ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

ვადიმ ზელანდი
5
1

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგის 78 ძირითადი პრინციპი. ტრანსერფინგი ეს არის რელიქტური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია. ც...

null

XIV

 

14. საკუთარი თავის მიმართ სიყვარული

დეკლარაცია

თუ თქვენ არ გიყვართ თქვენი თავი, არც სხვები შეგიყვარებენ. უფრო მეტიც, თქვენ ვერასოდეს იქნებით ბედნიერი. სულისა და გონების ნებისმიერი კონფლიქტი ნეგატიუარად აისახება გარეგნობაზე და ხასიათზე. შესაბამისად თქვენი ცხოვრების ფენაც უფრო პირქუშ ელფერს იძენს. პირველ რიგში საჭიროა გიყვარდეთ თქვენი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციოთ ყურადღება სხვების ღირსებებს. უნდა მიხვდეთ და გააცნობიეროთ შემდეგი რამ: ქანქარები გაიძულებენ უღალატოთ თქვენს თავს - ზურგი აქციოთ თქვენ სულს და მიყვეთ შემდეგ წესს: „ისინი შენზე უკეთესები არიან, დაემსგავსე მათ, დარჩი მატრიცაში, იყავი ჭანჭიკი.“ სინამდვილეში თქვენ უნიკალური ხართ. მიიღეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ, მიეცით თქვენს თავს უფლება იყოთ ნამდვილი. მაშინ შეგეძლებათ იამაყოთ, და გექნებათ თქვენი თავის პატივისცემის მიზეზიც.

ახსნა

თუ ადამიანმა შორს შეცურა სხვების სტანდარტების დევნისას, მისთვის რთული იქნება ასე უბრალოდ თავისი თავის შეყვარება. „როგორ შემიძლია შევიყვარო ჩემი თავი, როდესაც სულაც არ მომწონს ჩემი თავი როგირიც ვარ.“ ეს სუფთა სახის ჭარბი პოტენციალია, გამოწვეული გადაჭარბებული შიდა და გარე მნიშვნელოვანებით. გარე მნიშვნელოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ვიღაცის მიერ დაწესებული ეტალონი ჩემთვის უმაღლეს სრულყოფილებას წარმოადგენს. ზედმეტად ხომ არ ვაფასებ სხვების ღირსებებს? შიდა მნიშვნელოვანება კი იმაში, რომ საკუთარ თავს სხვების სტანდარტებზე მიდევნებას ვაიძულებ. ვინ თქვა, რომ მე მათზე უარესი ვარ. თვითშეფასება ზედმეტად ხომ არ არის შემცირებული? საკუთარი თავის შესაყვარებლად, ჩამოაგდეთ პედესტალიდან გარე მნიშვნელოვანება და შეწყვიტეთ კერპების თაყვანისცემა. ვინ გიშლით საკუთარი სტანდარტების შექმნას? დაე სხვებმა სდიონ თქვენს სტანდარტებს. მოიშორეთ შიდა მნიშვნელოვანებაც და მიეცეთ თქვენს თავს ნაკლოვანებების ქონის უფლება, ყურადღება კი ღირსებებზე გადაიტანეთ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff