ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

ვადიმ ზელანდი
5
1

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგის 78 ძირითადი პრინციპი. ტრანსერფინგი ეს არის რელიქტური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია. ც...

null

XIII

 

13. სულის მომხიბვლელობა

დეკლარაცია

რაში მდგომარეობს მომხიბვლელი პიროვნებების საიდუმლო? მათ თავიდან ამოიგდეს ნეგატიური სლაიდები და პოზიტიურით შეცვალეს. მომხიბვლელობა - ეს სულისა და გონების ორმხრივი სიყვარულია. მომხიბვლელი პიროვნება სულის ზეიმის მდგომარეობაშია, ტკბება სიცოცხლით და ნებივრობს საკუთარ სიყვარულში, ნარცისიზმის გარეშე. და სწორედ ამ დღესასწაულს შეიგრძნობენ გარშემომყოფები. ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ მათ რიგებში. ამისათვის საჭიროა მოტრიალდეთ თქვენი სულისკენ, შეიყვაროთ ის და გაუდგეთ გზას თქვენი მიზნისკენ.

ახსნა

მიმზიდველობის საიდუმლო სულისა და გონების ერთობაშია. როდესაც ადამიანი კმაყოფილია და უყვარს საკუთარი თავი, აკეთებს საყვარელ საქმეს, მაშინ თითქოს მისგან გამოდის შინაგანი შუქი - ის ცხოვრობს საკუთარი კრედოს შესაბამისად. ეს სწორედ ისაა რაც აკლიათ ადამიანებს, და ამიტომაც ისწრაფვიან ესეთი პიროვნებებისკენ, როგორც პეპლები სინათლისკენ. ენერგეტიკულ რუკაზე მომხიბვლელობა გამოიხატება, როგორც სულისა და გონების ერთობის გამოვლინება. საკუთარი ენერგეტიკის ვარჯიშით, თქვენ ავითარებთ, ადამიანებზე გავლენის მოხდენის და მათში თქვენდამი სიმპატიის აღძვრის არაორდინარულ შესაძლებლობებს. თუ თქვენთვის ჯერჯერობით ძნელია საკუთარი თავის უპირობოდ შეყვარება, დაკავდით ენერგეტიკული ვარჯიშით, გონებაში შემდეგი აზრის აფირმაციასთან ერთად: „მე ენერგიით ბოლომდე ვივსები, ჩემი ენერგიის მოცულობა იზრდება, მე ძლიერი ენერგეტიკა მაქვს და დღითიდღე უფრო ძლიერდება.მე სიყვარულისა და მომხიბვლელობის ენერგიას ვასხივებ. მე სუფთა ენერგეტიკული წყარო ვარ. ადამიანები გრძნობენ ჩემს ენერგეტიკას და ჩემს მიმართ სიმპათიით იმსჭვალებიან.“ როდესაც იგრძნობთ,რომ ადამიანი მართლაც სიმპათიით ეწყობიან თქვენს მიმართ, არ დაგავიწყდეთ იმის კონსტატაცია, რომ წინარე ტექნიკა მართლაც მუშაობს. მსგავსი კონსტატაცია გონებას ესაჭიროება, რადგან გამუდმებით ეჭვებშია - „ნუთუ მსგავსი რამ მე მართლა შემიძლია?“

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff