35. მნიშვნელოვანების შემცირება
35. მნიშვნელოვანების შემცირება
დეკლარაცია
ყველა უწონასწორო გრძნობა; აღშფოთება, უკმაყოფილება, გაღიზიანება, შფოთვა, მღელვარება, დეპრესია, ძრწოლა, სასოწარკვეთილება, შიში, სინანული, მიჯაჭვულობა, ჟინი, გრძნობის მორევა, იდეალიზება, თაყვანისცემა, აღრფთოვანება, იმედგაცრუება, სიამაყე, ამპარტავნება, სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, შედეგია საგნების გადაჭარბებული მნიშვნელოვანების. ამ ძაფების საშუალებით გებღაუჭებიან ქანქარები და მარიონეტებად გაქცევენ. მნიშვნელოვანების შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ებრძოლოთ თქვენს გრძნობებს და ეცადოთ მათ ჩახშობას. უნდა აღმოფხვრათ მიზეზი - თქვენი დამოკიდებულება. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანებას არ მოყვება არაფერი კარგი გარდა პრობლემებისა, ხოლო შემდეგ ნებაყოფლობით(განზრახ) შეამციროთ ეს მნიშვნელოვანება.
ახსნა
პრობლემა როგორც ასეთი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საგნების ხელოვნურად გაზრდილი მნიშვნელოვანება. როდესაც ადამიანი გააცნობიერებს პრობლემის ილუზორულობას, მას ნებაყოფლობით შეუძლია ყველაფრის მნიშვნელოვანების შემცირება, რაც მოსვენებას არ აძლევს. მიაქციეთ ყურადღება, საჭიროა არა მნიშვნელობის დამცირება, არამედ მნიშვნელოვანების შემცირება. შეხედეთ თამაშს გვერდიდან, ფხიზლად და მიუკერძოებლად. მნიშვნელოვანების შემცირებით, თქვენ მაშინვე წონასწორულ მდგომარეობაში შეხვალთ, და ქანქარები ვერ შეძლებენ თქვენზე კონტროლის დამყარებას, რადგან სიცარიელეს ვერაფრით ჩაიეჭიდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცლიებლად ქვის კერპად უნდა იქცეთ. ემოციებს დამოკიდებულება შობს, ამიტომ საჭიროა დამოკიდებულების შეცვლა. გრძნობები და ემოციებია მხოლოდ შედეგია. მიზეზი კი მხოლოდ მნიშვნელოვანებაა. დავუშვათ მე ვინმე შემეძინა, მომიკვდა, ქორწილია, ან სხვა რამე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია? - არა. ჩემთვის ეს სულერთია? - არა. ხედავთ სხვაობას? უბრალოდ მე არ ვაზვიადებ და არ ვქმნი ამისგან პრობლემას, და არ ვაწუხებ ამ მიზეზით არც ჩემს თავს და არც სხვებს. ძლიერი გადახრა გარე მნიშვნელოვანების მიმართულებით ბადებს ფანატიკოსებს, ხოლო გადახრა შინაგანი მნიშვნელოვანების მიმართულებით კი კრეტინებს.