19. აღმსრულებლის კრედო
19. აღმსრულებლის კრედო
დეკლარაცია
ყოველთვის იყავით ის რაც ხართ, და არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ თქვენს თავს, იცხოვრეთ თქვენი კრედოს შესაბამისად. კრედოს დარღვევით, ან უარესი, მისი არქონით, თქვენ ანადგურებთ თქვენს თავს როგორც პიროვნებას, რის შედეგადაც ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება. თუ სარკეში მომზირალი სახე გამრუდებულია, ანარეკლიც გამრუდებული იქნება. აუცილებელია დაუქვემდებაროთ თქვენი ფიქრები და ქცევები ერთ მცნებას - ნუ მოიტყუებთ თავს. მაშინ სარკეში არ გამოჩნდება არანაირი გამრუდებული გამოსახულება. თქვენ ქმნით თქვენს რეალობას, და არაფრის არ უნდა გრცხვენოდეთ და არც გეშინოდეთ. გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ, თქვენთან ძალაა და თქვენი სამყარო ზრუნავს თქვენზე.
ახსნა
როდესაც ცხოვრობთ თქვენი კრედოს შესაბამისად, გონება და სული სრულ უნისონშია. ეს იმას ნიშნავს რომ, თქვენ იქცევით ისე როგორც თვლით საჭიროთ და არ აქცევთ ყურადღებას საზოგადოებრივ აზრს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარი თავის ღალატი. თუ ისეთი რამის კეთება გიწევთ, რასაც სული აქტიურად ეწინააღმდეგება, ყველაფერი ამაო გამოდის. და პირიქით, როდესაც ცხოვრობთ თქვენი კრედოს შესაბამისად, და ზოგიერთი თქვენი ქმედება არ ჯდება საღი აზრის ფარგლებში, ყველაფერი საბოლოო ჯამში სასიკეთოთ მთავრდება. არ არის იმის ანალიზირება საჭირო, თუ როგორ ახერხებს თქვენი კრედო რეალობის გამოსწორებას. უბრალოდ როდესაც სარკეში მომზირალში არ არის გამრუდება, ანარეკლიც ნორმალიზირდება. სულისა და გონების ერთობა ქმნის მკაფიო სურათს, რომელის დაუყოვნებლივ რეალიზდება სამყაროს სარკეში. ყველა თქვენი ნამდვილი სურვილი ასრულებას ექვემდებარება. ასეთია კანონი.