რეალობის უცნობი სახე
რეალობის უცნობი სახე
უხსოვარი დროიდან ადამიანები ყურადღებას აქცევდნენ სამყაროს ორბუნებიანობას. ერთი მხრივ, ყველაფერი, რაც ხდება მატერიალურ დონეზე, მეტ-ნაკლებად გასაგებია და ბუნების (მეცნიერების) კანონებით ახსნას ექვემდებარება. მაგრამ, მეორე მხრივ, როცა საქმე ეხება ფაქიზი მხარის გამოვლინებებს, აქ უკვე ბუნების (მეცნიერების) კანონები უკვე აღარ მუშაობს. რატომ ვერ ხერხდება რეალობის სხვადასხვა გამოვლინებების ერთ ცოდნის სისტემაში მოქცევა?
ვღებულობთ უცნაურ სურათს; სამყარო თითქოს დამალობანას ეთამაშება ადამიანს, და არ სურს დაანახოს თავისი ნამდვილი სახე. მეცნიერები აღმოაჩენენ რა ერთი მოვლენის ამხსნელ კანონს, თავს მაშინვე იჩენს სხვა, რომელიც ამ კანონის ჩარჩოებში ვერ თავსდება. და ამ მოუხელთებელ ჭეშმარიტებაზე ნადირობა განუწყვეტლივ გრძელდება. მაგრამ აი რა არის საინტერესო; სამყარო არა მარტო მალავს თავის ჭეშმარიტ სახეს - არამედ ღებულობს იმ ფორმას რასაც მას მიაწერენ.
ასე ხდება მეცნიერების ყველა დარგში. მაგალითად, თუ მიკროსამყაროს ობიექტს წარმოვიდგენთ ნაწილაკების სახით, აუცილებლად მოიძიბნება ამის დამადასტურებელი ექსპერიმენტები. მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ ეს არა ნაწილაკები, არამედ ელექტრომაგნიტური ტალღებია, სამყარო არ იქნება წინააღმდეგი, და ხალისიანად წარმოაჩენს თავს შესაბამისი ფორმით.
ასეთივე წარმატებით შეგვიძლია სამყაროს ვკითხოთ, თუ რისგან შედგება ის, მასიური მატერიისგან? და ის უპასუხებს - დიახ. ან იქნებ, მაინც ენერგიისგან?
და პასუხი ისევ დადებითი იქნება. ვაკუუმში, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს მიკრონაწილაკების უწყვეტი წარმოქმნისა და განადგურების პროცესი. ენერგია გარდაიქმნება მატერიად, და პირიქით.
თუ სამყაროს ისევ ვკითხავთ, რა იყო თავდაპირველად - მატერია თუ ცნობიერება? ის ამ შემთხვევაშიც, მზაკვრულად მოირგებს ნიღბებს, და იმ სახით მოგვიბრუნდება რომლის დანახვაც ჩვენ გვწადია. სხვადასხვა სწავლებების წარმომადგენლები დაობენ და ცდილობენ საპირისპირო თვალსაზრისების ჭეშმარიტების დამტკიცებას, მაგრამ რეალობას გამოაქვს თავისი ვერდიქტი; არსობრივად, ისინი ყველა სწორია.
გამოდის, რომ სამყარო არა მარტო გვისხლტება, არამედ გვეთანხმება კიდეც, სხვა სიტყვებით, იქცევა როგორც სარკე. მასში ზედმიწევნით აისახება ყველა ჩვენი წარმოდგენა რეალობის შესახებ, როგორიც არ უნდო იყოს ის.
მაშინ რა გამოდის; რეალობის ბუნების ახსნის ყველა მცდელობა ფუჭია? აკი სამყარო ყოველთვის გვეთანხმება, იმის შესახებ თუ რას ვფიქრობთ მასზე, ამვდროულად პირდაპირ პასუხს მუდამ თავს არიდებს.
სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. არ არის საჭირო რეალობის სხვადასხვა გამოვლინებებში ჭეშმარიტების ძიება. უბრალოდ საჭიროა იმ ფაქტის აღიარება, რომ რეალობას, სარკის მსგავსად გააჩნია ორი მხარე; ფიზიკური, რომელსაც შეგვიძლია ხელით შევეხოთ, და მეტაფიზიკური რომელიც არა ნაკლებ ობიექტურია.
მეცნიერება იკვლევს იმას რაც ირეკლება სარკეში, ეზოთერია კი ცდილობს ამას მეორე მხრიდან შეხედოს. სწორედ ეს არის მათი დავის საგანი. და მაინც, რა არის სარკის იქითა მხარეს?
ტრანსერფინგი, როგორც ეზოთერიული სწავლება, ამ შეკითხვაზე იძლევა ერთ-ერთს შესაძლო პასუხებიდან. სარკის იქითა მხარეს მდებარეობს ვარიანტთა სივრცე - ინფორმაციული სტრუქტურა, სადაც ინახება ყველა შესაძლო მოვლენის სცენარი. ვარიანტთა რაოდენობა უსასრულოა, როგორც წერტილის შესაძლო რაოდენობა კოორდინატების სიბრტყეზე. იქ ჩაწერილია ყველაფერი, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება.
ეს ნიშნავს, რომ ვარიანტთა სივრცეზე წვდომის მიღება, აჩენს წინასწარმეტყველობის შესაძლებლობებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვარიანტთა რაოდენობა უსასრულოა, და შესაბამისად შეიძლება იმის დანახვა, რაც არასდროს რეალიზდება. სწორედ ამ მიზეზით, ნათელმხილველები არცთუ იშვიათად უშვებენ შეცდომებს წინასწარმეტყველებისას. რადგან შეიძლება დაინახონ ის რაც არასდროს მომხდარა, და რაც არასდროს მოხდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მშვიდად იყოთ; თქვენი მომავალი არავისთვის ცნობილი არაა. რადგან არავის შეუძლია განსაზღვროს თუ რომელი ვარიანტი იქნება რეალიზებული. ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ თქვენს მიერ სიზმარში ნანახი ვარიანტთა სექტორი აუცილებლად იქნება რეალიზებული.
ეს ხომ მშვენიერია - თუ მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული, ყოველთვის შეიძლება გქონდეს უკუთესის იმედი. ტრანსერფინგის მიზანი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ წარსულს სინანულით ვუცქიროთ და გვეშინოდეს ხვალინდელი დღის დადგომის, არამედ საკუთარი რეალობის განზრახულად ფორმირებაში.
თითქოს ძნელია ამ ყველაფრის დაჯერება. სად მდებარეობს ვარიანტთა სივრცე? საერთოდ როგორ არის ეს შესაძლებელი? ჩვენი სამგანზომილებიანი აღქმის თვალსაზრისით, ის ყველაგანაა და ამავდროულად არსად. იქნებ ჩვენთვის ხილული სამყაროს საზღვრებს მიღმაა, ან იქნებ თქვენს ფინჯან ყავაში. ყოველ შემთხვევაში, არა მესამე განზომილებაში.
პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ იქ ყოველ ღამე მივემგზავრებით. სიზმარი სულაც არ არის ილუზია ჩვეულებრივი გაგებით. ადამიანი უდარდელად მიაწერს თავის სიზმრებს ფანტაზიის სფეროს, არც კი ეჭვობს იმას, რომ ისინი ასახავენ იმ რეალურ მოვლენებს, რომელთაც შეიძლება ადგილი ქონოდა წარსულში ან მომავალში.
ცნობილია, რომ ადამიანმა სიზმარში შეიძლება ნახოს ისეთი რამ, რაც თითქოს ჩვენს სამყაროს არ ეკუთვნის. თან სავსებით ცხადია, რომ ასეთი რამის ნახვა ცხადში მას არსად შეეძლო. თუ სიზმარი ჩვენი გონების თავისებური იმიტაციაა, მაშინ საიდან ჩნდება ეს წარმოუდგენელი სურათები და სიუჟეტები?
თუ პირობითად ყველაფერ ცნობიერს მივაკუთვნებთ ადამიანის გონებას, ხოლო არაცნობიერს კი სულს, შეიძლება ითქვას, რომ სიზმარი - ესაა სულის მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში. სიზმრები გონების წარმოსახვა არაა, ის მართლა ხედავს მათ.
სულს გააჩნია უშუალო წვდომა ინფორმაციის სივრცეზე, სადასც ინახება ყველა „სცენარი და დეკორაცია“, როგორც კადრები კინოლენტაში. დროის ფენომენი კი ვლინდება მხოლოდ „კინოლენტის“ მოძრაობის პროცესში. გონება დამკვირვებლის და „იდეების გენერატორის“ როლშია.
მახსოვრობას ასევე გააჩნია პირდაპირი კავშირი ვარიანტთა სივრცესთან. უკვე დამტკიცებულია, რომ გონებას ფიზიკურად არ შეუძლია დაიტიოს მთელი ის ინფორმაცია, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებს. რა გზით ახერხებს გონება დამახსოვრებას?
საქმე იმაშია, რომ გონება ინახავს არა თავად ინფორმაციას, არამედ ამ მონაცემთა(ინფრომაციათა) მისამართების მსგავსს, ვარიანტთა სივრცეში. ადამიანს არ ახსოვს არაფერი თავისი წინა ცხოვრებებიდან, რადგან როცა ფიზიკური სხეული კვდება, მისამართები ნადგურდება. თუმცა გარკვეული პირობებში შესაძლებელია მისამართების აღდგენა.
გონებას არ შეუძლია პრინციპულად ახალი რამის შექმნა. მას მხოლოდ სახლის ახალი ვერსიის აწყობა შეუძლია ძველი კუბიკებისგან. ყველანაირ მატერიალს სამეცნიერო აღმოჩენებისა და ხელოვნების შედევრებისთვის გონება ღებულობს ვარიანტთა სივრცედან, სულის საშუალებით. ნათელმხილველობა და ასევე ინტუიციური ცოდნაც მოდის იქიდან.
„სამეცნიერო აღმოჩენები სულაც არ ხდება ლოგიკური გზით - წერდა აინშტაინი, ლოგიკურ ფორმას ის მხოლოდ გამდოცემის პროცესში იძენს. აღმოჩენები, თუნდაც სულ მცირე - ყოველთვის შთგონებაა(გონების განათება). შედეგი მოდის არსაიდან და ისე მოულოდნელად, რომ გგონია ვიღაცამ გიკარნახა“.
ვარიანტთა სივრცე არ უნდა აგვერიოს ცნობილ საერთო ინფორმაციულ ველთან, სადაც მონაცემები შეიძლება ერთი ობიექტიდან მოერეს გადაეცეს. ვარიანტთა სივრცე ეს - სტაციონარული(უცვლელი) მატრიცაა - სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს, რაც შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში.
ამგვარად, თუ დავუშვებთ რეალობის ერთდროულად ორი მხარის არსებობას - ფიზიკურის და მეტაფიზიკურის, მაშინ სამყაროს სურათი სულ უფრო გასაგები ხდება. როდესაც სარკის ზედაპირზე რეალობის ეს ორი ასპექტი ერთმანეთს ეხება, წარმოიქმნება ფენომენები, რომელთაც როგორც წესი პარანორმალურ მოვლენებს მიაწერენ, ან ჯერჯერობით აუხსნელს.
რეალობის ორი მხარის მსგავსი შეხების საილუსტრაციო მაგალითად გამოდგება კურპუსკულარულ-ტალღობრივი დულაიზმი, როდესაც მიკრო-ობიექტი თავს ავლენს ხან ნაწილაკად და ხან ტალღად.
თუმცა, ყველაზე გასაოცარი მაგალითები ვართ ჩვენ - ცოცხალი არსებები, როდესაც ჩვენშივე ერთდროულად ვუთავსებთ მატერიალურსა და სულიერს. რაღაც დონეზე ჩვენ ვცხოვრობთ გიგანტური დუალური სარკის ზედაპირზე, რომლის ერთ მხარეს მდებარეობს ჩვენი მატერიალური სამყარო, ხოლო მეორე მხარეს კი გადაჭიმულია ვარიანტთა სივრცის შავი უსასრულობა.
როდესაც ესეთ უნიკალურ პოზიციაზე ვართ, მინიმუმ წინდაუხედაობა იქნებოდა გვეცხოვრა მხოლოდ ყოველდღიური მსოფლმხედველობის ჩარჩოებში, და გვესარგებლა მხოლოდ ერთი - რეალობის ფიზიკური მხარით.
ადამიანის ფიქრების ენერგიას გარკვეულ პირობებში შეუძლია ვარიანტთა სივრცის რომელიმე სექტორის რეალიზება. მდგომარეობისას, რომელსაც ტრანსერფინგში ეწოდება სულისა და გონების ერთობა, იბადება წარმოუდგენელი ჯადოსნური ძალა - გარეგანი განზრახვა.
ყველაფერს, რასაც მაგიას მიაწერენ, გააჩნია უშუალო კავშირი გარეგან განზრახვასთან. ამ ძალის დახმარებით უძველესი დროის მაგები აგებდნენ პირამიდებს და ქმნიდნენ სხვა მსგავს საოცრებებს.
განზრახვას ეწოდება გარეგანი რადგან ის არ მდებარეობს ადამიანში, და შესაბამისად არ ექვემდებარება გონებას. მაგრამ გარკვეულ პირობებში ადამიანის ცნობიერებას შეუძლია მასზე წვდომის მოპოვება. საკუთარი ნებისთვის ამ ძალის დამორჩილებით, შესაძლებელია საოცრებების კეთება.
თუმცა თნამედროვე ადამიანებმა, დიდი ხანია დაკარგეს ის შესაძლებლობები, რასაც ფლობდნენ ისეთი უძველისი ცივილიზაციის წარმომადგენლები, როგორიცაა ატლანტიდა. უძველესი ცოდნის ნარჩენებმა ჩვენამდე მოაღწიეს სხვადასხვა ეზოთერიული სწავლებებისა და პრაქტიკების სახით. თანამედროვე ცხოვრებაში ამ ცოდნის გამოყენება ძალიან რთულია.
პრაქტიკული რეალიზაციის სირთულის მიუხედავად, გარეგანი განზრახვის დაუფლების საიდუმლო ზედაპირზე მდებარეობს. ამოცანის გასაღები იმალება მოვლენაში, რომელიც ცნობილია როგორც გაცნობიერებული სიზმრები.
ჩვეულებრივ სიზმარში მოვლენები ვითარდება გონების ნებისგან დამოუკიდებლად. მანამ სანამ ადამიანი სიზმარში არ გააცნობიერებს, რომ სძინავს, მას არ შეუძლია მოვლენების კონტროლი. ადამინი მთლიანად არაცნობიერი სიზმარის გავლენის ქვეშაა - სიზმარი „ხდება“ მის თავს.
თუმცა, საკმარისია ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, მას უნიკალური შესაძლებლობები უვლინდება. გაცნობიერებულ სიზმარში არაფერია შეუძლებელი, - მოვლენების მართვა შეიძლება საკუთარი განზრახვის ძალით და ისეთი საოცრებების კეთება, როგორიცაა ფრენა.
სიზმრის მართვის შესაძლებლობა ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი სიზმარში აცნობიერებს საკუთარ თავს რეალობასთან მიმართებაში. ცნობიერების ამ აეტაპზე ადამიანს გააჩნია საყრდენი წერტილი - რეალობა, სადაც მას შეუძლია დაბრუნდეს გაღვიძების შემდეგ.
რეალობა თავის მხრივ, გავს არაცნობიერ სიზმარს ცხადში, ადამიანი გარემოებების ზეგავლენის ქვეშაა და ცხოვრება „ხდება“ მის თავს. ადამიანს არ ახსოვს თავისი წინა ცხოვრებები და არ გააჩნია საყრდენი წერტილები, რომელთა მიმართებაშიც შეძლებდა ცნობიერების შემდეგ საფეხურზე ამაღლებას.
და მაინც, სიტუაცია არცთუ ისე უიმედოა. ტრანსერფინგში არსებობს შემოვლითი გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გარეგანი განზრახვის ამოქმედება.
ადამიანს შეუძლია საკუთარი რეალობის ფორმირება. მაგრამ ამისათვის საჭიროა გარკვეული პირობების დაცვა. ადამინის გონება წარუმატებლად ცდილობს სარკის ანარეკლზე ზეგავლენის მოხდენას, როდესას საჭიროა თავად ფორმის (იერის) შეცლა. ფორმა კი გახლავთ ადამიანის ფიქრების მიმართულება და ხასიათი.
იმისათვის, რომ სასურველი რეალობად ვაქციოთ, მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. აუცილებელია სარკის ერთ მხარეს მდებარე ფორმა შესაბამისობაში მოდიოდეს ვარიანტთა სივრეში იმ სექტორის პარამეტრებთან, რომელიც სარკის მეორე მხარესაა. მაგრამ ესეც არ კმარა. აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სარკესთან, რომელიც უნდა ითქვას, რომ სულაც არაა მარტივი და თან უცნაურიცაა.
წარმოიდგინეთ ესეთი უცნაური სიტუაცია. თქვენ დგებით სარკის წინ, იქ კი არაფერი არ ჩანს - სიცარიელეა. და მხოლოდ გარკვეულ დროის მერე, თანდათან ჩნდება გამოსახულება, როგორც ფოტოსურათზე. გარკვეულ მომენტში იწყებთ გაღიმებას, მაგრამ სარკეში ისევ სერიოზული სახის გამომეტყველებაა.
სწორედ ასე მუშაობს ვარიანტთა სივრცის სარკე. უბრალოდ დაყოვნების დრო იქ გაცილებით მეტია, ამიტომაც ცვლილება არ ექვემდებარება აღქმას. მატერიალური რეალიზაცია ინერტულია, მაგრამ გარკვეული პირობების შესრულებისას, შესაძლებელია გამოსახულების ფორმირება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს.
სარკის წინ მდებარე თქვენი სახე გახლავთ რეალური ფიზიკური ობიექტი. ხოლო ანარეკლი, რომელსაც არ გააჩნია მატერიალური სუბსტანცია გახლავთ მეტაფიზიკური, მაგრამ ისევე რეალური როგორ თავად სახე. ჩვეულებრივი სარკისგან განსხვავებით აქ მატერიალური სამყარო გამოსახულებაა(ანარეკლი), ხოლო სახე (ფორმა) კი გახლავთ განზრახვა და ღმერთის ფიქრები, ასევე ყველა ცოცხალი არსების - რომლებიც მისი განსახიერებაა.
ვარიანტთა სივრცე წარმოადგენს გარკვეულ მატრიცას, შაბლონს, რომლის მიხედვითაც ხდება „ჭრა-კერვა“, „ქარგვა“ და ასევე „მოდების ჩვენება“ - მატერიის ყველა მოძრაობა. იქ ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს მატერიალურ სამყაროში. თითოეული ვარიანტი წარმოადგენს სექტორს სივრცეში, სადაც ინახება სცენარები და დეკორაციები, ანუ მატერიის მოძრაობის ტრაექტორია და ფორმა. სხვა სიტყვებით , რომ ვთქვათ სექტორი განსაზღვრავს ყველა ცალკეულ შემთხვევაში იმას თუ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს.
ამგვარად სარკე სამყაროს ორ - რეალურ და წარმოსახვით ნაწილად ყოფს. ყველაფერი რამაც მიიღო მატერიალური ფორმა მდებარეობს რეალურ ნაწილში, და ვითარდება ბუნებრივი კანონების შესაბამისად. მეცნიერაბას, და ასევე ჩვეულებრივ მსოფლმხედველობას საქმე აქვს მხოლოდ იმასთან რაც ხდება „რეალობაში.“ რეალურში როგორც წესი, შედის ყველაფერი რაც ექვემდებარება დაკვირვებას და პირდაპირ ზემოქმედებას.
თუ უკუვაგდებთ რეალობის მეტაფიზიკურ მხარეს და ყურადღებას მხოლოდ მატერიალურ სამყაროზე გავამახვილებთ, მაშინ ყველა ცოცხალი არსების მოქმედებები, მათ შორის ადამიანისაც, იქნება პრიმიტიული შინაგანი ძალისხმევის ფარგლებში. შინაგანი ძალისხმევის ფარგლებში მიზნის მიღწევა ხდება გარესამყაროზე პირდაპირი ზემოქმედების გზით. რაიმეს მისაღწევად აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ძალით გატანა, ერთი სიტყვით საჭიროა კონრეტული სამუშაოს ჩატარება.
მატერიალური რეალობა პირდაპირ ზემოქმედებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს, რაც ქმნის ილუზიას, რომ მხოლოდ პირდაპირი ზემოქმედების გზით შეიძლება შედეგის მიღება. თუმცა, მატერიალურ სამყაროში რეალურად მიღწევადი მიზნების ოდენობა შეზღუდულია. აქ მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გქონდეს რაც გაგაჩნია. ყველაფრისთვის საჭიროა სახსრები, რაც ჩვეულებრივ არ არის საკმარისი და შესაძლებლობები, რაც ასევე შეზღუდულია.
ამ სამყაროში ყველაფერი კონკურენციის სუნითაა გაჟღენთილი. ძალიან ბევრს უნდა ერთიდაიგივეს მიღწევა. ხოლო შინაგანი გამზრახვის ფარგლებში ყველასათვის საკმარისი არაა. და ან საიდან უნდა გაჩნდეს მიზნის მისაღწევად საჭირო პირობები და გარემოებები? - მხოლოდ ვარიანტთა სივრციდან.
სარკის იქითა მხარეს ყველაფერი ჭარბადაა და რაც მთავარია კონკურენციის გარეშე. საქონელს ვერ იპოვი დახლებზე, მაგრამ მთელი მშვენება იმაშია, რომ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი რამ, როგორც კატალოგში და გააკეთო შეკვეთა. ადრე თუ გვიან შეკვეთა რეალიზდება, გადახდის გარეშე - საჭიროა მხოლოდ გარკვეული, არც თუ ისე მძიმე პირობების შესრულება.
ეს სავსებით რეალურია. ფიქრების ენერგია უკვალოდ არ ქრება - მას შეუძლია ვარიანტთა სივრცეში სექტორის მატერიალიზება, მენტალური გამოსხივების თავისებური პარამეტრების შესაბამისად. ეს მხოლოდ ჩანს ისე, თითიქოს ყველაფერი რაც ჩვენს სამყაროშია, მატერიალური ობიექტების ურთიერთქმედების შედეგია. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროცესები მეტაფიზიკურ სამყაროში, როდესაც ხდება ვირტუალურად არსებული ვარიანტების რეალიზება. მეტაფიზიკური პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არ არის ყოველთვის შესამჩნევი, და მაინც სწორედ ისინი აყალიბებენ რეალობის კეთილ მხარეს.
ვარიანტთა სივრცეში სექტორების რეალიზება, როგორც წესი, ნების დამოუკიდებლად ხდება, რადგან ადამიანი არ იყენებს ფიქრების ენერგია მიზანმიმართულად, ნაკლებად განვითარებული არსებები კი შესაბამისად უფრო ნაკლებად.
„რეალურ ცხოვრებას“ მიჯაჭვული ადამიანი, დახეტიალობს მაღაზიის ცარიელ დახლებს შორის, და იმ საქონელისკენ იშვერს ხელს ,რომელსაც აწერია „გაყიდულია.“ დახლზეა მხოლოდ დაბალი ხარისხი საქონელი, და მის სანაცვლოდაც გვარიანი თანხის გადახდაა საჭირო. კატალოგიდან შეკვეთის გაკეთების ნაცვლად, ადამიანი იწყებს არაორგანიზებულ ძიებას, დგება გრძელ რიგებში, ცდილობს ბრბოში ძალით გზის გაკვლევას, და შედის კონფლიქტში გამყიდვლებთან და სხვა მყიდველებთან. შედაგად სასურველს მაინც ვერ აღწევს, პრობლემები კი იმატებს.
ასეთი უხალისო რეალობა, პირველ რიგში იბადება ადამიანის ცნობიერებაში, საიდანაც თანდათანობით რეალიზდება ცხოვრებაში. ყველა ცოცხალი არსება, ერთის მხრივ თავისი პირდაპირი ქმედებებით, და მეორე მხრივ ფიქრებით, აყალიბებს თავისი ცხოვრების(სამყაროს) ფენას. ყველა ეს ფენა ეწყობა ერთმანეთზე, და ამგვარად ყველა არსებას შეაქვს თავისი წვლილი რეალობის ფორმირებაში.
ცხოვრების ფენა მოიცავს გარკვეულ პირობებისა და გარემოებების ნაკრებს, რისგანაც ყალიბდება ცალკეული ადამიანის ცხოვრების ფორმა. არსებობის პირობები შეიძლება იყო სხვადასხვანაირი; სასურველი და ნაკლებად სასურველი, კომფორტული და უხეში, კეთილგანწყობილი და აგრესიული. რათქმაუნდა ასევე მნიშვნელოვანია ის გარემო სადაც ადამიანი იბადება. მაგრამ შემდგომში უმეტეს წილად ყველაფერი ვითარდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი საკუთარ თავს და გარესამყაროს. მისი მსოფლმხედვლება მეტწილად განსაზღვრავს ცვლილებებს მის ცხოვრებაში. ვარიანტთა სივრცის ის სექტორი რეალიზდება, რომლის სცენარები და დეკორაციებიც შეესაბამება ადამიანის ფიქრების მიმართულებას და ხასიათს.
ამგვარად, ცალკეული ფენის ფორმირებაში ორი ფაქტორი იღებს მონაწილეობას; სარკის ერთი მხრიდან - შინაგანი ძალისხმევა, მეორე მხრიდან კი გარეგანი. პირდაპირი ზემოქმედებებით ადამიანი გავლენას ახდენს მატერიალური სამყაროს ობიექტებზე, ფიქრებით კი რეალობად აქცევს იმას რაც ჯერ კიდევ არ არსებობს რეალობაში.
თუ ადამიანს სჯერა, რომ ყველაფერი საუკეთესო უკვე დანაწილებულია, მისთვის ეს ასეც იქნება და ის ცარიელი დახლების იმედად დარჩება. ან თუ ფიქრობს, რომ კარგი საქონლისთვის აუცილებელია გრძელ რიგში დგომა და ძვირის გადახდა, ეს ასეც იქნება. თუ მოლოდინი პესიმისტურია და სავსეა ეჭვებით, ისინი აუცილებლად ახდება. თუმცა საკმარისია ადამიანი განიმსჭვალოს ფიქრით, რომ სამყარომ მისთვის ყველაფერი საუკეთესო შემოინახა, რატომღაც ეს ასეც ხდება. ამგვარად ადამიანი თავისი ფიქრების საშუალებით აყალიბებს თავისი ცხოვრების ფენას. მაგრამ უმეტისწილად მას არ ესმის ეს როგორ ხდება.
ადამიანი ისწრაფვის იმისკენ, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც მას უნდა. ის ცდილობს გამოიყენოს სამყაროსთან მიმართებაში მარტივი პრინციპი; სადაც მოვუხვევ, იქით წავალ; (სადაც ავაჩქარებ, იქ გავარღვევ). მაგრამ სამყარო რატომღაც არ ემორჩილება ამ პრინციპს. უფრო მეტიც, ადამიანი უხვევს ერთი მიმართულებით, მაგრამ ცხოვრება მას სხვა მიმართულებით მიაქანებს.
უნდა დავფიქრდეთ: თუ რეალობა ასე არაადეკვატურად იქცევა, ე.ი. სხვანაირი მიდგომაა საჭირო. იქნებ ის საერთოდ სხვა კანონებს ემორჩილება? მაგრამ ადამიანს არ სურს გაჩერდეს და ირგვლივ მიმოიხედოს, და ჯიუტად მიუყვება თავადაპირველად არჩეულ გზას.
ასეთი „შემოქმედების“ შედეგად ვღებულობთ ცხოვრების ისეთ ფენას სადაც „ყველაფერი ისე არაა, როგორც მე მინდოდა.“ და უფრო მეტიც, ბევრი რამ სწორედ ისეთია „როგორიც არ მინდა რომ იყოს.“ რაღაც უცნაურ, კაპრიზულ და დაუყოლიბელ რეალობასთან გვაქვს საქმე.
არც თუ იშვიათად, ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ სამყარო ასე სწორედ ჩვენს ჯიბრზე იქცევა. თითქოს უსიამოვნებები რაღაც აუხსნელი ძალის საშუალებით მოიზიდება ჩვენკენ. შიშები და ცუდი მოლოდინები მართლდება. განუშორებლად დაგვდეს ის, რაც ძალიან არ მოგვწონს და რასაც ვცდილობთ თავი დავაღწიოთ. რატომ ხდება ასე?
ტრანსერფინგის თეორიიდან ცნობილია, თუ რატომ „ვღებულობთ იმას რაც არ გვინდა“, განსაკუთრბით მაშინ თუ ეს არნდომა ძალიან ძლიერია. რაიმეს ვერ იტანთ და უფრთხით მთელი გულით? მაშინ გარეგანი განზრახვა სწორედ ამით მოგამარაგებთ ჭარბად.
გონებისა და სულის ერთობისას წარმოქმნილი ფიქრების ენერგია შესაძლებელს რეალობად აქცევს. სხვა სიტყვებით, ვარიანტთა სივრცის სექტორი, რომელიც შეესაბამება მენტალური გამოსხივების პარამეტრებს, მატერიალიზდება, თუ სულის გრძნობები ერთიანია გონების ფიქრებთან.
მაგრამ ეს არ არის უარესი მოლოდინების რეალიზების ერთადერთი მიზეზი. ზოგადად, ნორმალურია უპრობლემო ცხოვრება. ყველაფერი კარგად და შეუფერხებლად ეწყობა, თუ ვარიანტთა დინებას მივყვებით წონასწორობის დაურღვევლად. ბუნებას არ უყვარს ენერგიის ამაოდ ხარჯვა და არ ახასიათებს მზაკვრობა.
არასასურველი გარემოებები და მოვლენები იმიტომ ხდება, რომ ჭარბი პოტენციალი ამახინჯებს არსებულ ენერგეტიკულ სურათს, დამოკიდებულება კი კიდევ უფრო ართულებს საქმეს.
ჭარბი პოტენციალი წარმოიქმნება, როდესაც რაიმე თვისებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ხოლო დამოკიდებული ურთიერთობა ადამიანებს შორის ყალიბდება მაშინ, როდესაც ისინი იწყებენ სხებისთვის თავის შედარებას, შეწინააღმდეგებას და მსგავსი პირობის წამოყენებას: „შენ თუ ასე იზამ, მაშინ მე ვიზამ ასე“.
ჭარბი პოტენციალი არც თუ ისე სახიფათოა, სანამ დამახინჯებული შედარება არსებობს დამოუკიდებლად, არაფერთან შედარებაში. მაგრამ, როგორც კი ერთი ობიექტის ხელოვნურად გაზრდილი შეფასების შედარება ხდება სხვა ობიექტთან, წარმოიქმნება პოლარიზაცია, რომელიც ბადებს წონასწორული ძალების ქარებს.
წონასწორული ძალები წარმოქმნილი პოლარიზაციის აღმოფხვრისკენ ისწრაფვიან, და უმრავლეს შემთხვევაში მათი მოქმედებები მიმართულია იმისკენ ვინც გამოიწვია ეს პოლარიზაცია.
არაშედარებითი პოტენიციალის მაგალითებია: მე შენ მიყვარხარ: მე მიყვარს ჩემი თავი; მე შენ მძულხარ; მე მძულს ჩემი თავი; მე კარგი ვარ; შენ ცუდი ხარ. მსგავსი შეფასებები არსებობს დამოუკიდებლად, რადგან არ ეფუძნება შედარებას და ურთიერთშეპირისპირებას.
ეს კი დამოკიდებულ ურთიერთობაზე აგებული პოტენციალები მაგალითებია: მე შენ იმ პირობით მიყვარხარ, თუ შენც გიყვარვარ; მე მიყვარს ჩემი თავი რადგამ მე ყველაზე უკეთესი ვარ; შენ ცუდი ხარ, რადგან მე უკეთესი ვარ; მე კარგი ვარ, რადგან შენ ხარ ცუდი; მე მძულს ჩემი თავი, რადგან ყველაზე უარესი ვარ; მეზიზღები, რადგან არ ხარ ჩემნაირი.
პირველი და მეორე ჯგუფების შეფასებებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. შედარებაზე დაფუძნებული შეფასებები წარმოქმნიან პოლარიზაციას. წონასწორული ძალები აღმოფხვრავენ ამ არაერთგვაროვნებას საპირისპირო მხარეების შეჯახების გზით. ისევე როგორც მაგნიტის საპირიპირო მხარეები მიიზიდებიან ერთმანეთისკენ.
სწორედ ამით აიხსნება ცხოვრებაში უსიამოვნებების მუდმივი და თითქოს განზრახ გამოჩენა. მაგალითად, დაქორწინებულ წყვილებში ერთმანეთთან არათავსებადი პიროვნებები, ისე ჩანს რომ, თითქოს ერთმანეთის დასასჯელად ერთიანდებიან. განსხვავებულ კოლექტივებში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც რაიმეთი გაგაღიზიანებთ. სწორედ ასეთი ბუნებისაა მერფის კანონიც, ან ჩვენებურად „სისაძაგლის კანონი“.
პოლარიზაცია ამახინჯებს არსებულ ენერგეტიკულ სურათს და წარმოქმნის წონასწორული ძალების ქარებს, რის შედეგადაც რეალობა თითქოს მრუდე სარკიდან არაადეკვატურად ირეკლება. ადამიანი ვერ ხვდება, რომ პათოლოგია წონასწორობის დარღვევის შედეგად გაჩნდა, და პოლარიზაციის აღმოფხვრის ნაცვლად ის ებრძვის გარე სამყაროს.
არადა საჭიროა მხოლოდ ტრანსერფინგის ძირითადი კანონის შესრულება; მისცე საკუთარ თავს უფლება იყო ის ვინც ხარ, ხოლო სხვებს იყვნენ ვინც არიან. სამყარო უნდა მიუშვა თავის ნებაზე. სადავეები უნდა მოუშვა.
რაც უფრო დაჟინებით მოითხოვთ თქვენი სურვილების და პრეტენზიების განხორციელებას, მით უფრო ძლიერია მაგნიტი, რომელიც ყოველივე საპირისპირო იზიდავს. ზუსტად ასეთი რამ ხდება; თქვენ სამყაროს აიძულებთ დაგემორჩილოთ, ის გიძალიანდებათ და თქვენგან განთავისუფლებას ცდილობს.
დაჟინებით მოთხოვნა და ზეწოლის მოხდენა უსარგებლოა - სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ამის ნაცვლად, საჭიროა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ ტრანსერფინგის კანონის შესაბამისად.
ზოგადად, ძალიან უცნაურია „სისაძაგლის კანონის“ არსებობის ფაქტი, ასე არ არის? რატომ, რა მიზეზით იქცევა სამყარო ასე საშინლად? ან იქნებ ეს მხოლოდ ვარაუდი, ცრურწმენაა? არა, ტენდენციები მართლაც არსებობს, და ამ ფაქტისგან ვერსად გაიქცევი. საბედნიეროდ ტრანსერფინგი არა მარტო ნათელს ჰფენს ასეთი კანონზომიერების მიზეზებს, არამედ მისგან თავის დაღწევის გზებსაც გვთავაზობს.
ტრანსერფინგის კანონი შეუფერხებლად მუშაობს, და თავიდან აცილებს გაურკვეველი წარმოშობის პრობლემებს მას ვინც ამ კანონს იცავს. საკმარისია სადავეები მოუშვათ და შევწყვიტოთ „სამყაროს ყელით დაჭერა,“ რომ ის მაშინვე მეგობრული და დამჯერი ხდება.
და ის, ვინც, „არ უშვებს“, ივლის როგორც მაგნიტი, და ყოველივე საპირისპიროს მოიზიდავს. მაგრამ უიღბლობის კანონი - ეს ყველაფერი არ არის. როგორც კი საპირისპირო მხარეები ხვდებიან ერთმანეთს, მათი წინააღმდეგობა შემდეგში უფრო მწვავდება.
ურთიერთსაწინააღმდეგოების ერთობისა და ბრძოლის კანონი, რომლის არსიც მის სახელწოდებაში მდგომარეობს, უკვე გადაიქცა „სასკოლო“ ცოდნად. ვოლგა კასპიის ზღვაში ჩაედინება, მისისიპი კი მექსიკის ყურეში. მაგრამ ყველაფერი არც ასე მარტივადაა. მოდით დავსვათ შეკითხვა; საერთოდ რატომ არსებობს ეს კანონი?
ყველგან მსუფევი ურთიერთსაწინააღმდეგოების ერთობის მიზეზი უკვე გავარკვიეთ; მათი შეჯახებით გზით წონასწორული ძალები აღადგენენ წონასწორობას. მაგრამ საწინააღმდეგო მხარეები რატომ არიან ერთმანეთთან მუდმივი ბრძოლის რეჟიმში?
თითქოს პირიქით უნდა იყოს: დაეტაკნენ, ჩააქრეს ერთმანეთი და დამშვიდდნენ. სულაც არა, საპირისპირო მხარეები ერთმანეთს მამანმდე „გააბრაზებენ“, სანამ არ „შეებრძოლებიან“. და თუ არა გააშველებენ, ეს მუდამ ასე გაგრძელდება.
მაგალითისთვის შორს არაა წასვლა საჭირო. თქვენ თავად შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ სამყარო ნაწილობრივ თქვენს ნერვებზე თამაშობს. რათქმაუნდა ყველასთან განსხვავებული ხარისხით და თავისებურად. ერთი სიტყვით არსი ასეთია; თუ ამ მომენტში რაიმეს შეუძლია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა, თითქოს განზრახ ეს აუცილებლად ხდება.
ხდება შემდეგი რამ. თუ რაიმეთი შეწუხებული, შეშფოთებული ან დათრგუნული ხართ, მაშინ ნერვები დაძაბული გექნებათ, თუნდაც ნაწილობრივ. აი სწორედ ამ დროს, თითქოს ამასთან დაკავშირებით გამოჩნდება რაღაც ჯამბაზი და დაიწყებს ხტუნვასა და წკავწკავს, თქვენი ნერვების კიდევ უფრო დასაძაბად. თქვენ ღიზიანდებით, ის კი თავის საქმეს უფრო გაშმაგებით აგრძელებს.
არსებობს გაღიზიანების გაზრდის ბევრი ხერხი. დაუშვათ სადღაც გეჩქარებათ და არ გსურთ დააგვიანოთ, ამ დროს ჯამბაზი საიდანღაც გამოხტება და შესძახებს; „აბა დავიწყეთ!“
ამ მომენტიდან ყველაფერი თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ქუჩაში ხალხი გზას გადაგიღობავთ დარბაისლური ტემპით, თქვენ კი ვერაფრით შეძლებთ გვერდის ავლას. თქვენ სწრაფად უნდა გახვიდეთ კარებში, იქ კი ზოზინების რიგი გამოეჭიმება. გზატკეცილზე მანქანებსაც იგივე ემართებათ. თითქოს ყველა და ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ შელაპარაკდა.
რათქმაუნდა რაღაცეები შეიძლება აღქმას მივაწეროთ; როდესაც სადმე ჩქარობ, გეჩვენება რომ ირგვლივ ყველაფერი ნელდება. მაგრამ აშკარა ნიშნებიც არსებობს; ლიფტი ან მანქანა ფუჭდება, ავტობუსი აგვიანებს, გზაზე საცობი წარმოიქმნება - აქ უკვე ბოროტგანზრახულ ობიექტურობას აქვს ადგილი.
შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც. თუ რაიმე გაწუხებთ და დაძაბული ხართ, ირგვლივ ხალხი სწორედ იმის კეთებას დაიწყებს რაც თქვენ გაღიზიანებთ, და სწორედ მაშინ როცა გინდათ, რომ ყველამ თავი დაგანებოთ.
ბავშვები ყირაზე დგებიან, თუმცა აქმადე წყნარად იყვნენ. გვერდზე ვიღაც პირის წკლაპუნს და ხმაურიანად ყლაპვას იწყებს. ვიღაცეები ფეხქვეშ გედებიან და გაწუხებენ თავიანთი პრობლემებით. ყოველი მხრიდან გარკვეული დაბრკოლებები ჩნდება. თუ ვინმეს მოუთმენლად ელოდები - დიდი ხანი არ მოდის. თუ ვინმეს ნახვა არ გინდა - აუცილებლად გამოჩნდება. და ასე შემდეგ.
ეს გარეგანი ზეწოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება, იმის მიხედვით თუ როგორ იზრდება გაღიზიანები რაოდენობა. რაც უფრო ძლიერია დაძაბულობა, მით უფრო გიწყალებენ გულს გარშემომყოფები. მაგრამ აი რა არის საინტერესო: ისინი ასე განზრახ არ იქცევიან. ისინი ვერც ხვდებიან რომ მათი საქციელი შეიძლება ვინმეს უშლიდეს. მაშინ რაშია ასეთი საქციელის მიზეზი?
არაცნობიერის ფსიქოლოგიაში ბევრია გამოუკვლევი ადგილები. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს ამოძრავებს გაუცნობიერებელი მოტივები. მაგრამ ყველაზე უცნაურია არის ის ფაქტი, რომ ამ მოტივების მამოძრავებელი ძალა არ მდებარეობს ადამიანის ფსიქიკის შიგნით, არამედ ის მის გარეთაა.
ეს ძალა არის უხილავი, მაგრამ რეალური ენერგოინფორმაციული მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალი არსებების ფიქრის ენერგიისგან, და მას ქანქარას ვუწოდებთ. ქანქარებზე ბევრი ითქვა ტრანსერფინგის პირველ წიგნში. ის ყოველთვის ჩნდება იქ სადაც შეიძლება კონფლიქტის ენერგიის მიღება.
მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ქანქარებს შეუძლიათ რაიმე განიზრახონ და შემდეგ განახორციელონ ეს განზრახვა. ისინი წურბელებს გვანან, პოლირიზაციას აღიქვამენ როგორც არაერთგავოვნებას ენერგეტიკულ სივრცეში და ცდილობენ წურბელებით მიკვრას. მაგრამ ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ.
ყველაზე საშინელია ის ფაქტი, რომ ისინი არ მარტო შთანთქავენ კონფლიქტის ენერგიას, არამედ როგორღაც აიძულებენ ადამიანებს მოიქცნენ ისე რომ უფრო მეტი კონფლიქტის ენერგია წარმოიქმნას.
ისინი ყველაფერ აკეთებენ იმისთვის, რომ ენერგია ულევი იყოს. ქანქარები უხილავი ძაფებით ექაჩებიან ადამიანებს, ისინიც ემორჩილებიან, როგორც მარიონეტები. ჯერჯეორბით უცნობია, თუ კონკრეტულად როგორ ახდენენ ქანქარები ადამიანების მოტივებზე ზემოქმედებას, მაგრამ ისინი ამას ძალიან ეფექტურად აკეთებენ.
ადამიანის ნათელი ცნობიერება მათვის ხელმიუწვდომელია, მაგრამ მათ ეს არც სჭირდებათ, - სავსებით საკმარისია ქვეცნობიერიც. როგორც წესი, ყველა ადამიანს ძინავს ზეზეულად, ამა თუ იმ ზომით. ბევრ რამეს ადამიანი აკეთებს მექანიკურად, მოდუნებულად და მას არ შეუძლია თქვას; „ახლა მე არ მძინავს და ნათლა ვაცნობიერებ, თუ რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და რატომ მაინცდამაინც ასე“.
განსაკუთრებით დაბალია ადამიანის გაცნობიერებულობის ხარისხი, როდესაც ის არის სახლში ან ბრბოში. ოჯახურ გარემოში თვითკონტროლის ამაღლების საჭიროება დაბალია, ამიტომ ადამიანი მოდენებულია და თითქმის თვლემს კიდეც. გარეთ, ოღონდ ვიწრო წრეში, ადამიანის ცნობიერება პირიქით, უფრო აქტიურია და დაკავებულია თვითკონტროლით. ხალხის დიდ ჯგუფში კი ადამიანის მოქმედებები კვლავ მექანიკური ხდება, ამასთან აღტკინებული მასის ზეგავლენის ქვეშ ექცევა.
ქანქარის მოქმედების საჩვენებლად, ავიღოთ ყველაზე მარტივი მაგალითი - გამვლელი, რომელსაც უკან მიყვებით და შემდეგ უსწრებთ გვერდის ავლით. როგორც კი დააპირებთ მარცხინად გვერდის ავლას, ისიც სპონტანურად იმავე მიმართულებით გაიწევა, თითქოს არ გაძლევთ გვერდის ავლის საშუალებას. თქვენ ცდილობთ მარჯვნიდან აუაროთ გვერდი, ისიც უნებურად სწორედ ამ მხარეს გაიწევს.
რა აიძულებს გამვლელს მიმართულების ცვლას? ის ხომ ვერც კი გხედავთ, და საერთოდ ვის ადარდებს, რომ თქვენ ცდილობს ვინმესთვის გვერდის ავლას. იქნებ ის როგორღაც გრძნობს ზურგიდან მოახლოებას და არ სურს „მეტოქის“ წინ გაშვება. ასეთი ვარაუდი იკვეთება, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. ცოცხალ ბუნებაში, თუ ვისაუბრებთ ინსტინქტებზე, მეტოქეობა ყოველთვის ვლინდება იმ სიტუაციებში, როდესაც საწინააღმდეგო მხარეები დგებიან პირისპირ. ქანქარა - აი რა აიძულებს გამვლელს მიმართულების ცვლას.
ადამიანი სიარულისას არ ფიქრობს როგორ დგამს ნაბიჯები, რათა პირდაპირ სწორი მიმართულებით იაროს. ამასთან მიმართებაში მას სძინავს, ამიტომაც მისი ნაბიჯების მიმართულება დროთა განმავლობაში იხრება რომელიმე მხარეს. მოტივაცია, ანუ მიმართულების არჩევანი დევს ქვეცნობიერში, რომელიც მოცემულ მომენტში არ კონტროლირდება, და შესაბამისად ხელმისაწვდომია ქანაქრებისთვის.
როდესაც თქვენ უახლოვდებით და ცდილობთ გასწრებას, ეს მიზერული, მაგრამ მაინც კონფლიქტია. კონფლიქტის ენერგიის გაზრდის მიზნით ქანქარა გამვლელეს აიძულებს გადადგას უნებური ნაბიჯი გვერდზე, რათა თქვენ გზა გადაგიღობოთ და ამით გაამწვავოს სიტუაცია.
ქანქარა ასე განგებ არ იქცევა, რადგან არ გააჩნია გაცნობიერებული განზრახვა. ასევე არაცნობიერად მოქმედებენ წონასწორული ძალებიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: აქ საუბარია გარკვეულ პროცესებზე, რომელთა მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, და არა გონიერი არსების ქცევაზე. ჩვენ უბრალოდ გამოვყოფთ ცალკეულ გამოვლინებებს და ბუნების კანონზომიერებებს ენერგო-ინფორმაციულ სამყაროში.
აზრი არ აქვს იმის განხილვას, თუ რომელი ქანქარა მოქმედებს კონკრეტულ სიტუაციაში, საიდან გაჩნდა, როგორ ახერხებს, და რა ხდება სინამდვილეში იქ, ენერგეტიკულ დონეზე. ჩვენ მაინც ვერ შევძლებთ ამაში დეტალურად გარკვევას. მნიშველოვანია მხოლოდ ერთი მთავარი დასკვნა: როდესაც წონასწორული ძალები ერთმანეთს დააატაკებენ მოწინააღმდეგე მხარეებს, ქანქარები ყველაფერ გააკეთებენ კონფლიქტის ენერგიის გასაზრდელად და გასამწვავებლად. ესეთია ქანქარების კანონი.
ქანქარების უსასრულო ბრძოლები, იქნება ეს ოჯახური კონფლიქტები თუ შეიარაღებული კონფლიქტები, - ყველა ეს კონფლიქტი იმართება ამ კანონის შესაბამისად. თუ წარმოიქმნა დაპირისპირება, შემდგომი მოვლენები კონფლიქტის გამწვავების მხრივ განვითარდება, რაც არ უნდა ხდებოდეს, დროებითი და დეკორატიული ზავების ჩათვლით.
იქ სადაც მოქმედებს ქანქარის კანონი, ჯანსაღ მსჯელობას არა აქვს ძალა. სწორედ ამიტომაც, ძალიან ხშირად, როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე ცალკეული სახელმწიფოების მოქმედებები არ ჯდება ჯანსაღი აზრის ფარგლებში. კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანების მოტივები ქანაქრების განკარგულებაშია.
და ასე ვღებულობთ უცნაურ ეფექტს, როდესაც ჩვენს ძველ ქმედებებს აღვიქვამთ როგორც სიზმარს; „და სად იყო ჩემი გონება? რატომ მომაფიქრდა ასე მოქცევა?“ იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციებში ადამიანი მოქმედებს გაუცნობიერებლად. მხოლოდ შემდეგ, როდესაც ცნობიერება არ განიცდის გარეგან ზეგავლენას, ყოველივე მომხდარი იღებს ადეკვატურ შეფასებას.
საყვარელი ადამიანიები ჩხუბობენ და შორდებიან, რადგან გონიათ, რომ ვერ შეეწყვნენ ხასიათებით. მაგრამ მათ ხომ ჰქონდათ, ბედნიერი მომენტები, როდეასაც ყველაფერი შესანიშნავად იყო. შემდეგ კი ერთი მათგანი არაფრისგან გამომდინარე, უბრალოდ იცვლება და იწყებს აგრესიულად ქცევას. რაც აბსოლიტურად არ გავს მას, სულ ცოტა ხნით ადრინდელს. გეცნობათ ხომ ეს სიტუაცია?
სინამდვილეში, საქმე იმაში არ არის რომ, რომელიმე მათგანი შეიცვალა. ის ასე იმიტომ იქცევა, რომ ქანქარების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
ქანქარა მართავს ურთიერთმოპირისპირე ადამიანების ქვეცნობიერს. და ეს მართვა მიმართულია კონფლიქტის ენერგიის გაზრდისკენ. ადამიანი ვერ აცნობიერებს რა აიძულებს მას კონფრომტაციაზე წასვლას. მას შეუძლია სრულიად არაადეკვატურად და არალოგიკურად მოქცევა.
ასეთი ეფექტი განსაკუთრებულად იკვეთება წარმოუდგენლად სასტიკ დანაშაულებში. შემდეგ უკვე საბრალდებულო სკამზე, დამნაშავე გაოგნებული იხსენებს თავის საქციელს; „რაღაცამ გონება დამიბნელა“. და ის არ ტყუის - ეს მართლაც ასეა. თავად დამნაშავისთვის ეს სრული მოულოდნელობაა, ის ჩადენილს აღიქვამს როგორც საშინელ კოშმარს.
განსაკუთრებით ღრმაა სიზმარი, თუ ყურადღება ექცევა „მიტაცების მარყუჟში“. სპეციფიურ საზოგადოებებში, როგორიცაა მაგალითად, არმია, დაჯგუფება ან სექტა, იქმნება გარემო გარკვეული სტერეოტიპული ქცევითა და აზროვნებით. ეს „დამაძინებლად მოქმედებს“ და ქვეცნობიერება გადახსნილია ქაქნაქრების მხრიდან „მაზომბირებელი“ ზემოქმედებისთვის. და სწორედ ამის შემდეგ ხდება, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბები.
რატომ კლავენ ადამიანები ასე გააფთრებით თავიანთ მსგავსებს, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ეთაყვანებიან განსხვავებულ, თავიანთ ღმერთებს? ვის უშლის ეს ხელს? ასობით ათასი, მილიონი ადამიანი იღუპება ომში. სად არის თვითგადარჩენის ინსტინქტი? ტერიტორიისთვის და სიმდიდრისთვის ბრძოლების გაგება კიდევ შეიძლება. მაგრამ როგორ ავხსნათ რწმენის გამო ომები?
მშვიდობის იდეა ყველასთვის მისაღებია. მაგრამ ომები მაინც არ წყდება. ერთიანი ღმერთის იდეაც ნათელია. სიკეთის, სამრთლიანობის, თანასწორობის იდეებიც ყველასთვის გასაგებია, - უფრო მეტის დამატება შეიძლება. ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომღაც ჯანსაღი აზრი არ მოქმედებს და ბოროტება იმარჯვებს. საიდან ჩნდება ეს ბოროტება?
უნივარსალური წყარო ბოროტების გახლავთ ქანქარები. ოდნავი დაკვირვებით ყველაფერი ნათელი გახდება: რაც არ უნდა ხდებოდეს ნებისმიერ დაპირისპირებაში - ყველაფერი კონფლიქტის ენერგიის ზრდას ემსახურება. ბრძოლა თუ წყდება, მხოლოდ დროებით, რათა შემდეგ ახალი ძალებით ისევ გაჩაღდეს.
რათქმაუნდა მრავალნაირი ქანქარა არსებობს, და ისინი ყველა დესტრუქციულია განსხავებული ხარისხით. ბევრი მათგანი სრულიად უწყინარია. მაგალითად ტრანსერფინგის ქანქარა, საჭიროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში.
საუბარი არ არის ყველა ქანქარისგან განთავისუფლებაზე - ეს ალბათ შეუძლებელია. მთავარია არ ვიყოთ მარიონეტები და ვიმოქმედოთ გაცნობიერებულად, რათა გამოვიყენოთ ეს სტრუქტურები საკუთარი ინტერესებისთვის.
გამოვიღვიძოთ და გავაცნობიეროთ, თუ როგორი ხერხით ცდილობს ქანქარა ჩვენს მანიპულირებას. გესმოდეს რა ხდება, - ეს უკვე საქმის ნახევარია. ქანქარების გავლენის ძალა გაცნობიერებულობის ხარისხის უკუპროპოპრციულია. სანამ ზეზეულად გძინავთ, თქვენ მისი ძალაუფლების ქვეშ ხართ.
უპირველეს ყოვლისა - არ მიიღოთ მონაწილეობა ქანქარების დესტრუქციულ ბრძოლაში, თუ ეს თქვენ პირადად არ გჭირდებათ. როდესაც ბრბოს შემადგენლობაში აღმოჩნდებით, აუცილებელია მოქმედების სცენიდან დაეშვათ მაყურებელთა დარბაზში, მიმოიხედოთ და გაიღვიძოთ: „რას ვაკათებ აქ? ვაცნობიერებ რა ხდება? რაში მჭირდება ეს ყველაფერი?“
ზეზეული ძილისგან გამოფხიზლება უნდა იყოს აბსოლუტურად მკაფიო, როგორ ზემოთ იყო ნაჩვენები; „მოცემულ მომენტში მე არ მძინავს და ცხადად ვაცნობიერებ, რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და რატომ მაინცდამაინც ასე“. თუ თქვენი თავისთვის ასეთი ანგარიშის მიცემა შეგიძლიათ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. თუ არ შეგიძლიათ, ეს იგი, ნებისმიერ კონფლიქტურ, თუნდაც მიზერულ სიტუაციაში თქვენ მარიონეტი ხართ.
რთულადაა საქმე, როდესაც რაიმე გაღიზიანებთ. ასეთ შემთხვევაში „გამაღიზიანებელი იხტუნავებს“ მანამ, სანამ წონასწორობიდან არ გამოხვალთ. ჩვეულებრივ ეს ნიშნავს, რომ თქვენი ყურადღება მოექცა ქანქარის „მიტაცების მარყუჟში.“ ქანქარისგან თავის დასაღწევად გულგრილობას უნდა მივმართოთ. მაგრამ ამის გაკეთება რთულია.
მაგალითად, მეზობლები გაწუხებენ მუსიკით რომელიც საშინლად არ მოგწონთ. თქვენი ამოცანაა ნებისმიერი ხერხით თავი დააღწიოთ ქანქარის ზემოქმედებას. მაგრამ რეაგირებისგან თავშეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ემოციების ჩახშობა უშედეგოა. ამის ნაცვლად საჭიროა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.
შეეცადეთ თქვენს არჩეულ მუსიკას მოუსმინოთ, ოღონდ ძალიან ხმამაღლა არა, მხოლოდ მეზობლის მუსიკის ხმის გადასაფარად. მოიფიქრეთ კიდევ რაიმე სხვა გზა, რომ როგორმე გადაერთოთ. თუ შეძლებთ გონების სხვა რამეთი დაკავებას, მეზობლები თნდათანობით დამშვიდდებიან.
სხვა შემთხვევებშიც მსგავსად მოქცევაა საჭირო. თუ „გამაღიზიანებელი“ არ ჩერდება, ე.ი თქვენი ყურადღება დაპყრობილია რომელიმე მიტაცების მარყუჟში. ქანქარის თამაშში ჩაგითრიეს, რომლის მიზანიც კონფლიქტის ენერგიის ზრდაა. მარყუჟიდან თავის დასაღწევად, საჭიროა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.
საერთო ჯამში, ყველაფერი არც თუ ისე ცუდადაა. არაფერი არ მოხდება თქვენს „ჯიბრზე“, თუ ზეზეულად არ დაიძინებთ. თუმცა შეიძლება იფიქროთ, რომ ყველაფერი ზემოთნათქვამი უბრალოდ ბოდვაა. რათქმაუნდა, ადვილი არ არის იმ აზრთან შეგუება, რომ რაღაც ენერგეტიკულ არსებებს შეუძლიათ თქვენი მართვა. მიიღებთ თუ არა ამ ცოდნა ეს თქვენი გადასაწყვეტია. არ არის საჭირო ირწმუნოთ. დააკვირდით და დასკვნები თავად გამოიტანეთ.
ეს არის ტრანსერფინგის კონცეფციის მოკლე შინაარსი. თუ პრინციპებთან მუშაობისას რაიმე გაურკვეველი იქნება, მიმართეთ პირველწყაროს - „რეალობის ტრანსერფინგს“, რომელიც ხუთი წიგნისგან შედგება.