55. მენტალური შაბლონი
55. მენტალური შაბლონი
დეკლარაცია
ადამიანი თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით, თავად ღებავს თავისი სამყაროს ფენას მუქ ფერებში. სარკე კი უბრალოდ ამ დამოკიდებულების კონსტატირებას ახდენს. არა აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ, მთვარია რაზე ფიქრობთ. მოგწონთ თუ არა გამოსახულება, ორივე შემთხვევაში თქვენ მაინც მასზე ფიქრობთ. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თქვენი ფიქრების შინაარსს. ამ მომენტიდან აქციეთ წესად, აკონტროლოთ თქვენი დამოკიდებულება და ფიქრების შაბლონი. რაც არ უნდა ხდებოდეს ყველაფერი პოზიტიურად მიიღეთ. ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ იმაზე, რისი მიღებაც გსურთ საბოლოოდ. დროთა განმავლობაში ასე შეიქმნით სავსებით კეთილმოწყობილ რეალობას. მოამზედათ - თქვენ წინ სასიამოვნო ამბების დიდი ნაკადი გელოდებათ.
ახსნა
ჩვეულებრივ, ნეგატიური განცდები მთლიანად იპყრობენ ადამიანის ყურადღებას. ის წუხს იმაზე, რაც არ აწყობს. ფიქრობს იმაზე რაც არ უნდა, და არ უნდა ის, რაზეც ფიქრობს. მაგრამ სარკე ხომ არ ითვალისწინებს ადამიანის სურვილს ან არნდომას, ის უბრალოდ ზუსტად ასახავს გამოსახულების შემცველობას, - არც მეტი არც ნაკლები. ძალიან უცნაური სიტუაცია იქმნება, ადამიანი თან მუდამ იმას დაათრევს რაც მისთვის მიუღებელია. ამიტომაც ღარიბები უფრო ღარიბდებიან, მდიდრები კი უფრო მდიდრდებიან, ისინი სამყაროს სარკეში იხედებიან, და ყოველი მათგანი თავისებურად ახდენს მის გარშემო არსებული რეალობის კონსტატირებას. ეს რეალობა გითრევთ, როგორც ჭაობი. მოხუცი პენსიის რიგში. გადატენილ ავტობუსში დაღლილი ქალი სუმკებით ხელში. ავადმყოფი, რომელიც დახეტიალობს სამედიცინო დაწესებულებებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თავიანთი ფიქრებით იმყოფება იმ პირქუშ რეალობაში. ხოლო ვიღაც ამავე მომენტში, ტკბება ცხოვრებით; ზღვა, იახტები, მოგზაურობა, საუკეთესო სასტუმროები, მდიდრული რესტორნები - ყველაფერი, რასაც ინატრებს. ორივე შემთხვევაში, სიტუაციის ბუნების მიუხედავად, ხდება ფაქტის კონსტატაცია: „აი, ასე ვცხოვრობთ ჩვენ“. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვცხოვრობთ ისე როგორც ვფიქრობთ საკუთარ არსებობაზე. სარკე გეთანხმებათ და კიდევ უფრო ამყარებს თქვენს ფიქრებში არსებულ გამოსახულებას.