გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ცნობიერების მე-7 დონე

 

2018 წელი. 29 ივნისი.თბილისი. ცნობიერების მე-7 დონე.

ალბათ ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რას ვაკეთებ მარტო, საათობით ჩემ ოთახში გამოკეტილი. ვზივარ და ერთ წერტილს ვუყურებ. როგორ ავუხსნა რომ ჩემ წინ მთელი სამყაროები იშლება... რატომ მაქვს ისეთი გრძნობა რომ აქ აღარ ვარ? რომ ჩემი დიდი ნაწილი სადღაც სხვაგან არის?.. ფიზიკურად აქ ვზივარ მაგრამ სხვაგან ვარ... მავიწყდება რომ დრო გადის... მავიწყდება ჭამა, მავიწყდებიან ბავშვები... სად არიან? რას აკეთებენ? რა დრო გავიდა? ჩემს გულს უბრალოდ უკიდეგანო სიყვარული ავსებს... ვინ არის ის ვის მიმართაც სიყვარულს განიცდი ან ვინ არის ვინც ამ სიყვარულს გრძნობს?..

მიქაელი:

- შენი გული გაიწმინდა და დიდ სიყვარულს ასხივებდა, მაგრამ ეს სიყვარული ძალიან „ადამიანური“ და ჩემზე მიმართული იყო. როდესაც გული კიდევ უფრო იწმინდება, ის უბრალოდ უწყვეტი წმინდა სინათლის გამოსხივების წყარო ხდება... უწყვეტი წმინდა სინათლის... როდესაც აღარც ის არსებობს ვინც უყვართ და აღარც ის ვისაც უყვარს... როგორ ველოდებოდი ამ მომენტს... ამ მდგომარეობას მუდმივად ვერ შეინარჩუნებ, მაგრამ როდესაც სული „უწყვეტი წმინდა სინათლის“ გამოსხივებას ეზიარება, ის მას ვეღარასდროს ივიწყებს. ეს შენი შუქურაა, რომლისკენაც აწი ყოველთვის იქნები მიმართული, როგორი ავდარი და ქარტეხილიც არ უნდა დაგატყდეს თავს...

2018 წელი. 1 ივლისი. ტრიკვეტრი

მე:

- ერთ-ერთ სიზმარში ამულეტი მაჩუქე, რომელსაც როგორც ვნახე, კელტური ტრიკვეტრი ჰქვია. მეუღლეს ვთხოვე, რომ ასეთი საკიდი შეეკვეთა ჩემთვის. რას ნიშნავს ეს სიმბოლო?

imma40

ნახ. 5. ტრიკვეტრი

მიქაელი:

- триединство!

- ეს სამობრივი პრინციპის მაჩვენებელი სიმბოლოა?

- შენ იცი!

- სამება! - ვაგრძელებ მე - მამა, ძე და სული წმინდა, ნივთიერების სამი მდგომარეობა: მყარი, თხევადი და ორთქლი; ადამიანის სამმაგი აგებულება: дух, душа и тело. ალბათ სხვა ანალოგიებიც არსებობს. ერთის სამი სახით, სამი იპოსტასით არსებობა!

- სამობრივი პრინციპიც სამყაროს ერთ-ერთი ფრაქტალური სტრუქტურაა.

- როდესაც გამოვლენილ სამყაროს ახსენებ, გულისხმობ რომ გამოუვლინებელიც არსებობს?

- კი. ეს წმინდა ცნობიერების მდგომარეობაა, სადაც არაფერია წმინდა სახით არსებული ცნობიერების გარდა.

- როგორია ეს განზომილება?

- შენ იცი...

მე ვცდილობ წარმოვიდგინო და მახსენდება ის „ჩაწყდომის“ შეგრძნება, რომელიც მაშინ გამიჩნდა, როდესაც მიქაელმა თავისი გულის ველში გამაერთიანა. წამიერი შეგრძნება იყო, რომელიც მერე რამდენჯერმე, უფრო მკრთალად, მაგრამ მაინც განმეორდა.

- თითქოს რაღაც ნაკადებს მიყვები, მაგრამ თან შენ თვითონ ხარ ეს ნაკადი... ამ მდგომარეობაში ენით აუღწერელ ნეტარებას განიცდი... რატომ უნდა გინდოდეს გამოვლენილ სამყაროებში არსებობა, თუნდაც სამოთხისეულ გამოვლენილ სამყაროში, თუ ასეთი მდგომარეობაც არსებობს?

(ეღიმება)

- რატომაც პირველწყაროს უნდა თავისი თავის გამოვლენა და რატომაც ჩვენ ყველა ერთიან ორგანიზმს წარმოვადგენთ და ერთ სულს არ შეუძლია საუკუნო ნეტარება დაიმკვიდროს, სხვების მსახურების გარეშე, ისე, რომ მისი ძმები და დები სადღაც იტანჯებოდნენ. ეს განზომილება ისეა მოწყობილი, რომ სანამ დიდი ციკლი არ დასრულდება, სულები მანდ მხოლოდ დროებით ხვდებიან, რადგან თუ სულის არჩევანია ამ განზომილებაში საუკუნო ნეტარება დაიმკვიდროს სხვების დავიწყებით, ის „ეგოიზმის“ გამო ამ განზომილებიდან ვარდება, ხოლო თუ თუ სხვების დახმარების გამო ისევ გამოვლენილ სამყაროში დაბრუნებას გადაწყვეტს, ის ამ განზომილებას, გამოდის რომ, ნებით ტოვებს. სამოთხისეულ გამოვლენილ სამყაროებში ცოცხალი არსებები არ იტანჯებიან, მაგრამ ისინი ღმერთის სამსახურში დგანან რაც თავისზე ქვემდგომების მსახურებაში გამოიხატება. სულიერ სამყაროში არა ზემდგომს არამედ ქვემდგომს ემსახურებიან, რადგან მიზანი არის ჩამორჩენილი, დაბალი ცნობიერების საფეხურზე მდგომი სულების წამოწევა. დამიჯერე, რაც უფრო აღმატებული ხდება სული, მით მეტ ერთიანობას გრძნობს ის სხვებთან და ეს ერთიანობა მას უკან, სხვათა დახმარებაში აბრუნებს. ჩვენ ადამიანების სულიერ წინსვლას ვეხმარებით. შეიძლება ითქვას ჩვენ ადამიანების მსახურებაში ვართ, რაც სინამდვილეში ღმერთის მსახურებაა. ხოლო წმინდა ცნობიერების განზომილება, მხოლოდ იმის შეხსენებაა, თუ საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. განა ეს კითხვა არ არის, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს?

* * *

- ხანდახან შენი სულის ძლიერ დაძაბულობას ვგრძნობ. რას ნიშნავს ეს?

- გამოვლენილი სამყაროები ყოველთვის დუალურია და შუქ-ჩრდილს ყოველთვის შეიცავს, მაგრამ სხვადასხვა სენსორული სტატუსის და ცნობიერების სიხშირის ცოცხალი არსებები ამ დუალობას სხვადასხვა ინტენსივობით აღიქვავენ. ჩემ განზომილებაში, ჩვენ არ განვიცდით ტანჯვას ისეთი სახით, როგორც თქვენ, მაგრამ ჩვენ განვიცდით უდიდეს სულიერ დაძაბულობას, რომელიც ქრისტეს სისხლიანი ოფლის მდგომარეობას ჰგავს. ძალების ასეთი მობილიზაცია ხშირად გარდაუვალია მატერიალური სამყაროში მძიმე ნეგატიური გამოვლინებების ასარიდებლად.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff