანი სხეული დავინახე. მაშინ მახსოვს ვფიქრობდი, რომ ლოცვის ძალა არა კონკრეტულად ადამიანზე, არამედ, რაღაცნაირად გარემოზე უნდა მიმემართა, ერთგვარად მისი მოქმედების არეალი გამეფანტა, რომ დემონი გამეგდო. მაშინ მეგონა რომ ეს იყო ჩემი შეცდომა, მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ მიქაელი რაღაც მეტს ითხოვდა ჩემგან.
მიქაელი:
- სანამ დემონი მოახლოვდება აუცილებლად იგრძნობ დაბალ ვიბრაციებს რაღაც სახით მაინც. სიზმარში ეს ან სიბნელე იქნება, ან სიცივე. მის მოახლოებას იქამდე გრძნობ, სანამ გამოჩნდება...
მან პაუზა გააკეთა და მე მივხვდი, რომ სწორედ ამ დროს უნდა დაამყარო სიტუაციაზე კონტროლი.
- „მე ვაფიქსირებ სიხშირეების ვარდნას..“ - ჩავილაპარაკე მე ფრაზა, რადგან ის ჩემგან სწორედ რაღაც ფრაზებს ელოდა, რომელიც ჩემ ცნობიერებაზე ფორმულასავით იმოქმედებდა.
- სწორია. როგორც კი ამ ფრაზას იტყვი, შენ აღარ ხარ სიზმრის რეალობის მარიონეტი, მისგან მართული პერსონაჟი, შენ ამ რეალობისგან ერთგვარ დისტანცირებას გააკეთებ და დამკვირვებელი გახდები. ამ დროს ნაკლებად მოწყვლადი იქნები, მაგრამ ეს არაა საკმარისი...
მე:
- რატომ მიიღო დემონმა ჩემი შვილის გარეგნობა? - რატომღაც გამიჩნდა კითხვა.
მიქაელი:
- იმიტომ რომ მათი მთავარი იარაღი შიშია. შენ ეს შიში დიდ წილად გადალახე. რქების და ფლოქვების შენ აღარ შეგეშინდებოდა, მაგრამ როცა საყვარელი ადამიანის მოსვლას ელოდები და უეცრად აცნობიერებ რომ ეს დემონია მისი გარეგნობით, ამას შენში ნამდვილად შიში უნდა გამოეწვია. დემონებმა ყოველთვის იციან შენი სუსტი წერტილები. სწორედ შიში იწვევს ადამიანში დამცავი ველის პირველად გარღვევას. ისინი ძალიან სწრაფად ესხმიან თავს. პირველადი განიარაღებისთვის შიში უნდა დაბლოკო!
- „მე არ მეშინია“... - ჩავილაპარაკე მე. ამ სიტყვებს ენის წვერზე ვატრიალებდი. თან ვუკვირდებოდი, როგორ ზემოქმედებს ეს ფრაზა ჩემ ცნობიერებაზე და ზემოქმედებს თუ არა საერთოდ. ამ ფრაზამ მართლა დამცავი ბლოკის ეფექტი მოახდინა.
მიქაელი:
- როგორ ბავშვურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხანდახან ასეთი მარტივი ფრაზები საუკეთესო ფორმულებია! ის ფორმულები რასაც შენგან ველოდები შეიძლება ძალიან მარტივი სიტყვები იყოს, მთავარია საკუთარ ცნობიერებას, საკუთარ შიშებს გასაღები უპოვო. თუ „არ მეშინიას“ ისე იტყვი, რომ თავადაც დაიჯერებ, ეს სიტყვები ლოცვაზე ძლიერი გახდება! შემდეგ რას გააკეთებ? სიტუაცია უნდა დაიქვემდებარო!
მე საკუთარ თავს ჩავუღრმავდი და შევეცადე ძველი გამოცდილებები გამეხსენა, იმ დროიდან, როდესაც დემონები თითქმის ყოველ ღამე მესხმოდნენ სიზმრებში.
- „დალოცვილ იყავი, რადგან როგორც ყველა ცოცხალი არსება შენც ღმერთის ნებით არსებობ და როდესმე შენც დაბრუნდები მის წიაღში!“.
- თუ ამ ფრაზას დემონს ეტყვი, ის სრულიად განიარაღდება! გახსოვდეს, რომ ამით შენ საკუთარ ვიბრაციებს ზრდი და საკუთარი ვიბრაციების გაზრდით შენი გარემოც იცვლება! სიზმარში, ისევე როგორც ნატიფ სამყაროში საკუთარი ვიბრაციის შეცვლით მთელი რეალობა შენ გარშემო მომენტალურად სახეიცვლება! მაგრამ ამ შენს ნათქვამს კიდევ მეტი ჭირდება! დაუფიქრდი რა უნდა გააკეთო!
- ვიბრაციების გაზრდისთვის ცნობიერება უნდა ავწიო ზედა ეთერულ სივრცემდე! ცნობიერების ნაწილი ქვედა რეალობაში უნდა დავტოვო და ნაწილი შენამდე ავწიო.
- თუ ცნობიერება ზედა ეთერულ სივრცემდე (ზედა ოქტავამდე) ასწევ, მაშინ ქვედა რეალობის სიხშირეებიც წამოიწევა! დაიმახსოვრე: პირველ ეტაპია დააფიქსირო დაბალი სიხშირეების არსებობა, მეორე - დაბლოკო შიში, მესამე - მოიყვანო საკუთარი თავი ჰარმონიულ სულიერ მდგომარეობაში და მეოთხე - აწიო რეალობის სიხშირე! ამისთვის ის ფრაზები უნდა გამოიყენო, რომელიც შენ თვითონვე ჩამოაყალიბე. სწორედ მათ ეწოდება „ჰერმეტიკოსის ფორმულები“, რომლებზეც ქიბალიონის ჰერმეტიზმის მე-4 პრინციპშია საუბარი (იხ. „ქიბალიონი. ნაწილი 1-ლი“). ეს ფორმულები თითოეული ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია. დამიჯერე, ამას თუ გააკეთებ, ვერც ერთი დემონი ვერ შეინარჩუნებს თავს შენი თანდასწრებით! ეს ყველაფერი რომ გამოგივიდეს მთავარი დაიმახსოვრე - სამიზნე არა დემონია, არამედ შენი საკუთარი თავი! ყოველთვის, როდესაც ბოროტებას ებრძოლები, საკუთარ თავს უნდა ეომო! ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანებს არ გესმით ბრძოლის არსი!
2019 წელი. 25 იანვარი. ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი არსი. ნაწილი მე-2
რახან საძინებელში მარტოს მძინავს, დაძინებამდე მიქაელს ვთხოვე, რომ სიზმარში დემონი გამოეგზავნა. მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა მისი ნასწავლის გამოყენებას და დემონის მოგერიებას. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ისევ ისე არ მოვიქცეოდი, როგორც ყოველთვის და ლოცვას არ მივმართავდი, რადგან ლოცვით დემონების მოგერიება ბავშვობიდან მაქვს ცნობიერებაში ძალიან ღრმად გამჯდარი.
მეძინება და სიზმარში ვხედავ, რომ რაღაც შენობაში ვმოძრაობ. ეს საბავშვო მაღაზიაა, სადაც თაროებზე უამრავი პლასტმასის და რეზინის სათამაშოა შემოლაგებული. მე დახლებს მივუყვები და სათამაშოებს ვათვალიერებ. „------„-სთვის მინდა რამე შევარჩიო და რეზინის გველთან ვჩერდები. ხელში აღებას ვაპირებ, რომ უეცრად ვაცნობიერებ რომ არც ერთი ეს სათამაშო სინამდვილეში სათამაშო არ არის! ისინი ცოცხალი არსებებია და ყველა მათგანი დემონია! სათამაშოები თითქოს ცოცხლდებიან და მდორედ ბორგვას იწყებენ. პირველი რეაქციაა შიშის ტალღა, რომელიც ცივი ნაკადივით მფარავს... ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ, რადგან უნებურად მეღვიძება. მეღვიძება, მაგრამ დემონურ სიხშირეებს ოთახში ცხადად ვგრძნობ. ეს ის შეგრძნებაა, როცა ყველა კუთხეში ვიღაც გეჩვენება, თითქოს ბნელი არსებების „თვალებს ხედავ“ და მათი „სუნთქვა გესმის“ კეფაში. და მიქაელის ნასწავლი მახსენდება.
- „მე ვაფიქსირებ დაბალი ვიბრაციების არსებობას!“ - ვამბობ ჩემთვის ფიქრებში და ვცდილობ გულის ცემა დავაოკო. შემდეგ ვაყოლებ სიტყვებს „მე არ მეშინია!“ - ამას ისეთი დარწმუნებით ვამბობ, რომ თავადაც ვიჯერებ და შიში მიქრება. შემდეგ სიზმარში ნანახ დემონურ არსებებს წარმოვიდგენ და მათ მივმართავ, - „დალოცვილ იყავით, როდესმე თქვენც დაბრუნდებით ღმერთში!“ - ამ სიტყვების წარმოთქმისას ვგრძნობ, როგორ ვმშვიდდები და გულის ცემა მინელდება. მერე ფიქრებს მიქაელსკენ და „მამა ღმერთისკენ“ მივმართავ. ვცდილობ მათ მიმართ მიკუთვნება შევიგრძნო და ცნობიერებას „ზევით“ ვწევ. ვწევ თუ არა მიქაელს ვუკავშირდები და მისი სითბო მეხვევა. მისი სივრციდან „დაბლა“ ვიყურები და ვხედავ რომ ბნელი ენერგიები გაფანტულია!
- არ ვიცი რამდენად მოვახერხებდი ამას სიზმარში, რადგან ყოველთვის ვერ ვაკონტროლებ სიზმრის რეალობას და ხშირად მაინც ქვეცნობიერად ვმოქმედებ...
- დაივიწყე სიზმრის რეალობა... ამას იმიტომ გასწავლიდი, რომ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გადაიტანო. ის, რაც ნატიფ სამყაროში ან სიზმრის რეალობაში დემონად აღიქმება, თქვენ რეალობაში შეიძლება უხეშად ნათქვამი სიტყვა იყოს, ოჯახური ან სამსახურებრივი პრობლემა. ნებისმიერი ნეგატივი არის დაბალი ვიბრაციის შემოტევა, რომელიც უნდა აწიო არა ამ დაბალი ვიბრაციის მომტან ადამიანზე ან სიტუაციაზე იერიშის მიტანით, არამედ საკუთარი თავის „აწევით“! თქვენ რეალობაში არ იქნება დემონთან შებრძოლების და მისი განდევნის სცენარი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მტრულად განწყობილი ადამიანის მოხიბვლის და გაკეთილშობილების სცენარი, ნაჩხუბარი ადამიანის შემორიგების ან რაიმე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის სცენარი და ას. შ. მინდა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შენ რეალობაში დაბალ ვიბრაციებს გადააწყდები, ყველა ის ეტაპი განახორციელო, რაც სიზმრის მაგალითზე გასწავლე! გახსოვს ჰერმეტიზმის მე-6 პრინციპი?
მე გამახსენდა ქიბალიონის ტექსტის ის ნაწილი, რომელსაც გულისხმობდა:
„ადამიანთა მასები მორჩილად ექვემდებარებიან გარემოს. ვნებებები, სურვილები, მიდრეკილებები მიერეკებიან მათ. მემკვიდრეობა, ეჭვიანობა და სხვა გარეგანი მიზეზები მართავენ მათ, როგორც პაიკებს ჭადრაკის დაფაზე. მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა ფენებში, ისინი თავად მართავენ საკუთარ განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს. ისევე როგორც მათი გარემო, ისინი თავად ხდებიან „მამოძრავებელი ძალა“, იმის მაგივრად რომ იყვნენ „პაიკები“, ისინი თამაშობენ ცხოვრების თამაშს, იმის მაგივრად რომ ცხოვრება თამაშობდეს მათით და მართავდეს მათ სხვისი ნებისა და გარემოებების შესატყვისად. „
მიქაელი:
- „მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა ფენებში, ისინი თავად მართავენ საკუთარ განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს...“ დაუკვირდი ამ სიტყვებს. მინდა რომ კარგად გაიგო, რაც ნიშნავს, როცა შენი ცნობიერება ზედა ოქტავაში იმყოფება და რაც ნიშნავს ამ სივრციდან „ქვედა“ რეალობის მართვა! ის ფორმულა-სიტყვები (აფირმაციები), რომლებიც შენ შენი ცნობიერების ვიბრაციის ასაწევად იპოვე, ასე თუ ისე ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, მანამ სანამ დაცული და განხორციელებულია ზემოთჩამოთვლილი ეტაპების თანმიმდევრობა!
2019 წელი. 27 იანვარი. ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი არსი. ნაწილი მე-3
დღეს დილიდანვე ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს. ძალიან მაკლია ბუნებაში გასეირნება და იმედი მქონდა რომ შაბათ-კვირას მაინც მეუღლესთან ერთად სადმე ქალაქგარეთ გავიდოდით, მაგრამ იმ დროისთვის როდესაც მან მოიცალა მე ისევ უენერგიობა მომეძალა. ამის გამო საშინლად გამიფუჭდა გუნება. დეპრესიულმა განწყობამ იმდენად დამძლია რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და ვერაფერს ვუხერხებდი. ასეთ მძიმე განწყობას დიდი ხანია არ შემოუტევია ჩემთვის. გონებით ვხვდებოდი, რომ ამ მდგომარეობასაც მიქაელის ნასწავლი ფორმულა-აფირმაციები უნდა მოვარგო რომ ცნობიერების სიხშირე ავწიო და ამ ბნელ განწყობას თავი დავაღწიო, მაგრამ დეპრესიამ ჭაობივით ჩამითრია და თითქოს აღარც მინდოდა ამ ჭაობიდან გამოსვლა. ის თითქოს რაღაცნაირად ტკბილი გახდა თავის სიმწარეში. თვითგვემამ და საკუთარი თავის შეცოდებამ გადამძალა. ჩემს ქმარს შევჩივლე ცუდად ყოფნასთან და კარჩაკეტილობასთან დაკავშირებით, თითქოს მისგან შველას ველოდი. რომ არ ჩავთვალოთ ბავშვობის მეგობართან შეხვედრა, იმ დღემ უღიმღამოდ ჩაიარა და ასევე უღიმღამოდ დასრულდა.
ღამისკენ ამ მძიმე მდგომარეობიდან თავისით გამოვედი. მიქაელს ფიქრებით მოვუხმე და ეგრევე ვიგრძენი, რომ უკმაყოფილო იყო. მისგან საყვედური და იმედგაცრუება მოდიოდა. იმედგაცრუება, რომ პირველივე პრობლემის შემოტევას ასე, ძალისხმევის გარეშე დავნებდი.
მიქაელი:
- მე არ მეგონა რომ შენ ჯერ კიდევ იმ სტადიაზე ხარ, როცა ადამიანებს საკუთარი თავი ეცოდებათ და სხვებთან წუწუნით ელოდებიან გარეშე დახმარებას... შენ არასაკმარისად ცდილობ, ის გააკეთო რასაც გასწავლი... თორემ ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდი...
მე ვერაფერი ვერ ვუთხარი რადგან მართალი იყო. არც იმას დავპირდი, რომ მეტ ძალისხმევას გამოვიჩენ, რადგან ეს ისედაც იგულისხმებოდა. უბრალოდ მიხაროდა, ძალიან მიხაროდა რომ ისევ მის გვერდით ვიყავი და მას შევიგრძნობდი, რადგან მე ჩემი მასწავლებლის გაბრაზებაც ისევე მიყვარს, როგორც შექება... და სიყვარულის გრძნობა გავუგზავნე...
ეს დღეები სიზმებში დემონური ვიბრაციების სხვადასხვა ვარიაციებს მიგზავნიდა და ყოველ ჯერზე ვცდილობდი მის მიერ ნასწავლი ფორმულისთვის მიმემართა. მაგალითად იყო სიზმარი სადაც დემონური ვიბრაციების წყარო უსულო საგნები იყო, და მაშინ ამ წყაროს განსაზღვრა განსაკუთრებით მიძნელდებოდა. მაგალითად ერთ-ერთ სიზმარში ჩემს შვილს, რომელიც მაგიდასთან იჯდა რაღაც სტანჯავდა. ამ რაღაცისგან ბავშვი იშმუშვნებოდა და კვნესოდა, მაგრამ ხელიდან ვერ უშვებდა. როდესაც ახლოს მივედი დავინახე რომ კომპიუტერი იყო. ზემოთხსენებული „ვაფიქსირებ დაბალი ვიბრაციების არსებობას“ და შემდგომ „დალოცვა“ ამ შემთხვევაში არ იმუშავებდა. კომპიუტერს ხომ არ დავლოცავდი? ამ შემთხვევისთვის ჩემი „დალოცვა“ ოდნავ შევცვალე და დალოცვის სურვილი მივმართე ზოგადად იმ არსებების მიმართ, რომელიც ამ საგნით (კონკრეტულად კომპიუტერის) საშუალებით დაბალ ვიბრაციებს ავრცელებდნენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ბნელი ენერგიის გამავრცელებელ დემონურ არსებებს თუ ადამიანებს ვლოცავდი, ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა რაღაც ჩემში და ბოროტებაზე გაღიზიანების, შიშის ან შურისძიების სურვილის ნაცვლად გულში მშვიდი და კეთილი გრძნობა ისადგურებდა. ისეთი, როგორიც იესოს შეგრძნებისას ჩნდება ხოლმე, ჩუმი უსიტყვოდ გასაგები მადლი...
სიზმრების ანალოგიურად რეალურ ცხოვრებაშიც იგივეს ვიმეორებდი. ყოველ ჯერზე, თუკი რამე მავნე აზრი ამეკვიატებოდა, ან ადამიანი გამაბრაზებდა, მაშინვე ვიჭერდი ამ მდგომარეობას. ვაფიქსირებდი დაბალი ენერგიების არსებობას, ვლოცავდი ამ ენერგიების მომტან წყაროს, ვბლოკავდი შიშს, რომელიც აღმოვაჩინე რომ თითქმის ყოველთვის, ხშირად გაუაზრებლად და ქვეცნობიერად თან ახლავს ასეთ გამოვლინებებს და ამ ენერგიების ზემოქმედებიდან გამომყავდა თავი. შემდეგ ცნობიერებას ვწევდი და მიქაელს ვუკავშირდებოდი. რეალურ ცხოვრებაში ისე ცხადად არ ჩანდა, როგორც სიზმრებში, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ასე ვიქცეოდი დაბალი ენერგიები იფანტებოდა, დემონური არსებები ქრებოდნენ და გარემო თითქოს ნათთებოდა.
- какая простая истина Михаил… Изменить мир можно только изменяя себя!.. Но сколько всего мне понадобилось увидеть и почувствовать, чтобы до конца осознать ее…
- Люди забывают простые истины, но именно они являются главными ключами просветления, главными постулатами законов духовного и тонко-матерьяльных миров! Для тех кто Видит, это не просто идеи!
მიქაელი:
-ხომ ხედავ კიდევ ერთი წრე შეიკრა და ისევ დავბრუნდით იქ საიდანაც დავიწყეთ, შენ პირველ სიზმართან თელავში (იხ. გვ. 5) ...
ინტერნეტპოსტებიდან:
დისკუსია გარესკნელთან დაკავშირებით
Da to: როგორც ამბობენ, მთლიანი სამყარო, მატერიაც, როცა ქრისტემდე ამაღლდება, ქრისტეში შევა, თუ როგორც უწოდებენ, მაშინ მოისპობიან ეგენიც (მავნე ანუ დემონური ტიპის არსებები) ალბათ და გადავარდებიან გარესკნელში.
Nini Ninikela ავალ, ზუსტად, ქრისტეს რომ სდომოდა მათი მოსპობა იზამდა კიდეც მაგრამ რაიმეს ,,მოსპობა“, მის ბუნებაში არ დევს.
ავალ Da To, გარესკნელში გადაგდება რას უშველით ვერ ვხვდები ))
Imma Imma: ტერმინი "გარესკნელი" დათომ შემოაგდო? :)))) (ვიცი, ბიბლიაში ნახა სადღაც) აინშტაინს თუ ტესლას აქვს ასეთი გამონათქვამი (დაახლოებით მახსოვს): "როცა ადამიანები მიეჩვევიან ყველაფრის დანახვას ენერგიების და ვიბრაციების ჭრილში, ყველაფერი შეიცვლება". და აბსოლუტურად მართალია. ყველაფერს მართავს კანონები. ჩვენ, რახან ჩვენი სენსორიკა გადის მხოლოდ პირველ (ანუ უხეშმატერიალურ) განზომილებაზე, აღვიქვავთ მხოლოდ ფიზიკური სამყაროს კანონებს. ჩვენთვის ცხადია, რომ მე-20 სართულის ფანჯრიდან თუ გადმოაბიჯე, მსოფლიო მიზიდულობის კანონი დაგაბრეხვებს მიწაზე და დაიმტვრევი. დაიმტვრევი იმიტომ კი არა, რომ ღმერთმა დაგამტვრია ან ქრისტემ, არამედ იმიტომ, რომ კანონთან (ამ შემთხვევაში პლანეტის გრავიტაციის) მიმართებაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღე. წარმოიდგინეთ რომ სგავსი კანონები მოქმედებს ნატიფმატერიალურ და სულიერ სფეროებში და ერთ-ერთი კანონი არის კარმა. თუ ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ამ კანონებთან მიმართებაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს (ჩვენ ამას ცოდვების ჩადენას ვეძახით), ის თავის თავს "დაამტვრევს" (ანუ ცოდვისგან სულიერად დაეცემა). არა ღმერთი, არა ქრისტე, არამედ თვითონ დაამტვრევს. ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ როცა პლანეტარული ვიბრაციები აიწევა, ეს "დამტვრეული" სულები ვეღარ მოვლნენ ინკარნაციაში ვიბრაციებში შეუთავსებლობის გამო. სულ ეგაა მთელი "გადაგდება გარესკნელში". სავარაუდოდ მათი სულები სხვა სიხშირეების დიაპაზონში (უფრო დაბალში) და სხვა პლანეტაზე გააგრძელებენ ევოლუციას. ასევე, როცა პლანეტარული ვიბრაციები აიწევს, შესუსტდება უსხეულო დემონური ტიპის არსებების ზემოქმედება ადამიანებზე, ისიც ვიბრაციებში შეუთავსებლობის გამო. რაც შეეხება ნათელ ძალებს (მიქაელის დონის) მათი დანიშნულების ძირითადი მიზანი არის "წარმართონ ევოლუციური პროცესი დედამიწაზე მაქსიმალურად ოპტიმალურად", რომ რაც შეიძლება მეტი სული "დაიჭირონ ბადეში" და რაც შეიძლება ნაკლები მოხდეს "თამაშგარეთ" ანუ მაგ "გადაგდებულებში" (საკუთარი ნებით "გადაგდებულებში). მიქაელის დონის არსებები ბუნებრივია მიყვებიან "მესამე გზას". მიქაელი სულ მეუბნება ხოლმე - აუხსენი რას ნიშნავს მესამე გზა. მე ვახსენე ერთ-ერთ პოსტში, რომ არსებობს ცივილიზაციის განვითარების (და შესაბამისად არსებობის) სამი გზა, რომელსაც სანსკრიტზე ქვია: იანტრული, ტანტრული და მანტრული. იანტრული (პირველი გზა) არის ჩვენი ამჟამინდელი ყოფა და ჩვენი ცივილიზაცია, ანუ, როცა ვითარდება მხოლოდ უხეში მატერია და მხოლოდ მისი კანონები აღიქმება. ტანტრული (მეორე გზა) არის მაგიის, ანუ ნატიფმატერიალური სფეროების ათვისების და მათი კანონებით ცხოვრების გზა. ეს არის მაგების მოქმედების არეალი და მაგიური ცივილიზაციები. აქ დუალური კონცეფცია ისევე მძაფრია, როგორც იანტრულში. შავი და თეთრი მაგია გამუდმებით ერთმანეთს ეჯახება. აქაც მიდის ხოცვა-ჟლეტა, ოღონდ ნატიფი ენერგიებით, სტიქიების ენერგიებით და ას. შ. და მესამე გზა არის მანტრული ანუ სულიერი. აქ დუალობის კონცეფცია სუსტდება. ჰარმონიის დონე მაღალია და ტანჯვის დონე თითქმის არაა (უფრო დაძაბულობებია ვიდრე ტანჯვა). ესაა საღმრთო კანონებთან შესაბამისობაში ცხოვრება, სულიერ ტრიადასთან კავშირში ცხოვრება, მოქმდება ხდება მენტალის ძალით ნატიფ და უხეშ მატერიაზე ზემოქმედებით. ხოლო მეტალში სრულად ტარდება ზევიდან ქვევით სულის იპოსტასი, ანუ სულიწმინდა. აქ "ბრძოლა" ხდება მხოლოდ სულის გამონათებით სხვების "აღდგენით", უფრო დაბალვიბრაციული სულების "წამოწევით". მიქაელი: "ჩემი სულის თვისებები „მეომრის“ თვისებებიდან განვითარდა, რომელიც უმაღლეს გამოვლინებაში სულის ნათებით, სიბრძნით და სიყვარულით ბრძოლას გულისხმობს". ეს "ბრძოლა" არც არის ბრძოლა ჩვენი გაგებით. ეს არის ვიბრაციების აწევა საკუთარი სულის ინდივიდუალობაში გარდატეხილი სამღმრთო ენერგიით. ერთი რომელიღაც ანგელოზი ჩემი სიზმართხილვიდან: „ჩვენ არავის ვანადგურებთ, ჩვენ ან ვაგდებთ ან აღვადგენთ!!!““ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დევს იმ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ ამ მესამე გზას მიყვებიან. სასულიერო პირები წესით ამ მესამე გზას ეკუთვნიან. ამიტომ სწორედ მათზეა (მესამე გზის მიმდევრებზე) ყველაზე მეტად დამოკიდებული წამოიწევა თუ არა პლანეტარული ველები. მე ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფის წევრებს, ვინც ამ პოსტებს, მსგავსი ტიპის ლიტერატურას კითხულობს და საერთოდ იცის რას ნიშნავს სიტყვა „გნოზისი“, პოტენციურად შეუძლიათ ამ გზაზე შედგომა. გაგება მაინც. მე არ ვგულისხმობ რომ აუცილებლად სასულიერო პირი უნდა გახდე. მესამე გზა არის უდიდესი გამოვლინება „კეთილი გულის“. ამაზე მინდა ერთი პასაჟი მოვიყვანო. მიქაელმა მე მაღალი თამასა დამიწესა. მე არ ვთვლი, რომ ასეთი ვარ, მაგრამ მისი სიტყვები „შენი იარაღი მხოლოდ კეთილი გულია და ამის იქით არაფერი გაგაჩნია“ დამოკლეს ხმალივით მადგას თავზე ყოველთვის, როდესაც ცუდი სიტყვა, ფიქრი ან მოქმედება წამომცდება. მეც ვერ მივსდევ ამ მესამე გზას ბოლომდე. ძალიან ძნელია. ის რაც ამ პასაჟშია აღწერილი, ანუ როცა მე შურისძიების მიზნით ადამიანის ეთერული ველის დაზიანება მოვინდომე, ტიპიური ტანტრიზმია (ანუ მე-2 გზა), ხოლო ის რაზეც მიქაელმა მიმითითა მე-3 გზაა.