ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

ვადიმ ზელანდი
5
1

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგის 78 ძირითადი პრინციპი. ტრანსერფინგი ეს არის რელიქტური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია. ც...

23. გამბედაობა მოქმედებისთვის

23 z

 

23. გამბედაობა მოქმედებისთვის

დეკლარაცია

თუ რამე გინდათ ნუ დახარჯავთ ენერგიას ყოყმანში. უბრალოდ წადით და აიღეთ ის რაც თქვენია, თითქოს გზავნილის შეტყობინება მოგივიდათ. არ არის საჭირო ყოყმანი, საჭიროა უბრალოდ განიზრახოთ. თუ კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ ავტობუსი, მანქანის გასაჩერებელი ადგილი, რაიმეს ყიდვა, გამოცდის ჩაბარება, გასაუბრების გავლა, შეხვედრა - ნებისმიერი რამ, ნუ იფიქრებთ, უბრალოდ მიდით და მიიღეთ ის. უარი თქვით შემდეგი სახის განცდებზე: გამოვა თუ არა, როგორ, რანაირად და ა.შ. უკუაგდეთ მღელავარება, სურვილი და იმედი. დაიტოვეთ მხოლოდ მშვიდი დარწმუნებულობა. შეიგრძენით განზრახვის მდგომარეობა მიიღოთ ის რაც თქვენია, ყოველგვარი პირობისა და განსჯის გარეშე. მაგალითად, მე არ ვფიქრობ, მივასწრებ თუ არა, მოვა თუ არა ავტობუსი, რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი.. მე უბრალოდ მივდივარ ავტობუსის გაჩერებაზე და ვიცი, რომ ავტობუსი მაშინვე მოვა. დაე ეს მდგომარეობა გახლდეთ თან ყველგან.

ახსნა

ჩვეულებრივ ყოველთვის, როდესაც ჩნდება მყისიერი სურვილი, გონებაში ირთვება ანალიზატორი; გამოვა თუ არა? აუცილებელია ამ მავნე ჩვევისგან განთავისუფლება. სურვილები არ სრულდება, ოცნებები არ ხდება - მხოლოდ სუფთა განხრახვა რეალიზდება. რეალიზებამდე მივყავართ არა თავად სურვილს, არამედ მიზანდასახულობას სურვილისადმი. განზრახვა - ეს არაა ძალისხმევა, არამედ გულისყურის მოკრება და გამბედაობა. თუ ეჭვი გეპარებათ ან გეშინიათ, სამყარო სარკესავით აირეკლავს თქვენს მდგომარეობას, და შედეგად მართლაც არაფერი გამოვა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გააკეთეთ ეს თავდაჯერებულად. რათქმაუნდა წარუმატებლობის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. თუმცა წარმატების შანსები გაცილებით იზრდება ყოყმანის არარსებობისას. გამოდის? - ძალიან კარგი, არ გამოდის? - არა უშავს. საყრდენად განზრახვის კოორდინაციის პრინციპი გვაქვს; თუ მოვლენებს, რომლებიც ნეგატიურად გვეჩვენება პოზიტიურად განვიხილვთ, მაშინ ეს მართლაც ასე იქნება. როდესაც გაცნობიერებულად აკონტროლებთ თქვენს გამბედაობას მოქმედებისთვის, ჩათვალეთ რომ განაგებთ წარმატებას.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff