6 - ბუმერანგი
6. ბუმერანგი
დეკლარაცია
რა ფიქრებსაც აგზავნით სამყაროში, იგივე დაგიბრუნდებათ ბუმერანგივით. რა ხდება როდესაც ადამიანი რაღაცას ვერ იტანს? ის ამ გრძნობაში აქსოვს სულისა და გონების ერთობას. მკაფიო გამოსახულება ირეკლება სარკეში და მისით უფრო ივსება თქვენი ცხოვრების ფენა. შედაგად ადამიანი უფრო ღიზიანდება, რითაც ზრდის საკუთარი გრძნობის ძალას. ფიქრებში ის ყველას „ჯანდაბაში“ აგზავნის. სარკე კი ამას ბუმერანგივით უბრუნებს. შენ ჯანდაბაში გაუშვი, და შენც იქით გაგიშვეს. მოერიდეთ სამყაროს სარკეში ნეგატივის გამოვლინებას. რადგან ანალოგიურს აუცილებლად მიიღებთ სრულიად მოულოდნელი მხრიდან. რომ იცოდეთ - სიყვარულიც ბუმერანგია.
ახსნა
სამყაროს სარკე ახდენს ფიქრების მატერიალიზებას. მაგალითად, თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენი გარეგნობა, მაშინ სარკეში ყოველგვარი სიამოვნების გარეშე იყურებით. მთელი თქვენი ყურადღება მიმართულია უშნო ნაკვთებზე, რომლებიც არ მოგწონთ თქვენს გარეგნობაში და ამ ფაქტს კონსტანტირებთ(ადასტურებთ). უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი გამოსახულება სარკეში შეესაბამება იმ დამოკიდებულებას რაც გაგაჩნიათ საკუთარი თავის მიმართ. გაიჩინეთ ახალი წესი - ნუ იყურებით სამყაროს სარკეში, არამედ იჭვრიტეთ. კარგი გამოძებნეთ, ხოლო ცუდი დააიგნორეთ - ყველაფერი მხოლოდ ამ ფილტრის გავლით გაატარეთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე რისი მიღებაც გინდათ. აქამდე როგორ აკეთებდით? კონსტანტირებდით ფაქტს - „,მე არ მომწონს ჩემი თავი, არ მომწონს ჩემი ცხოვრება.“ ხოლო სარკე ამ ფაქტს უფრო ამყარებდა - „დიახ, ეს ასეა“. უკვე ახალი ამოცანა გაქვთ, ეძიეთ მხოლოდ ის მახასიათებლები რომლებიც მოგწონთ, და ამავდროულად გონებაში წარმოიდგენეთ სასურველი „სურათი“. ამიერიდან თქვენ მხოლოდ ეძებთ და პოულობთ სასიამოვნო ცვლილებების ახალ-ახალ დამადასტურებელ ნიშნებს; დღითიდღე ყველაფერი უკეთესი ხდება. თუ თქვენ ამ პრაქტიკას რეგულარულად გამოიყენებთ, თქვენს გაოცებას საზღვარი არ ექნება.