გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ენერგომკურნალებზე და ზოგადად მკურნალობაზე

 

2018 წელი. ენერგომკურნალებზე და ზოგადად მკურნალობაზე

მიქაელი:

- ძალიან სამწუხაროა რომ ქრისტიანობაში და სხვა გავრცელებულ რელიგიებში დაიკარგა ცნება კარმაზე და რეინკარნაციაზე. ამ ორის გარეშე შეუძლებელია რაიმეს ახსნა. კარმა გამოვლენილი სამყაროს მატრიცის უნივერსალური, ერთგვარი წონასწორობის შენარჩუნების კანონია. ისევ ქანქარას მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძალა, რომელიც ქანქარის გადახრის საპირწონედ აღიძვრება, რომ ქანქარის ისარი „სწორ გზაზე“ დააბრუნოს. ასევეა ადამიანი, სწორი „ცხოვრებისეული მისიის“ გზიდან გადახვევისას, მას „ცუდი კარმა“ ურტყავს, რომ უკან „სწორ გზაზე“ დააბრუნოს. ცოდვებით ჩადენილი ნეგატიური კარმა ადამიანის სულიერი სიბრტყეების ფენებზე ესე ვთქვათ „ზევიდან ქვევით“ ილექება შავი ლექის სახით. არ დაგავიწდეს, რომ „ლექი“, ისევე როგორც მისი „დანახვა“ მხოლოდ ერთ-ერთი აღქმის ფორმაა კონკრეტული სენსორული სტატუსის ცოცხალი არსებისთვის. მაგალითად, სამყაროში არსებობენ არსებები, რომელთა აღქმა არა ვიზუალიზაციაა არამედ ხმოვანი ვიბრაციების გაგონებაა. მათ „ესმით“ და არა „ხედავენ“ ინფორმაციას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეხლა ეს შენთვის. ისინი სამყაროს აღიქვავენ როგორც მუსიკას და მათი რეალობა ერთი დიდი სიმფონიაა. სხვადასხვა არსებათა სენსორული სტატუსის ნაირსახეობები ცალკე ფართო თემაა. რეალობა წარმოადგენს ტალღებისა და ენერგიისგან შემდგარ ინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა სენსორული აღქმის მქონე არსებები სხვადასხვანაირად აღიქვავენ. რაც შეეხება ადამიანებს, მათ ნატიფი სამყაროს უფრო ვიზუალური აღქმა ახასიათებთ, იშვიათად ხმოვანი და კიდევ უფრო იშვიათად ყნოსვითი ან შეხებითი. მაგრამ მე მინდა ისევ დაუბრუნდე იმას, როგორ „გამოიყურებოდა“ შენ სიზმარში შავი მაგის სული (იხ. „შავი მაგი“). ეს შავი ლექი მატერიალურ განზომილებაში სხვადასხვა სახით, ხშირად დაავადებების სახით ვლინდება და კარმის გადმოსვლა ყოველთვის ადამიანისთვის ყველაზე ოპტიმალური, მარტივად გადასალახი გზით მიმდინარეობს. ამის გააზრება უაღრესად მნიშვნელოვანია! დაავადება არასდროს არ ჩნდება შემთხვევით. რატომ დამემართა და რაღა მე დამემართა - ძალიან უადგილო კითხვაა. ჩადენილი ცოდვა ჯერ კარმულ დანალექად სულის ზედა სიბრტყეებში, მაგალითად მენტალურ სხეულში ყალიბდება და შემდეგ ადამიანის ბიოველში, ხოლო იქიდან ფიზიკურ სხეულზე გადმოდის. დაავადების აღმოფხვრა შესაძლებელია, თუ მის სულიერ წინაპირობას მიაგნებ და აღმოფზვრი. სხვათაშორის ჭეშმარიტი მონანიება, სწორედ ამ პროცესს ემსახურება. მაგალითად, ცოდვა შეიძლება იყოს მუდმივი უკმაყოფილება, აგრესიის ხშირი გამოვლინებები, ცილისწამება, სხვა ცოცხალი არსებებისთვის ზიანის მიყენება და სხვ. ჭეშმარიტი მონანიება არის როდესაც ადამიანმა ისე გაიაზრა თავისი ცოდვა, ისე აღმოფხვრა, რომ ის უკვე სხვა პიროვნება გახდა და ამ ცოდვას აღარ ექვემდებარება. ასეთი მონანიების გარდა, ცოდვით, იგივე ნეგატიური კარმით განპირობებული დაავადება აღმოიფხვრება თუ ადამიანმა ის ტანჯვით მოითავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერ მოიშორებ, რამდენიც არ უნდა იმკურნალო. მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტან. ერთს განკურნავ - გვერდზე აგტკივდება, ახალ კერას უმკურნალებ - პრობლემა კიდევ სადმე გადაინაცვლებს. ყველასათვის ნაცნობია, როდესაც ინფექციას უმკურნალებ და ღვიძლი დაგიავადდება ან დისბაქტერიოზი დაგემართება, ან ქრონიკული აკნე შეგეყრება. დაავადება ქრება, მხოლოდ როდესაც სულიერი წინაპირობაა აღმოფხვრილი და ადამიანს ეს დაავადება ესე ვთქვათ აღარ ჭირდება. მაგრამ... მაგრამ, თუ რაიმე მიღმიერი ძალების ჩარევით ეს კარმული დანალექი ენერგეტიკული სხეულიდან მოაშორე, ის ფიზიკური სხეულიდანაც აუცილებლად გაქრება. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შენი ცოდვებით გამოწვეული კარმისგან გათავისუფლდი. სწორედ აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“! სულიერი წინაპირობა სადაც იყო იქ რჩება. ის თოვლის გორგალივით გროვდება და სრულიად მოულოდნელად და ძალიან მძიმე ვერსიით ატყდება თავს ადამიანს. მაშინ როცა ეს კარმა, დავუშვათ ქრონიკული ჩიყვის სახით გადმოდიოდა, მისი შეყოვნებისა და თავის არიდების შემთხვევაში ის შეიძლება სიმსივნის სახით გადმოვიდეს, ან სრულიად სხვა, მაგალითად უბედური შემთხვევის სახით. სულიერი კანონების არცოდნის გამო ადამიანი ვერც დააკავშირებს ამ მოვლენებს ერთმანეთთან. სწორედ ამ მოდელზე მუშაობს დემონურ არსებათა გარკვეული კატეგორია, რომელიც სხვადასხვა ექსტრასენსებისა და ენერგომკურნალების საშუალებით ადამიანებს მარტივ კარმას აშორებს, ხოლო რთული კარმის გადმოსვლას ბევრი ვერ უძლებს და სულიერად ტყდება. სწორედ ამაზეა გათვლილი „მარტივი კარმის აცილებით“ ადამიანების ცდუნება! დახშული სულიერი ხედვის და სულიერი კანონების უცოდინრობის ფონზე ეს მოდელი საოცარი წარმატებით მუშაობს. ნამდვილი ენერგო მკურნალები დღევანდელ დღეს თითქმის არ არსებობენ. ისინი, ვინც თავის სულიერ სხეულში საღმრთო ენერგიას ატარებენ უაღრესად ამაღლებული სულიერების პიროვნებები უნდა იყვნენ და წმინდანებივით ცხოვრობდნენ ქვედა ჩაკრების მაღალი სიწმინდის დაცვით. მკურნალობისას, გარდა სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებისა, ისინი დაავადებული ადამიანის კარმულ დანალექს თავის სულზე იღებენ და შემდეგ, ვინაიდან ღვთაებრივ პირველწყაროსთან აქვთ კავშირი, ამ დანალექს მათ ღვთაებრივი პირველწყარო აშორებს ხშირად სხვადასხვა სულიერი იერარქების მეშვეობით. ეს პროცესი რომ წარიმართოს მკურნალის ცნობიერების სიხშირე დაავადებულის სიხშირეზე მაღალი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგოველების გაერთიანებისას შეიძლება უკუპროცესი წავიდეს და მკურნალის კარმული დანალექი აქეთ გადმოვიდეს ავადმყოფზე. ეს ერთგვარად ფიზიკაა, რომელიც ნატიფი სულიერი სამყაროს კანონებს ემორჩილება. ჭეშმარიტ მკურნალებს დაავადებების გამომწვევ სულიერ მიზეზებზე დიდი ცოდნა აქვთ და ადამიანებს, რომლებსაც ენერგეტიკულად მკურნალობენ, აუცილებლად სულიერადაც ეხმარებიან, ცოდვებზე საჭირო მითითებებს აძლევენ და ერთგვარად მონანიებამდე მიჰყავთ. სწორედ ასეთი ენერგომკურნალები არიან ჭეშმარიტი ქრისტიანი სამღვდელოების პირები, რომლებიც აღსარებას იბარებენ და ადამიანების სულებს კურნავენ. აღსარება და მონანიება სწორედ ეს პროცესებია. ხშირად ისინი აღსარების მერე შეუძლოდ გრძნობენ თავს სწორედ სხვისი ცოდვების საკუთარ თავზე აღების, ანუ სხვისი კარმული ლექის საკუთარ სულიერ სხეულზე გადმოტანის გამო. მაგრამ ასეთი სამღვდელოების პირებიც ძალზე ცოტანი არიან. არავინ იფიქროს რომ ანაფორის ჩაცმა და ჯვარის ჩამოკიდება საკმარისია, რომ სამღვდელოების პირმა ღმერთთან ასეთი კავშირი დაამყაროს.

მე:

- შენი ნათქვამიდან შეიძლება იფიქრო, რომ ადამიანმა ფიზიკურადაც არ უნდა იმკურნალოს.

მიქაელი:

-არა. ფიზიკურად მკურნალობა შეიძლება და საჭიროა ძირითადად ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი ფიზიკური მატერია ძალიან ინერტულია და თუ სულიერ ველზე დაავადება არ არის აღმოფხვრილი, ის მკურნალობას მაინც არ დაექვემდებარება. და მეორე - ადამიანს მონიჭებული აქვს ღმერთით გათვალისწინებული სამკურნალო არსენალი.

- მცენარეები??

- მცენარეები, სტიქიათა ენერგიები, მინერალები...

- მაგრამ, თუ კარმა აღმოფხვრილია, დაავადება თავისითაც უნდა გაქრეს და თუ არ არის აღმოფხვრილი, წესით მცენარეულმა პრეპარატებმაც ხომ არ უნდა იმუშაონ?

- ამ სამყაროში არსებობს საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვის პრინციპზე დაფუძნებული სხვების დახმარება და შედეგად საკუთარი სულიერი წინსვლა. ეს პრინციპი როგორც უმარტივეს ასევე ყველაზე ამაღლებული სულის ცოცხალ არსებებს ეხება. უხეშად რომ ვთქვათ, სამკურნალო მცენარეები თავიანთი სასიცოცხლო ნაკადების (რუს. Жизнепотоки) ენერგიას ადამიანს „მსხვერპლად წირავენ“ მისი გამოჯანმრთელებისთვის და ამით ადამიანის დაავადების გამომწველი კარმის განმუხტვას განაპირობებენ. არ იფიქრო, რომ ამის გამო ისინი „შეცოდებას“ იმსახურებენ და თქვენ მათ უსამართლოდ სიცოცხლეს ართმევთ. ყველა ცოცხალ არსებას აქვს საღმრთო კანონით გათვალისწინებული „სასიცოცხლო მისია“. ზოგი მცენარის „მისიაა“ ადამიანებისა და ბალახისმჭამელი ცხოველებისა გამოკვება, ზოგის სილამაზის მონიჭება, ზოგის ჟანგბადის გენერირება. როგორც წესი ყველაფერი ერთადაა, მაგრამ ზოგჯერ მცენარეს განსაკუთრებული სამკურნალო დანიშნულება აქვს. გაიხსენე შენი სიზმარი, სადაც შენი ერთ-ერთი სამკურნალო მცენარის ბოთლი ლურჯ ფერში ანათებდა. მოვა დრო, როდესაც დაიბადებიან ადამიანები რომლებიც მცენარეთა გამოსხივების სპექტრს ფერებად დაინახავენ. ადამიანის ენერგეტიკული ველიც დაზიანების შემთხვევაში სხვადასხვა სპექტრებს ასხივებს, რომლის „დანახვა“ ასევე ფერებითაა შესაძლებელი. ასეთი ხედვის მქონე ადამიანები სამკურნალო მცენარეებს სწორედ ამ ფერთა სპექტრის თეთრამდე შევსების პრინციპით შეარჩევენ. კარგი იქნება რომ მცენარეული პრეპარატებით მკურნალობისას ადამიანმა გულში მათ და მათი საშუალებით ღმერთს მადლობა გადაუხადოს.

რაც შეეხება ქიმიურ წამლებს, მათ რათქმაუნდა არავითარი საღმრთო კანონით გათვალისწინებული „მისია“ არა აქვთ და ისინი ან „კარმის გადანაცვლებას“ იწვევენ ენერგეტიკულ სხეულში ან „მარტივი კარმის აცილებას“. ამიტომ მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff