გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

მენტალური პლანეტარული ველის ევოლუცია

 

2018 წელი. 9 აგვისტო. ბათუმი. მენტალური პლანეტარული ველის ევოლუცია

წერაქვისგან განსხვავებით ბათუმში ყოფნა მიჭირს. მიჭირს კონცენტრაცია და ენერგიის ნაკლებობას განვიცდი, მაგრამ მაინც ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, თუნდაც იმ ძირითადის შესახებ, რასაც მიქაელი მიგზავნის.

- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ადამიანის მენტალური სხეულის განვითარებაზე გინდა მესაუბრო... - მივმართავ მე.

- როგორც ხვდები, სწორედ ეს სხეულია, რომელიც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს და სწორედ ამ სხეულის ევოლუცია მიმდინარეობს დედამიწაზე. როგორც „ცხოველს“, როგორც ბიოლოგიურ სახეობას, ადამიანს უკვე აქვს დასრულებული ფიზიკური, ეთერული და ასტრალური სხეულები ანუ მის სულს სრული გამოცდილება აქვს შეძენილი ამ განზომილებებეში არსებობისა, მაგრამ მენტალური ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

imma45

ნახ. 10. ა) ცოცხალი არსებების; ბ) ადამიანის სხეულების და გ) ადამიანის მენტალური სხეულის გრადაცია 7-ობრივი ფრაქტალით.

ამჟამად, კაცობრიობის ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანის მენტალური დონე შეესაბამება მე-3 („ვნებების და სურვილების“ მენტალური დონე) და მე-4 („ინტელექტუალური მენტალური დონე“) დონეებს. ამიტომაა, რომ თუ ადამიანს რაღაც მიზეზის (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, დაავადება და ას. შ) გამო მე-3 თვალი აეხილა, მისი ხედვა ძირითადად მე-3, ანუ ასტრალურ ველზე გადის. განსაკუთრებით თუ ის არასუფთა ადგილას, მაგალითად, დიდ ქალაქში იმყოფება. ისევე როგორც ცოცხალი არსებების თქვენთვის ასე ნაცნობი სასიცოცხლო ციკლები დედამიწის წრებრუნვებთან ანუ სხვა სიტყვებით კოსმოსურ ციკლებთან არის დაკავშირებული, ასევე კოსმოსურ ციკლებთანაა დაკავშირებული კაცობრიობის მენტალური სხეულის ევოლუცია. ახლა კაცობრიობა სწორედ იმ ფაზაში შედის, როდესაც ადამიანის მენტალური ველი მე-5 (და ნაწილობრივ მე-6) დონემდე ანუ „სულიერ მენტალურ დონემდე“ უნდა ამაღლდეს. ამ დონეს ზოგიერთი „ბრძენ გულს“ უწოდებს. მაგრამ როგორც მოსავალს, რომელმაც რაღაც მიზეზით ვერ მოასწრო ზრდა-განვითარების დასრულება და მოსავლის აღების პერიოდისთვის მოუმწიფებელი აღმოჩნდა მეორე შანსი არ მიეცემა, რადგან მისი დრო წავიდა, ასევე ის ინდივიდები, რომელიც ახალ კოსმოსურ პირობებს არ შეესაბამებიან, ვერ გააგრძელებენ ევოლუციას. ეს არ არის სრულიად სამყაროს დასასრული, არამედ ახალ სტადიაზე, ახალ ეპოქაზე გადასვლაა, მაგრამ ყოველ გადასავლას წინ უძღვის ძველის განადგურება, უდიდესი დაძაბულობები და ამ სირთულეების ფონზე ახლის დაბადება. დედამიწა დიდხანს ვერ იარსებებს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, რადგან ყველა მისი ენერგეტიკული ველი წონასწორობიდანაა გამოსული. ნებისმიერი გადახრა წონასწორობიდან კი აღძრავს შესაბამის ძალებს, რომ სისტემა ახალ წონასწორობაში დააბრუნოს. ეს უნივერსალური კანონია, რომელიც როგორც დიდ ასევე მცირე ფრაქტალურ სტრუქტურებზე ვრცელდება! ახალი მენტალური დონის ევოლუციას ახალი პლატფორმა დასჭირდება. ძალიან ბევრი შეიცვლება პირველი სამი განზომილების და მათი არსებების დონეზე, ანუ დედამიწის გარსი თავისი გეოლოგიით და კლიმატით (1 განზ) და ფლორა ფაუნის სახეობები (მე-2, მე-3 განზ) ასევე შეიცვლებიან. როგორც თქვენი მეცნიერები უკვე ამჩნევენ მიმდინარეობს გლობალური კლიმატური ცვლილებები და ბიოლოგიური სახეობების გლობალური ამოწყვეტა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff