ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

ვადიმ ზელანდი
5
1

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგის 78 ძირითადი პრინციპი. ტრანსერფინგი ეს არის რელიქტური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია. ც...

61. სხვისი მიზანი

61 z

 

61. სხვისი მიზანი

დეკლარაცია

თქვენი მიზნის განსაზღვრისას, დაუსვის თქვენს თავს შეკითხვა: ეს ის არის, რაც მე მთელი სულით მსურს, თუ ასე მეჩვენება მხოლოდ? თუ თავის დარწმუნება გიხდებათ, ე.ი. მიზანი თქვენ არ გეკუთვნით. როდესაც მიზანი ნამდვილად თქვენია, თავის დარწმუნების საჭიროება აღარ არსებობს. სხვისი მიზნის დევნისას დღესასწაული ყოველთვის ილუზორულ მომავალშია. ხოლო როდესაც თქვენს მიზანს მიყვებით, ბედნიერება მუდამ თქვენთანაა. სხვისი მიზანი - ესაა მუდმივი ძალადობა საკუთარ თავზე, ასევე იძულება და მოვალეობა. სხვისი მიზანი ყოველთვის მოდისა და პრესტიჟის ნიღბის ქვეშაა, გიტყუებს თავისი მიუწვდომლობით, გაიძულებთ დაუმტკიცოთ რაღაც თქვენს თავს და ასევე სხვებს. ამ ცრუ მიზანს ყოველთვის სხვები გახვევენ თავს, და ემსახურება სხვის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეძიეთ თქვენი მიზანი.

ახსნა

სხვისი მიზანი იწვევს სულიერ დისკომფორტს. ცრუ მიზნები როგორც წესი ძალიან გვიზიდავს. თქვენი გონება ყოველნაირად შეეცდება მისი ღირსების ამაღლებას. მაგრამ მიუხედავად მისი მიმზიდველობისა, თუ მაინც რაღაც გაწუხებთ, მაშინ აუცილებელია იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან. რათქმაუნდა გონებას არ სურს არაფრის მოსმენა: ყველაფერი მშვენივრადაა. მაშინ საიდან ჩნდება მუქი ფერები? როდესაც მიზანზე ფიქრობთ, ნუ იფიქრებთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და ნურც მისი მიღწევის გზებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას. წარმოიდგინეთ რომ მიაღწიეთ მიზანს. როგორ გრძნობთ თავს - კარგად თუ ცუდად? ნუ აგერევათ სულიერი შებოჭილობა(ან სიმორცხვე: „ნუთუ ეს ყველაფერი მე?“) დისკომფორტში. სულიერი დისკომფორტი ესაა მტანჯველი შეგრძნება სიბეჩავის ან მძიმე ტვირთისა, რომელიც სუსტად ვლინდება გონების ოპტიმისტური განსჯის ფონზე. სულიერი შებოჭილობის მოშორება შეიძლება სლაიდების მეშვეობით, დისკომფორტის კი არასოდეს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff