გარდაცვლილი დედის სულთან შეხვედრა
გარდაცვლილი დედის სულთან შეხვედრა
მთელი ეს თვე მიქაელი ჩემგან მუდმივად ერთს ელოდება, რომ ვიბრაციის შენარჩუნება ვისწავლო. დაღმავალ პერიოდებში ვიბრაციის აწევა მოვახერხო, ხოლო აღმავალში მისი რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება. ამისთვის ყველა იმ ხერს მივმართავ, რაც მან ჰერმეტიზმის პრინციპების შესაბამისად მასწავლა: ნეგატივის საპიროსპირო ენერგიით ჩაქრობა, ნატიფი სხეულების შესაბამისი ენერგიების შემოდინებით აწევა, ჰერმეტული ფორმულების გამოყენება. ამ დროს ცნობიერების ნაწილი მუდმივად მის დონეზე, უმაღლეს ეთერულ სივრცეში უნდა მეჭიროს. ასეთი ცნობიერების დაქსაქსვა ყველაზე მეტად მიჭირს, მაგრამ გარკვეულწილად მაინც ვახერხებ.
ჩემმა პრაქტიკებმა შიშის დათრგუნვასთან და მიქაელის დონეზე ცნობიერების აწევასთან დაკავშირებით როგორც ჩანს თავისი შედეგი გამოიღეს... და ერთხელ თავხედური კითხვაც კი დამებადა - ნუთუ მართლა აღარფრის მეშინია? დავუსვა კი ჩემ თავს ეს კითხვა? ყველა ადამიანს ყველაზე მეტად ახლობლების გარდაცვალების ეშინიათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა უმაღლესი ეთერული სივრცის დონეზე, გარდაცვლილ ახლობლებთანაც შესაძლებელია ურთიერთობა...
...ეს შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა, როცა ცნობიერების ერთ-ერთი აწევისას ძალიან მომინდა გარდაცვლილი დედის ნახვა და ეს შეხვედრა მართლა შედგა!
...შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი. ჩემთვის ნაჩვევ უმაღლეს ეთერულ ოქტავანმდე ცნობიერება ავწიე და უეცრად გავაცნობიერე, რომ ძალიან ლამაზ, მასური სვეტებით გაწყობილ და ძვირფასი ქვის ფილებით მოპირკეთებულ ფართო დარბაზში ვიდექი... ასეთი ვიზუალიზაცია ამ სივრცეში ჯერ არ მომხდარა. მე უშველებელ დარბაზს ვუყურებდი, რომ უეცრად დედა და ბებია შემოვიდნენ... აღარ აღვწერ ჩემს გრძნობებს და ჩვენს საუბარს, რომლებიც დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. მინდა მხოლოდ ის ვახსენო, რომ დედამ ამიღწერა ის სამყარო, სადაც იმყოფებოდა და მე გამიკვირდა, რომ მის სამყაროში მეც ვიყავი... ხო, როგორც ჩანს ჩემი მაშინდელი სიტყვები, რომ „იქ ყველაფერი შესაძლებელია, რაც როდესმე იყო, არის ან იქნება“, რეალური აღმოჩნდა (იხ. „დედის გარდაცვალება და საზვერეები“)... ამის წარმოდგენა ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩვენი, ადამიანების ცნობიერება მხოლოდ ერთ რეალობასთანაა მიბმული, მაგრამ როგორც ჩანს პარალელურად სხვადასხვა რეალობებში თანაარსებობაც შესაძლებელია ან იქნებ ის „მე“ რომელიც დედაჩემის „სამოთხეშია“ მხოლოდ მისი რეალობის ილუზიაა? ეს მოვლენა ბოლომდე მაინც ვერ გავიგე. დედამ ამიხსნა, რომ ამ „სამოთხის ტიპის რეალობაში“ იქამდე იქნება, სანამ მისი ბოლო ინკარნაციის ანუ დედაჩემად ინკარნაციის ინდივიდუალობის ენერგია არ ამოიწურება. ამასაც ბოლომდე ვერ მივხვდი. მან „ქვევით“ ჩამახედა და მითხრა, რომ მისი შემდეგი ინკარნაცია მზადდება და ის ბიჭად დაიბადება. მე რაღაცნაირად უნებურად, შინაგანი ხედვით დავინახე მისი ეს ახალი ინდივიდუალობა და ჩემმა გონებამ მაშინვე ჩაავლო იმ საერთოს რაც მის ბოლო და მომავალ ინდივიდუალობებს აერთიანებდა... რადგან იყო რაღაც მსგავსება, რაღაც საერთო ამ ორ, უკვე გარდაცვლილ და ჯერ არდაბადებულ პიროვნებებს შორის...
- როგორ დიდხანს ველოდი, რომ ეს „საერთო“ რაც დედის ინკარნაციებში ასე უცებ დაინახე, შენ თავში შეგეცნო... - გავიგონე „ხმა“ და დარბაზში ახალგაზრდა თეთრ ტანისამოსში ჩაცმული ქარათმიანი მამაკაცი შემოვიდა. მიქაელის ცნობისთვის ბევრი დრო არ დამჭირვებია და დედასთან მომერიდა, რომ ჩემს გულს ისევ არ გამოენათებინა მის დანახვაზე იმ სიხარულის და სიყვარულის გამო, რომელიც მასთან ყოველ შეხვედრას ახლდა თან.
- ეს ადამიანის ჭეშმარიტი არსია, მისი უმაღლესი მე, მისი უკვდავი სული... - მითხრა მან.
24 მარტს დამატებული
ტექსტის ამ ნაწილის ჩასმა ჩემმა მასწავლებლებმა მოგვიანებით მთხოვეს გამონაკლისის სახით. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია, მაშინაც მომაწოდეს, მაგრამ მაშინ კარგად ვერ გავიაზრე. როგორც მივხვდი დედაჩემთან შეხვედრის მერე, მისი „რეალობა“ წარმოადგენდა სწორედ იმ ბოლო „საზვერეს“ რეალობას, რომელიც მე მაშინ ჩემ სიზმარში ვნახე, სადაც მისი „იდეალური სამყარო“ არსებობდა (იხ. „დედის გარდაცვალება და საზვერეები“). როგორც ჩანს, როდესაც მე მოვუწოდე, რომ ქრისტესთან გამომყოლოდა, მან ეს არ გააკეთა, რადგან სწორედ ეს რეალობა და არა ღმერთში დაბრუნება იყო მისი სულის ნამდვილი მოთხოვნილება. სწორედ ეს რეალობა სურდა მას და ვერ მიიღო ცხოვრების განმავლობაში. ქვედა 2 ნატიფმატერიალურ სფეროს კარგი ადამიანის სული მარტივად გადის, თუმცა ასტრალური ანუ მე-3 ველის „საზვერეში“ გავლის დახმარება დედასთვის მაინც დამჭირდა. მაგრამ მე-4-ში ყველა იჭედება იშვიათი გამონაკლისების გარდა. ეს საკუთარი „მე“-ს აღქმაა, რომელიც მე-4 ველში მიწიერი „მე“-ს ანუ მიწიერი მენტალის ინდივიდუალობას წარმოადგენს. რადგან ადამიანი ცხოვრების განმავლობაში თავის ჭეშმარიტ „მე“-ს ვერ შეიცნობს, მისი ცნობიერება მე-5 განზომილებას უბრალოდ ვერ წვდება და ჩერდება თავისთვის ნაცნობ სიტუაციაში. კარგი ადამიანის შემთხვევაში, ეს სიტუაცია „სამოთხისებურ“ ვარიანტს წარმოადგენს, სადაც მისვე უმაღლესი ტრიადა და განსაკუთრებით მისი უმაღლესი მენტალი ანუ ქრისტესეული ცნობიერება, ანუ მე-6 ასპექტი ახდენს ამ „რეალობის“ მატერიალიზაციას (ნატიფმატერიალურ რეალობაში) და მონადა იმდენ ხანს იმყოფება ამ რეალობაში, რამდენ ხანსაც ყოფნის ამ აწ უკვე დასრულებული ინკარნაციის ინდივიდუალობას ენერგია. ეს ყველაფერი ერთგვარ ლამაზ სიზმარს გავს, რომელიც სულს სიკვდილის მერე „ესიზმრება“.
როგორც მივხვდი ყველა ის რიტუალი, რომელიც ჩვენთან ცნობილია, როგორც წინაპართა პატივისცემის, გარდაცვლილთა სულის შესაწევი, ეგვიპტური მუმიფიცირების, სიკვდილშემდგომი თაყვანისცემის და ას. შ. ემსახურება ენერგიის მიწოდებას გარდაცვლილი ინდივიდუალობისთვის, რომ ის თავის პერსონალურ სამოთხეში რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეს. მაგრამ როდესაც ენერგია ამოწურულია, სული ხელახლა ინკარნირდება დედამიწაზე და ეს რეინკარნაციული წრებრუნვა მანამ გრძელდება სანამ მონადა არ ისწავლის საკუთარი უკვდავი სულის აღქმას. დედამიწის მე-2 ანუ ეთერულ შრეში იჭედებიან ის სულები, რომლებმაც ამ შრის შესაბამისად იცხოვრეს და უძლიერესი მიჯაჭულობა აქვთ მატერიალურ ნივთებზე, საჭმელზე, სხეულის სიამოვნებებზე, ადამიანებზე და მოვლენებზე. ეს სულები „მოჩვენებების“ და ეგრეთ წოდებული „მშიერი სულების“ კატეგორიაა, როლებიც დაბალი ვიბრაციების გამო ფაქტიურად არაცნობიერ მდგომარეობაში იმყოფებიან და მუდმივ შიმშილს განიცდიან, რადგან მათი „ენერგეტიკულ“ დონეზე ჩამოვარდნილი ცნობიერება მუდმივად ეძებს საკვებს მატერიის იმ გამოვლინებებში, რომლებზეც ასე იყვნენ მიბმულნი მიწიერ ცხოვრებაში. რაც შეეხება დრაკონის ეგრეგორს, ეს ქვესკნელის რეალობაა და იქ ვარდებიან იმ ადამიანთა სულები, რომელთა სულის ჯამურმა გამოსხივებამ მინუს ნიშანი ანუ დემონური, შიგნით შებრუნებული გამოსხივება შეიძინა. ეს სულები უძლიერესი ტანჯვით შესაბამისი ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობის შემაკავებელი ენერგიისგან თავისუფლდებიან და მალევე რეინკარნირებენ ასევე მძიმე პირობებში.
ხოლო თუ ადამიანი ცხოვრებაშივე ამღლდა თავისი უმაღლესი „მე“-ს აღქმამდე ის აუცილებლად თავის მე-6 და მე-7 ასპექტსაც ეზიარება, რადგან ეს სამი, როგორც სამკუთხედი, ერთიან ტრიადას წარმოადგენენ. თუმცა ამ სამიდან დომინირებს ხოლმე ერთ-ერთი იპოსტასი, იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ევოლუციურ საფეხურზეა სული. უმაღლესი „მე“-ს აღქმისას ადამიანი უმაღლეს მანასს ანუ ქრისტესეულ ცნობიერებასაც ერწყმის, როგორც მის გამოვლინებას და პირველწყაროს იპოსტასსაც როგორც საკუთარი უმაღლესი „მე“-ს გულისგულს! თუ ეს სიმბოლურად წოდებული 7-ივე საზვერე გავლილია, მონადა აღარ საჭიროებს დედამიწაზე ადამიანური ინდივიდუალობის დახვეწას, რადგან მიზანი მიღწეულია - ღმერთმა შეიძინა მორიგი ინდივიდუალობა, რომელიც მისი გამოვლინებაა და ეს „უკვდავი“ ინდივიდუალობა იკავებს ადგილს სიცოცხლის ხეში მომავალი ევოლუციური ციკლის დაწყებამდე. ამ ციკლის დაწყებამდე ეს სული უმაღლეს სამოთხისეულ განზომილებაში იმყოფება მე-5, მე-6 და მე-7 დონის ღვთაებებს შორის. ამას რუსულად вознесение ჰქვია, ხოლო ქართულად ცათამაღლება.
ინტერნეტპოსტებიდან:
კომენტარებში
Da To: ისე, ხშირად მიფიქრია,სამებას როცა ახსენებენ, მამას-ძეს-სულიწმინდას, ადამიანი რომ მაღლდება ბოლომდე, რამდენადაც შეიძლება და ჩადებულია მასში, მეოთხე წევრივით ხომ არ ხდება რამე. დემიურგი უნდა გახდესო რო გავიგე, ახალი არსებაო, მაგაზე გამახსენდა.
Imma Imma: არა. თვითონ ხდება ადამიანი სამების ნაწილი, ოღონდ ასევე ფრაქტალის პრინციპით. როგორც სამკუთხედი სამკუთხედში. მე ერთ-ერთ პოსტში დავწერე მიქაელზე, რომ მისი ცნობიერება სამების მდგომარეობაშია. ძირითადად მე-6 დონეზეა, მაგრამ მე-5-შიც და მე-7-შიც. ხოდა საქმე იმაშია, რომ როცა ადამიანი გადადის მე-5 განზომილებაში, ღმერთთან თანამყოფობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის მე-6 და მე-7 დონესაც ეზიარება. სამკუთხედი იკვრება. ძირითადად მე-5-ზე ვიბრირებს, ამიტომ მე-5 განზომილების არსება ქვია, მაგრამ ამავე დროს უმაღლესს მანასს (უმაღლეს მენტალსაც) აღიქვავს, როგორც საკუთარ თავს და ღმერთის ცნობიერებაშიცაა (მე-7 დონე). სწორედ ეს სამების მდგომარეობა, ეს სამკუთხედი აძლევს საშუალებას მე-5 განზომილების არსებას იყოს ღმერთის ნების გამტარი, მისი შემსრულებელი. ეჭვი მაქვს რომ მასონური სიმბოლო სამკუთხედი თვალით, სწორედ ამას ნიშნავს, ან ნიშნავს უბრალოდ სულიერ ტრიადას, ან კონკრეტულად რომელიღაც მე-5 განზომილების "მმართველ" არსებას.