ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

ვადიმ ზელანდი
5
1

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგის 78 ძირითადი პრინციპი. ტრანსერფინგი ეს არის რელიქტური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია. ც...

4 - ვარსკვლავის დაბადება

IV

4. ვარსკვლავის დაბადება

დეკლარაცია

ჭეშმარიტი წარმატების მისაღწევად, აუცილებელია უარი თქვათ საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებზე და გაუდგეთ თქვენს გზას. ის ვინც გამოვიდა საერთო მწყობრიდან, ქმნის წარმატების ახალ ეტალონს. ქანქარები ვერ იტანენ ინდივიდუალურობას. როდესაც ისინი ხედავენ ამომავალ ვარსკვლავს, სხვა გზა არ აქვთ, და მას საკუთარ ფავორიტად აქცევენ. როდესაც ახალი წესები დგინდება, მწყობრი ტრიალდება და ახალ ვარსკვლავს მიყვება უკან. საკუთარი წესების დასადგენად აუცილებელია, მისცეთ თქვენს თავს უფლება იყოთ ის, ვინც ხართ. თქვენ ეს შეგიძლიათ. უბრალოდ ასეთი პრივილეგიის აღებაა საჭირო. თქვენს პრივილეგიებს იღებთ და თმობთ მხოლოდ თქვენ.

ახსნა

მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ ადამიანს ჩაუნერგონ აზრი, რომ ის შორსაა სრულყოფილებისგან, რომ წარმატება, სიმდიდრე და დიდება - მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ქანქარები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია, მაგრამ საგულდაგულოდ მალავენ იმ ფაქტს, რომ უნიკალური შესაძლებლობები და თვისებები ყველა ადამიანს გააჩნია. ინდივიდუალურობა ქანქარებისთვის სიკვდილის ტოლფასია. თუ ყველა მათი მიმდევარი გახდება თავისუფალი პიროვნება, ქანქარა უბრალოდ ჩამოიშლება. ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან, მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. მისაბაძი მაგალითი - წარმატების ეტალონი იმ განზრახვით იქმნება, რომ ყველა სხვა დანარჩენის მისწრაფებები ერთ მხარე იყოს მიმართული. სხვა სიტყვებით ქანქარების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა საერთო მწყობრში მოაქციოს და საერთო წესებისადმი მორჩილება აიძულოს. ვერაფერს მიაღწევთ , სანამ არ გაიაზრებთ, რომ უბრალოდ საჭიროა გამოხვიდეთ საერთო მწყობრიდან. აზრი არ აქვს, ითამაშოთ სხვისი თამაში, სადაც წესები თქვენ არ დაგიდგენია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის ეცადეთ თქვენი თამაშის ინიცირებას. ამაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff