გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

რიცხვი 3, 6 და 9 - მაკროკოსმიდან მიკროკოსმში

 

2018 წელი. 26 სექტემბერი. თბილისი. რიცხვი 3, 6 და 9 - მაკროკოსმიდან მიკროკოსმში

მე:

- რატომ არ ვუბრუნდებით იოანეს გამოცხადებას?

მიქაელი:

- იქამდე ყველა რიცხვის, სიმბოლოს და არქეტიპის მნიშვნელობა უნდა გაიგო. რიცხვ 6-ზე მინდა გესაუბრო.

imm11

ნახ. 12. ადამიანის ფიზიკური, ნატიფი და სულიერი სხეულების 7-ობრივი სტრუქტურა.

- ოღონდ იქამდე 4 და 5 გავიხსენოთ ადამიანის მატერიალურ-სულიერი სტრუქტურის მაგალითზე (ნახ. 12). გაიხსენე პენტაგრამის პრინციპი და შიგ ჩახაზული ვიტრუვიანელი ადამიანი, ოღონდ თავის ადგილას „სულიერი „მე“ (ანუ „ზეციერი ადამიანი“) წარმოიდგინე, ხოლო კიდურების ადგილას ქვედა 4 სხეული.

imm12

ნახ. 13. ადამიანის მატერიალური და სულიერი სხეულების პენტაგრამული ურთიერთმიმართება. (პლანეტის ნიშნები ამ შემთხვევაში არაა ყურადსაღები)

- როგორც ხედავ, თავი ანუ უკვდავი „სულიერი მე“ მართავს მოკვდავ 4 სხეულს, როგორც თავი კიდურებს პენტაგრამის პრინციპით. პენტაგრამა ძველად ძალაუფლების სიმბოლო სწორედ ამიტომ იყო. თავი ყოველთვის ოთხი კიდურის მმართველია. ეხლა წარმოიდგინე ცალკე 4 ქვედა სხეული კვადრატში.

imm13

ნახ. 14. ადამიანის მატერიალური სხეულების (ქვედა ოთხი სხეულის) ურთიერთმიმართება.

- 4-ობრივი ფრაქტალი ყოველთვის შეგიძლია შეადარო წელიწადის 4 დროს: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. 4-ობრივ ფრაქტალს წელიწადის დროების მაგალითზე შეუძლია 12-ობრივ სისტემაში ცირკულირება. როგორც წელიწადის დროები 12 თვის განმავლობაში სრულდება და მერე ხელახლა იწყება, ისე ბრუნავს 12-ობრივ ციკლებში 4-ობრივი ფრაქტალები. ანალოგიურად 4 სხეული, ფიზიკური, ეთერული, ასტრალური და მენტალური ვითარდება და ევოლუციონირდება 12-ობრივ ციკლებში „თავის“ ანუ უკვდავი „მე“-ს მეთაურობით. ამ 4 სხეულის 12-ობრივ სისტემაში ზრდა-განვითარება ძალიან თვალსაჩინოა ერთწლიანი მე-2 განზომილების არსებების ანუ „მცენარეების“ მაგალითზე. გაზაფხულიდან ზამთრამდე ისინი აღმოცენდებიან, იზრდებიან, ასრულებენ განვითარებას და კვდებიან. თქვენ ამ პროცესის მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ხედავთ, მაგრამ მასთან ერთად იგივე ციკლს გადის მცენარის ეთერული სხეულიც. ეს ციკლი შესამჩნევია მრავალწლიან მე-2 განზომილების და მე-3 და მე-4 განზომილების არსებებშიც, ოღონდ სიკვდილის მაგივრად ახალი ციკლით მათ ახალი განვითარების წრე ეწყებათ. ადამიანის ქვედა ტეტრადის, ანუ ქვედა 4 სხეულის განვითარებაც ამ 12-ობრივ ციკლებს მიუყვება. ეს შეგიძლია ასე წარმოიდგინო:

0-12 წელი ---------- ბავშვობა (1)
12-24 წელი---------სიყმაწვილე (2)
24-36 წელი---------ზრდასრულობა (3)
36-48 წელი---------დაღვინება (4)

48-60 წელი---------მოხუცებულობის „ბავშვობა“ (5)
60-72 წელი-------------მოხუცებულობის „სიყმაწვილე“ (6)
72-84 წელი-------------მოხუცებულობის „ზრდასრულობა“ (7)
84-96 წელი------------მოხუცებულობის „დაღვინება“ (8)

96-108 წელი----------- ღრმა მოხუცებულობის „ბავშვობა“ (9)
108-120 წელი--------- ღრმა მოხუცებულობის „სიყმაწვილე“ (10)

- 7-ჯერ 12-ობრივი ციკლის გავლისას, ანუ 84 წლისთვის (რომელიც თანამედროვე ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა) ადამიანის 4 სხეული (ქვედა ტეტრადა) „ასრულებს“ განვითარების გარკვეულ ეტაპს, ისევე როგორც ბავშვი მუცლადყოფნისას 7 თვეში ასრულებს განვითარების იმ ეტაპს, რომლიდანაც მისი სხეული სიცოცხლისუნარიანია. მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდი მაინც 9 თვეა და არა 7. მე-8 და მე-9 მისი განვითარების დასრულებაა. ამ 12-ობრივ ციკლებში ადამიანის სხეულები გადის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთრის პრინციპით 7-ობრივ აღმავალ განვითარებას, რომლის დროსაც მან სულის მე-7 დონის გამოვლინებას უნდა მიაღწიოს. სხვა სიტყვებით განღმრთობას უნდა მიაღწიოს, რომ როგორც 9-თვიანი ბავშვი იბადება ახალ სამყაროში, ისე დაიბადოს სიკვდილის მერე სულიერ სამყაროში. ამისთვის მას ცხრა 12-ობრივი ციკლი უნდა შეუსრულდეს და მე-10 ციკლში ანუ 108-120 წლის ასაკში უნდა გარდაიცვალოს. გახსოვს ფრაზა ბიბლიიდან: „пусть будут дни их сто двадцать лет“ (ბიბლ). ეს მინიმალური და ოპტიმალური დროა ადამიანისთვის სათანადო სიბრძნის შესაძენად და სულიერების დონის მისაღწევად.

მე გამეღიმა საკუთარ ფიქრებზე რადგან წარმოვიდგინე, რომ 7 თვიანი ბავშვებივით უდღეურები „ვიბადებით“ სულიერ სამყაროში, რადგან ეხლა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელია.

- ამიტომაც რეინკარნირებთ გაუთავებლად, - მიაყოლა ჩემს ფიქრებს მიქაელმა, - მაგრამ როგორც თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ 7 თვიანი ბავშვები საკუთარი ძალისხმევით, თუკი, მათი სხეული ჯანმრთელია, ასევე ჩვენ შეგვიძლია „გადავარჩინოთ“ ისინი ვინც ადრე მიდის ცხოვრებიდან მაგრამ „ძლიერი“ სული აქვს. ამიტომ ითვლება ქრისტე მხსნელად, რადგან თავისთან დაკავშირებული სულები სიკვდილის მერეც თავისი ძალისხმევით, თავისი დახმარებით გამოჰყავს სამსარის წრიდან. სწორედ სწრაფი სულიერი „გაძლიერებისთვის“ პირველი ქრისტიანები საკუთარი სურვილით იღვწოდნენ მოწამეობრივი სიკვდილისთვის, რადგან ამ დროს სულის უსწრაფესი გაწმენდა, კარმის „დაწვა“ და გაძლიერება ხდება. მხოლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ რათქმაუნდა მხოლოდ ნაცხოვრები წლების რაოდენობა არ არის საკმარისი. ადამიანმა ყველა 12-ობრივი ციკლი სწორედ, სწორი სულიერი და ფიზიკური პარამეტრებით („პატივი სცეს დედასა და მამასა“ ანუ ფიზიკური და სულიერი განზომილებების კანონებს) უნდა იცხოვროს, რომ 84 წლისთვის სულის მე-7 დონის გამოვლინებას მიაღწიოს. მაგრამ ეხლანდელ სამყაროში ადამიანები არ იცავენ არც სულიერ და არც ფიზიკურ კანონებს, ამიტომ ამ 84 წელსაც ძლივს აღწევენ და ისიც განუვითარებელი სულიერი მდგომარეობით.

- მაგრამ რა არის მაშინ ის მე-8 და მე-9 განვითარების ეტაპი, თუ მე-7 ციკლის დროს სულის მე-7, ანუ უმაღლეს იპოსტასს გამოავლენ?

- ამისთვის ჯერ რიცხვი 6 განვიხილოთ. წარმოიდგინე ჰექსაგრამა როგორც ორი საპირისპიროდ ჩახატული სამკუთხედი.

imm14

imm15

ნახ. 15. ა. ადამიანის „მონადის“, როგორც „მიწიერი“ და „ზეციერი“ ნაწილების ერთობლიობის გამოსახვა ჰექსაგრამის სახით. ბ. ჰექსაგრამების ვარიანტები ჩინურ საიდუმლოებათა წიგნიდან.

- სამკუთხედი, რომელსაც წვერი ქვევით აქვს მიმართული „მიწიერ ტრიადას“ განასახიერებს, ხოლო სამკუთხედი, რომელსაც წვერი ზევით აქვს, „ზეციერს“ (?). ანუ ერთი სამკუთხედი განასახირებს „მიწიერ ადამინს“, ხოლო მეორე „ზეციერ ადამიანს“. ამ ორთა ერთობლიობა, ანუ ჰექსაგრამა ადამიანის მონადის/ინდივიდუალობის გამომხატველია. ჰექსაგრამას სხვანაირადაც შეიძლება შეხედო: როგორც ქალური და კაცური საწყისების ერთობლიობა. ხომ გახსოვს სიმბოლურად სული „მამაკაცია“, ხოლო მატერია „ქალი“. ეხლა შეხედე, „პირველწყარო“, ანუ აბსოლუტი, ანუ ღმერთი შეიძლება თვითონ წარმოდგეს ტრიადის სახით. ეს უკვე კლასიკური სამებაა: სული წმინდა, მამა და ძე. თუ „პირველწყაროს“ 3 ნაწილად ანუ სამებად დაყოფ, ნახაზ 12-ზე გამოსახული 7-ის მაგივრად გაჩნდება 9 დონე (იხ. ნახ 16):

imm16

ნახ. 16. ადამიანის ფიზიკური და სულიერი კომპონენტების 9 ნაწილად დაყოფა, რომელიც თავის მხრივ სამ ტრიადად ჯგუფდება.

imm17

ნახ. 17. ადამიანის ფიზიკური და სულიერი კომპონენტების 9 ნაწილის გამოსახვა სამკუთხა ფრაქტალური სტრუქტურის სახით.

მე:

- არა ვარ დარწმუნებული, რომ სქემა სწორედ დავხაზე... საერთოდ არა ვარ დარწმუნებული... სქემების ტელეპატიური „დანახვა“ უფრო მიჭირს...

- მთავარია პრინციპი გაიგო. თუ ამ დონეებს (ნახ. 16) სამ-სამად დააჯგუფებ, სამკუთხედებად გამოსახავ და სამკუთხედებს ერთმანეთში ჩახაზავ, რას მიიღებ?

- ფრაქტალურ სტრუქტურას!

- ფრაქტალების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე იმეორებს დიდს და დიდი მცირეს. რადგან ნათქვამია: Как вверху, так и внизу, как внизу, так и вверху (ქართ. „როგორც ზევით ასევეა ქვევით, როგორც ქვევით, ასევეა ზევით“). თითოეულ ფრაქტალს, როგორც იცი, თავისი გეომეტრიასთან შეჭიდული პრინციპი აქვს. პენტაგრამის პრინციპი კარგად გესმის. ეხლა სამკუთხედის პრინციპს დაუკვირდი.

- Дух, душа, тело... Бог, мысль, материя... (ქართ. სული, სამშვინველი, ფიზიკური სხეული... ღმერთი, აზრი, მატერია...)

- ეხლა წარმოიდგინე ფრაქტალური სტრუქტურა, სადაც სამკუთხედების რაოდენობა ვარირებს (+) უსასრულობიდან (-) უსასრულობაში. მიიღებ ცალკე განზომილებას და სწორედ ეს ფრაქტალური განზომილებებია, რომელსაც აღიქვავენ მე-6 და ზევით განზომილების არსებები და რომლის გასწვრივ შესაძლებელია ამოძრაო ცნობიერება! დიდი სამკუთხედია „Бог, мысль, материя“ (ქართ. „ღმერთი, აზრი, მატერია“), საშუალო სამკუთხედია „Дух, душа, тело“ (ქართ. სული, სამშვინველი, ფიზიკური სხეული), პატარა სამკუთხედია „Верхнее часть физического тела, средняя часть физического тела, нижняя часть физического тела“ (ქართ. „ფიზიკური სხეულის ზედა ნაწილი, შუა ნაწილი და ქვედა ნაწილი“) და ას. შ. უმაღლეს არსებებს შეუძლიათ ამ ფრაქტალური განზომილების გასწვრივ უსასრულოდ შეამცირონ ან გაზარდონ ცნობიერება. რადგან ამაღლებულ არსებებში ფიზიკური სხეული ექვემდებარება/მიყვება ცნობიერებას, ასეთ არსებებს ცნობიერების შემცირებისას ქვე-ფრაქტალებამდე, შეუძლიათ ფიზიკური სხეულიც შეკუმშონ ატომის ზომამდეც კი. სანსკრიტზე არსებობს ამ ფენომენის ამსახველი შესაბამისი ტერმინებიც.

მე მივხვდი რას გულისხმობდა მიქაელი, რადგან ყური მქონდა მოკრული იოგების ე. წ. ზეუნარზე (Сиддхи. (ქართ. სიდჰები)) შეამცირონ ან გაადიდონ საკუთარი სხეული, რაც ჩვენთვის სრულიად ფანტასტიკური და წარმოუდგენელია. აი რა ამოვიკითხე ინტერნეტში:

„Анима — способность йогина уменьшаться до размеров атома или просто влиять на размер и вес своего тела. (ქართ. ანიმა - იოგის უნარი შემცირდეს ატომის დონეზე ან უბრალოდ იმოქმედოს თავისი სხეულის ფიზიკურ ზომაზე)

Махима — способность увеличивать тело до огромных размеров. (ქართ. მაჰიმა - უნარი გაზარდო სხეული უშველებელ ზომამდე.)“

ვერ წარმომიდგენია რომ შესაძლოა როდესღაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ზეუნარებს ფლობდნენ. წარმოუდგენელია!

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ვიგრძენი, როგორ შებრუნდა ჩემი ცნობიერება სადღაც სხეულის შიგნით და დაიწყო ელვის სისწრაფით შემცირება. რათქმაუნდა ეს ყველაფერი მხოლოდ ცნობიერების დონეზე ხდებოდა და არ შეეხო ფიზიკურ სხეულს. წამის მეათედებში შევედი საკუთარ ქსოვილებში... ამის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ უკვე უჯრედის დონეზე ვიმყოფებოდი. უჯრედი დიდი ქალაქივით აღიქმებოდა, სადაც სხვადასხვა ფუნქციის და ზომის მოლეკულები მოძრაობდნენ და თავ-თავის „საქმეებს“ აკეთებდნენ. იყო სრული ანალოგია ქალაქთან, ხოლო მოლეკულების - ადამიანებთან. მათ თითქოს თავისი ინდივიდუალობაც კი გააჩნდათ. გონებამ ისევ გააგრძელა შემცირება და უეცრად მომეჩვენა, რომ ის კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა და ფართოვდებოდა, რადგან „ქალაქიდან“ „კოსმოსში“ აღვმოჩნდი, სადაც „უშველებელ“ მანათობელ ციურ სხეულებს შორის უსაშველოდ დიდი მანძილები იყო... მხოლოდ ეს მანძილები უფრო „მოწესრიგებული“ იყო კოსმოსთან შედარებით, ისევე როგორც მოლეკულების „ქალაქი“ უფრო მოწესრიგებულად აღიქმებოდა ადამიანების ქალაქთან შედარებით. ამ ცარიელ და უსასრულოდ დიდ სივრცეში ისევ დამეკარგა ზევით/ქვევით შეგრძნება, როგორც მაშინ, როდესაც მიქაელი კოსმოსში მიმაფრენდა...

- კოსმოსში ვართ? - შევეკითხე მე.

- არა... პირიქით, ჩვენ მოლეკულების და ატომების დონეზე ჩამოვედით... როცა მათ დონეზე ამცირებ ცნობიერებას, აღმოაჩენ რომ მატერია ფაქტიურად სიცარიელისგან შედგება რადგან ელემენტარულ ნაწილაკებს შორის, ამ მაშტაბში მყოფი ცნობიერებისთვის ისეთივე „უშველებელი“ მანძილებია, როგორც ვარსკვლავებს შორისაა კოსმოსში. თუმცა სიცარიელე არ არსებობს. არ დაგავიწყდეს ეთერი! თუ შენ ცნობიერებას კიდევ უფრო შეამცირებ, რაღაც მომენტში ისევ მოგიწევს შავი ხვრელივით სხეულში გასვლა, რადგან ისევ სხვა განზომილებაში უნდა გადაინაცვლო.

„- არ ეშინია, რომ ტვინი მეღრძობა?“ - ჩემთვის ჩუმად გავიფიქრე, ისე, რომ მას არ გაეგო. ამ უსასრულო შემცირებიდან ისევე სწრაფად გამოვედი, როგორც შევედი და მიქაელს ვკითხე:

- ანალოგია დავინახე ცალსახად, მაგრამ ეს მიკრო-სამყარო მომეჩვენა უფრო მოწესრიგებულად, უფრო ორგანიზებულად... ხომ, ხვდები, რას ვგულისხმობ? ყველა მოლეკულამ „იცის“ თავისი დანიშნულება და ფუნქცია. ატომებს შორის კი განსაზღვრული მანძილებია. კრისტალური გისოსი, რომ აიღო, თუნდაც...

- იმიტომ რომ, გლობალურად რომ შეხედო, მიკროფრაქტალების „სამყარო“, განსხვავებით თქვენი „შუალედური“ ფრაქტალური სამყაროსგან არ იმყოფება „თავისუფალი ნების“ ანუ „ინდივიდუალური შემოქმედების“ ზონაში და კანონებითაა მართვადი. ამიტომ მათემატიკური სიზუსტითაა მოწესრიგებული. რაც უფრო მცირეა ფრაქტალური სამყარო, მით უფრო ნაკლებია ცდომილებების ალბათობა და მოწესრიგებულობის ხარისხი მატულობს, სანამ სხვა განზომილებაში არ გადახვალ, სადაც მატერია „თხელდება“. შუალედური სამყაროები უფრო ქაოტურია. მე მინდოდა რომ მთავარი გაგეგო, რომ Как вверху, так и внизу, как внизу, так и вверху (ქართ. „როგორც ზევით ასევეა ქვევით, როგორც ქვევით, ასევეა ზევით“).

მის სიტყვებს ვიაზრებდი. ვცდილობდი წარმომედგინა რამდენია ასეთი განზომილება, რომლის გასწვრივ, როგორც მან თქვა „ცნობიერება შეიძლება ამოძრაო“ და ვიგრძენი რომ სევდა მომაწვა, რადგან პირველად გავაცნობიერე გარკვევით და ძალიან მძაფრად, როგორი პატარა და უმნიშვნელო არსებები ვართ ამ უსასრულო რაოდენობის განზომილებებში და სამყაროებში.

ისევ ვიგრძენი მისი ღიმილი, როცა ჩემი უსიტყვო ფიქრები წაიკითხა.
- ეს იმიტომ რომ ამ ყველაფრისგან თავს დისკრეტულად აღიქვავ... ისევ აზროვნებ მატერიალური კატეგორიებით...

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff