9 - შვებით ამოსუნთქვა
9. შვებით ამოსუნთქვა
დეკლარაცია
პრინციპში ტრანსერფინგი შეუძლებელია საკმარისად მაღალი ენერგეტიკის გარეშე. როგორც წესი, ენერგიის დიდ ნაწილი მიმართულია მთელი რიგი განუხორციელებელი გეგმებისკენ, რომლებიც მხოლოდ ამძიმებს ადამიანს. მიზანი აა ქტიურებს განზრახვის ენერგიას, მხოლოდ იმ შემთხევაში თუ ხდება მისი განხორციელება, და არ არსებობს მხოლოდ იდეაში. აუცილებელია ან უარი ვთქვათ პოტენციური განზრახვების ნაწილზე, ან შევუდგეთ მათ განხორციელებას. მოდუნდით, მიეცით საკუთარ თავს მეტი თავისუფლება. შეადგინეთ იმ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც გამძიმებთ და მოიშორეთ ისინი თავიდან. მაშინვე გამონთავისუფლდება განზრახვის ენერგიის რეზერვები, რაც გზის გაგრძელების საშუალებას მოგცემთ.
ახსნა
ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ყოველმხრივ დამძიმებული ყველანაირი ვალდებულებებით, დაუმთავრებელი საქმეებით, მკაცრი პირობებით, მრავალრიცხოვანი მიზნებით და გეგმებით. მიაქციეთ ყურადღება - რა არ გაძლევთ მოსვენების საშუალებას. თუ დავუფიქრდებით, ბევრი ასეთი ტვირთისგან შეიძლება დაუნანებლად უარის თქმა. რა სარგებელს ვიღებთ იმისგან, რომ მუდამ თან ვატარებთ, და რეალიზებას ვერაფრით ვახერხებთ. მაგალითად, მე აუცილებლად უნდა ვიყო საუკეთესო, მე დავუმტკიცებ ყველას და საკუთარ თავსაც, რომ მე ვღირვარ ამად. მე მხოლოდ გამარჯვება მჭირდება, სხვა შემთხვევაში ვეღარ დავაფასებ საკუთარ თავს, მე არ მაქვს შეცდომის უფლება, და ასე შემდეგ - მივოტოვებ მოწევას, ვისწავლი უცხო ენას და საერთოდაც, ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ყველაფერი რისი გადადებაც ხდება შემდეგისთვის, - უსარგებლო ტვირთია. ან უნდა შევუდგეთ განხორციელებას, ან თავიდან მოვიშოროთ, რადგან გვართმევს ენერგიას, რომლის ტყუილუბრალოდ დახარჯვაც სისულელეა. იქნებ გაქვთ ერთი დიდი ტვირთი, რომლის მოშორებასაც ფარულად დიდი ხანია განიხალავთ, მაგრამ ვერაფრით გადაგიწყვეტიათ. წარმოიდგინეთ როგორ სიმსუბუქეს იგრძობთ მისი მოშორებით...