49. ქანქარის ჩაქრობა
49. ქანქარის ჩაქრობა
დეკლარაცია
მზად იყავით ქანქარების მხრიდან პროვოკაციებზე. არასასურველ სიტუაციაში მოხვედრისას ან ცუდის ამბის მიღებისას, თქვენ კარგავთ წონასწორობას. სტანდარტული სცენარის მიხედვით, თქვენ უნდა შეწუხდეთ, შეგეშინდეთ, დაღონდეთ, სულიერად დაეცეთ, გამოხატოთ უკმაყოფილება, გაღიზიანება. გააკეთეთ საპირისპირო: მოახდინეთ არაადეკვატური რეაგირება, დაარღვიეთ სცენარი. მოახდინეთ ცვლილება: შიში შეცვალეთ სიმტკიცით, დაღვრემილობა - ენთუზიაზმით, გულისწყრომა - გულგრილობით, გაღიზიანება - სიხარულით. ქანქარების თამაშის არსი მდგომარეობს თქვენი წონასწორობიდან გამოყვანაში. თქვენ განზრახულად უნდა დაარღვიოთ თამაშის წესები - გააკეთეთ ყველაფერი რაც გინდათ, ოღონდ არ მოიქცეთ ისე როგორც თქვენგან ელოდებიან. გამარჯვება გარანტირებულია.
ახსნა
ქანქარები ადამიანების ენერგიით იკვებებიან. მაგალითად, როდესაც გაღიზიანებენ, და თქვენ გამოხატავთ მძაფრ აღშფოთებას, ამით ენერგიას აძლევთ ქანქარას. ყველაფერი, რასაც თქვენში ნეგატიური ემოციის გამოწვევა შეუძლია, პროვოცირებულია ქანქარების მიერ. როდესაც გადააწყდებით არასახარბიელო მდგომარეობას და გამოხატავთ უკმაყოფილებას, გაღიზიანდებით, ამას მაშინვე მოსდევს ნეგატიური სიტუაციის გაგრძელება ან განვითარება, ან ჩნდება ახალი უსიამოვნებები. ასე იწყებს რწევას ქანქარა. თქვენ თავად არწევთ მას, რადგან ღებულობთ თავს მოხვეულ თამაშს. მოიქეცით სხვანაირად: ან საერთოდ ნუ რეაგირებთ, ან უპასუხეთ რადიკალურად განსხვავებული რეაქციით - და ჩააქრეთ ქანქარა. თქვენი ამოცანაა წამოიწყოთ თქვენი თამაში, არაადეკვატური რეაგირებით. პრინციპი აქ ერთია: განსხვავეებულ სიხშირეზე რხევისას, თქვენ შედიხართ ქანქანრასთან დისონანსში, შედეგად ის ქრება თქვენთან მიმართებაში და განებებთ თავს.