56. უკმაყოფილება სამყაროს მიმართ
56. უკმაყოფილება სამყაროს მიმართ
დეკლარაცია
თუ ნამდვილად გსურთ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, შეცვალეთ რეფლექსური ნეგატივიზმი დომინანტური პოზიტივიზმით, მაგალითდ: „ ჩემი სამყარო ჩემთვის ყოველივე საუკეთესოს არჩევს. მე მივყვები ვარიანტთა დინებას, სამყარო კი ჩემს შესახვედრად მოდის. მე, ჩემი განზრახვით ვაყალიბებ ჩემს ცხოვრების ფენას. ჩემი სამყარო მიცავს მე. ის თავიდან მაცილებს პრობლემებს. ჩემი სამყარო ზრუნავს იმაზე, რომ მე მქონდეს უშფოთველი და კომფორტული ცხოვრება. მე ვუკვეთავ, სამყარო კი ასრულებს ჩემს შეკვეთას. მე შეიძლება არ ვიცოდე, მაგრამ ჩემმა სამყარომ იცის როგორ უნდა იზრუნოს ჩემზე. ჩემი განზრახვა რეალიზდება, ყველაფერი ამისკენ მიდის და მიდის ისე როგორც საჭიროა“. გახსოვდეთ: ან თქვენ მართავთ რეალობას, ან ის გმართავთ თქვენ.
ახსნა
დროთა განმავლობაში რატომ უფერულდება ცხოვრება, და რატომ იცვლება უშფოთველობა მღელვარე ფორიაქით? იმიტომ ხომ არა, რომ ასაკთან ერთად პრობლემების რაოდენობაც იმატებს? არა, ეს იმიტომ ხდება, რომ როცა ადამიანი იზრდება, ის უფრო აშკარად გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას. უკმაყოფილება უფრო ძლიერი განცდაა, ვიდრე სიმშვიდის განცდით მიღებული კმაყოფილება. ისე რომ ვერც კი ხვდება, ადამიანი არსებულ მომენტში მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერია, და სამყაროსგან კი მაინც სულ უფრო მეტს მოითხოვს. მისი მოთხოვნები იზრდება, და სულ უფრო განებივრებული და უმადური ხდება. სამყარო, რათქმაუნდა, ვერ ასწრებს სწრაფად მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ხოლო განებივრებული უკვე პრეტენზიების წამოყენებას იწყებს. ის ცვლის თავის სამყაროსადმი დამოკიდებულებას; „შენ ცუდი ხარ! შენ არ მაძლევ ყველაფერს რაც მე მინდა! შენ არ ზრუნავ ჩემზე!“ და ამ ნეგატიურ დამოკიდებულებაში დებს უკმაყოფილო სულისა და კაპრიზული გონების ერთიანობის ძალას. მაგრამ სამყარო ხომ სარკეა, და მას სხვა გზა არა აქვს და პასუხობს; „როგორც მოისურვებ ისე იქნება.“ შედეგად რეალობა - როგორც ადამიანის ფიქრების ანარეკლი - იცვლება უარესობისკენ.