ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

ვადიმ ზელანდი
5
1

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგის 78 ძირითადი პრინციპი. ტრანსერფინგი ეს არის რელიქტური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია. ც...

75. ფული

75 z

 

75. ფული

დეკლარაცია

პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი მიზნისკენ სვლა, და მაშინ ფული თავისით გამოჩნდება როგორც თანმდევი ატრიბუტი. მაგრამ სანამ თქვენ არ დგახართ თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გაითვალსწინეთ ერთი წესი: არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ფული არ გყოფნით, არამედ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ფული გაქვთ. სწორედ ამ ფაქტზე უნდა კონცენტრირდეთ. ფული არის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი, მთავარია რომ არის. და კიდევ მეტი იქნება. მიიღეთ ფული სიყვარულით და სიხარულით, და განეშოროთ მას დაუნანებლად. ნუ იქნებით მომჭირნე. რაც უფრო მეტად „მოუჭერთ“ ფულს ხელს, მით უფრო ნაკლებს მიიღებთ. ნუ დააგროვებთ დიდ თანხას გარკვეული მიზნის გარეშე, თორემ ყველაფერს დაკარგავთ. შექმენით მოძრაობა. საშუალება მილებით გავლით მოედინება, და არა რეზერვუარების გავლით.

ახსნა

ღარიბი ადამიანი მაღაზიის დახლებთან თითოეულ „კაპიკს“ ითვლის, ანგარიშობს რომ როგორმე ეკონომია გააკეთოს, ძალიან ძუნწად ხარჯავს და გამუდმებით წუწუნებს მაღალი ფასების გამო. ფიქრები ფიქსირებულია იმ ფაქტზე, რომ ფული არ ყოფნის. ეს მისი მენტალური შაბლონია და შესაბამისად რეალობაშიც რეალიზდება. განა შეიძლება სხაგვარად იყოს? ის ხომ სარკის წინ დგას. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ფული არ არის საკმარისი, არამედ იმაზე, რომ ფული არის, გვაქვს. საფულეში ხომ ყოველთვის მოგვეძებნება რაღაც თანხა, თუნდაც წვრილმანი. თუ რაიმეს შესაძენად სახსრები ჯერჯერობით არ გყოფნით - ნუ იწუწუნებთ ამაზე, უბრალოდ შემდეგისთვის გადადეთ. თქვენ ხომ იცით, რომ სახსრები მალე გამოჩნდება. ასე თქვენ აყალიბებთ შესაბამის სურათს, რომელიც თანდათანობით რეალობაშიც აისახება. არსებობს ერთი ძლიერი რიტუალი. ყოველთვის აიღეთ დაგდებული, ყველასგან უარყოფილი წვრილი ხურდა, განსაკუთრებით დაჟანგულები, რომელთაც უკვე აღარავინ აიღებს. მზრუნველობით შინახეთ ზარდახშაში, შემდეგი აზრფორმის გამეორებით: „თქვენ სახლში ხართ ძვირფასო მონეტებო,მე თქვენზე ვიზრუნებ, თქვენ კი ჩემთან ფულს მოუხმეთ. მე ვზრუნავ ფულზე, ფულს კი ვუყვარვარ და მოდის ჩემთან.“ სცადეთ და თავად დარწმუნდებით.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff