53. ბედის მართვა
53. ბედის მართვა
დეკლარაცია
როდესაც ადამიანი იღებს მართვას თავის ხელში, მისი ცხოვრება უკვე აღარ არის დამოკიდებული გარემოებებზე. შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი ბედი ნებისმიერი მიმართულებით. ყველაფერი ძალიან მარტივია: ცხოვრება არის როგორც მდინარე. თუ უსვამთ ნიჩაბს, შეგიძლიათ აირჩიოთ მიმართულება, ხოლო თუ დინებას მიენდობით, იძულებული იქნებით დინების არჩევანით დაკმაყოფილდეთ. თუ გსურთ კარმა, მაშინ თქვენ მას მიიღებთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ხვედრი დამოკიდებულია გარდაუვალ გარემოებებსა და ცხოვრების წარსულ შეცდომებზე, მაშინ სწორედ ასე ახდენთ შესაბამისი ვარიანტის რეალიზებას. ნება თქვენია, თქვენ ხომ ღვთის შვილი ხართ. მაგრამ თუ გსურთ თავად იყოთ თქვენი ბედის შემქმნელი, ესეც თქვენი ნებაა. დუალური სარკე ყველაფერზე თანახმაა.
ახსნა
დავუშვათ, დასახულია რაიმე მიზანი, რომლის შესრულებაც ჩვეულებრივი თვალთახედვით ძნელად მისაღწევია, ან საერთოდ შეუძლებელია. ადამიანი მთელი სულით მიილტვის ამ მიზნისკენ, სკეპტიკურად განწყობილი გონება კი უმეორებს ერთიდაიგივე შეკითხვას; როგორ? შესაბამისად ამ ეტაპზე, როდესაც მიზნის მიღწევის გზები უცნობია, ტრანსერფინგის პრიციპებიდან გამომდინარე საჭიროა არატრივიალური ნაბიჯის გადადგმა - მიზნის მიღწევის გზებზე ფიქრის შეწყვეტა და საბოლოო მიზანზე კონცენტრირება, თითქოს ის უკვე მიღწეულია. როდესაც ფიქრებში ატრიალებთ მიზნობრივ სლაიდს, თქვენი ცხოვრების ფენა გადაადგილდება ვარიანტთა სივრცეში იმ სექტორისკენ, სადაც მიზანი მიღწეულია. ეს გადაადგილება შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურია. დაე გონებას ეჭვი ეპარებოდეს, მთავარია არ შეწყვიტოს ფიქრებში მიზნობრივი სლაიდის ტრიალი. ეს თვითმფრინავის ღამეულ ფრენას გავს: მოძრაობა შეუმჩნეველია, მაგრამ რადგან ძრავი მუშაობს ე.ი. მართლა მიფრინავს. სწორედ ასევე თქვენს გონებაში ტრიალებს მიზნის ვიზუალიზაცია(ძრავი), ხოლო გარეთ გამწევი ძალა - გარეგანი ძალისხმევა, მიათრევს თქვენი სამყაროს ფენას(თვითმფრინავს) დანიშნულების ადგილისკენ. განზრახვის საჭე თქვენს ხელშია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოისურვებთ.