38. სამყარო ზრუნავს
38. სამყარო ზრუნავს
დეკლარაცია
შემდეგი სიტყვები აქციეთ კრედოდ: „ჩემი სამყარო ზრუნავს ჩემზე“. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ვითარებების დროსაც, იმეორეთ ეს ფორმულირება - ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, კარგი თუ ცუდი რამ. თუ წარმატება გეწვიათ - ნუ დაგავიწყდებათ იმის დადასტურება, რომ სამყარო მართლაც ზრუნავს თქვენზე. ნებისმიერი წვრილმანი გამოვლინებისას მოახდინეთ მისი კონსტატაცია. შემაწუხებელი, არასასიამოვნო გარემოებების დროსაც, მაინც იმეორეთ, რომ ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა. თქვენმა სამყარომ უკეთ იცის, თუ როგორ უნდა იზრუნოს თქვენზე. როგორც ჩაიხედებით სარკეში, ისე იქნება.
ახსნა
თუ სარკის ამალგამაში დავამატებთ ცოტა ოქროს, როგორც ამას ვენეციელი ოსტატები აკეთებდნენ, ეს გამოსახულებას შესძენს უფრო თბილ ელფერს. რამეთუ სამყარო ეს სარკეა, მისი მოწყობაც შეიძლება იგივენაირად - ჩამოაყალიბოთ თქვენი საკუთარი ამალგამა. დომინანტად შეიძლება ესეთი ფორმულირების არჩევა; „ჩემი სამყარო ზრუნავს ჩემზე“. მიიღეთ ეს როგორც აქსიომა. მიზანმიმართულად განაწყვეთ თქვენი მსოფლშეგრძნება ამ ფორმულის შესაბამისად, და ნახავთ თუ როგორ გიპასუხებთ სარკე. ამალგამის ტექნიკას, მიუხედავად მისი სიმარტივისა, გააჩნია ისეთი სიმძლავრე, რომელსაც ვერც კი იეჭვებდით. თუ გეყოფათ მოთმინება აქციოთ ეს ტექნიკა ჩვევად, გარკვეული დროის შემდეგ თქვენს გაოცებას საზღვარი არ ექნება, იმის ხილვით, თუ რამდენად რეალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ფიქრებს გარე სამყაროზე.